წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2010 წლის № 03 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

ნომერი: 34 / 17

გამოქვეყნების თარიღი იანვარი 18, 2010

მიღების თარიღი იანვარი 15, 2010

 საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა რა, კომისიის 2010 წლის 15 იანვრის N 03 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად და კომისიის აპარატის მუშაობის წესის მე-2 მუხლის მე-16 პუნქტის ბ) ქვეპუნქტისა და მე-18  პუნქტის საფუძველზე, კენჭისყრის შედეგად ერთხმად

გადაწყვიტა:

1. კომისიის 2010 წლის 15 იანვრის N 03 სხდომის დღის წესრიგის პროექტში დამატებით შეტანილ იქნეს 1 (ერთი) საკითხი:

ა) ელექტრონული საკომუნიკაციო ბაზრის სეგმენტებზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის ჩატარების მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ (მომხს. ი.დეკანოსიძე - სტრატეგიული განვითარებისა და კონკურენციის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);

2. კომისიის 2010 წლის 15 იანვრის N 03 სხდომის დღის წესრიგი დამტკიცდეს წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);

3. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;

4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).

კომისიის თავმჯდომარე                              

ი. ჩიქოვანი

კომისიის წევრი

ს.  ბრიტანჩუკი

კომისიის წევრი    

კ. კვიტაიშვილი

კომისიის წევრი   

ა . სიხარულიძე

კომისიის წევრი    

ი. მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები