ი/მ ”დავით ხაჩიძისთვის” ნუმერაციის რესურსის მინიჭების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ივლისი 26, 2010
მიღების თარიღი ივლისი 23, 2010
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით (13.07.2010 №7/249-10) მიმართა ი/მ ”დავით ხაჩიძემ” ციფრების ოთხნიშნა კომბინაციის - 8064 ნუმერაციის რესურსის ხელახალი ვადით მინიჭებასთან დაკავშირებით ქ. თბილისში.
კომისია აღნიშნავს, რომ ი/მ ”დავით ხაჩიძეს” კომისიის 2009 წლის 7 ივლისის №321/7 გადაწყვეტილებით მინიჭებული ჰქონდა ნუმერაციის რესურსი - 8064 (რვა-ნული-ექვსი-ოთხი) დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, დროებით, 1 წლის ვადით 2010 წლის - 7 ივლისამდე ქ. თბილისში.
ი/მ ”დავით ხაჩიძე” ახორციელებს მომხმარებლების საინფორმაციო მომსახურებას.
კომისია აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 471-ე მუხლის მე-3 პუნქტიდან გამომდინარე, არაავტორიზებად პირებს, რომელთა საქმიანობა არ არის დაკავშირებული საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფასთან, ან/და ამ ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიწოდებასთან, მაგრამ საქმიანობისას საჭიროებენ ნუმერაციის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებას, კომისია ანიჭებს ნუმერაციას დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით დროებით, 1 წლის ვადით გამოყენებისათვის.
გამომდინარე იქედან, რომ ი/მ ”დავით ხაჩიძის” მიერ მოთხოვნილი ნუმერაციის რესურსით, ციფრების ოთხნიშნა კომბინაციით - 8064 (რვა-ნული-ექვსი-ოთხი) სარგებლობა არ არის დაკავშირებული საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფასთან, ან/და ამ ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიწოდებასთან და მისი გამოყენება დაგეგმილია არაავტორიზებადი საქმიანობისთვის, კომისიას შესაძლებლად მიაჩნია, ხელახლა, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, დროებით, ერთი წლის ვადით მიანიჭოს ი/მ ”დავით ხაჩიძეს” ნუმერაციის რესურსი 8-0-6-4 (რვა-ნული-ექვსი-ოთხი) ქ. თბილისში.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 471-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. მიენიჭოს ი/მ ”დავით ხაჩიძეს” ნუმერაციის რესურსი - 8-0-6-4 (რვა-ნული-ექვსი-ოთხი) დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, დროებით, 1 წლის ვადით, 2010 წლის - 23 ივლისიდან, 2011 წლის 23 ივლისამდე, ქ. თბილისში;
2. ი/მ ”დავით ხაჩიძე” არ არის უფლებამოსილი აღნიშნული ნუმერაციის რესურსი გამოიყენოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზაციას დაქვემდებარებული საქმიანობისთვის;
3. კომისია უფლებამოსილია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კანონმდებლობის შეცვლის ან/და ნუმერაციის ერთიან სისტემაზე გადასვლის შემთხვევაში, ი/მ ”დავით ხაჩიძის” მიერ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის საკითხი შესაბამისობაში მოიყვანოს ნუმერაციის ახალ ეროვნულ სისტემასა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან, რაც გულისხმობს ნუმერაციის შეცვლის უფლებამოსილებასაც. ამ შემთხვევაში ი/მ ”დავით ხაჩიძეს” არ წარმოეშვება კომპენსაციის მოთხოვნის უფლება.
4. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი სარეზოლუციო ნაწილის კომისიის სხდომაზე გამოცხადებისთანავე;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ.) ერთი თვის ვადაში;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ნუმერაციის რესურსის მართვის დეპარტამენტს (მ. გოთოშია).
კომისიის თავმჯდომარე ი. ჩიქოვანი
კომისიის წევრები:
ს.ბრიტანჩუკი
კ.კვიტაიშვილი
ა. სიხარულიძე
ი.მოსეშვილი
