წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2010 წლის № 46 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

ნომერი: 346 / 17

გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 09, 2010

მიღების თარიღი ივლისი 30, 2010

 საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა რა, კომისიის 2010 წლის 30 ივლისის N 46 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად და კომისიის აპარატის მუშაობის წესის მე-2 მუხლის მე-13 და მე-15 პუნქტების საფუძველზე, კენჭისყრის შედეგად ერთხმად

გადაწყვიტა:

1.   კომისიის 2010 წლის 30 ივლისის №46 სხდომის დღის წესრიგის პროექტში დამატებით შეტანილ იქნეს 2 (ორი) საკითხი:

ა) შპს ”ჯიპისისათვის” ნუმერაციის რესურსის მინიჭების შესახებ (მომხს. მ. გოთოშია - ნუმერაციის რესურსის მართვის დეპარტამენტის უფროსი);

ბ)შპს ”ლაქი გრუპ+”-სათვის ნუმერაციის რესურსის მინიჭების შესახებ (მომხს. მ. გოთოშია - ნუმერაციის რესურსის მართვის დეპარტამენტის უფროსი);

2. კომისიის 2010 წლის 30 ივლისის №46 სხდომის დღის წესრიგი დამტკიცდეს წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);

3. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;

4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).

კომისიის თავმჯდომარე                              

ი. ჩიქოვანი

კომისიის წევრი

ს. ბრიტანჩუკი

კომისიის წევრი    

კ. კვიტაიშვილი

კომისიის წევრი   

ა . სიხარულიძე

კომისიის წევრი    

ი. მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები