წვდომის მენიუ

შპს ”ავტოლუქსისთვის” სიხშირეების მინიჭების გაუქმებისა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2009 წლის 30 ოქტომბრის № 564/13 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ

ნომერი: 352 / 19

გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 09, 2010

მიღების თარიღი ივლისი 30, 2010

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია\") აღნიშნავს, შპს ”ავტოლუქსმა” (რეგისტრირებული  ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციის მიერ, ს.კ. № 206163854) კომისიას მიმართა განცხადებით  (კომისიაში რეგისტრაციის №7/247-10, 12.07.10)  ქ.თბილისში მეტრულ ტალღათა დიაპაზონში 157.825 მჰც და 162.875 მჰც სიხშირეების მინიჭების გაუქმების თაობაზე, რომელიც მინიჭებული ჰქონდა კომისიის 2009 წლის  30 ოქტომბრის № 564/13  გადაწყვეტილებით.  

     საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილისა და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 29-ე მუხლის მე-12 პუნქტის ა) ქვეპუნქტის თანახმად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად ერთხმად

 გადაწყვიტა:

1.   კომისიის 2009 წლის 30 ოქტომბრის 564/13 გადაწყვეტილება ცნობილ იქნას  ძალადაკარგულად  და გაუქმდეს  შპს ”ავტოლუქსისთვის”  ქ. თბილისში 157.825 მჰც და 162.875 მჰც  სიხშირეების მინიჭება;

2.      გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ) ერთი თვის ვადაში;   

3.   კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე);

4.   გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „ავტოლუქსისთვის”     ჩაბარებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარე                                                                  ი. ჩიქოვანი

კომისიის წევრი                                                                                 ს. ბრიტანჩუკი

            კომისიის წევრი                                                                                 კ. კვიტაიშვილი

            კომისიის წევრი                                                                                 ა. სიხარულიძე

კომისიის წევრი                                                                                 ი. მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები