წვდომის მენიუ

შპს „ალექს დეველოპმენტ ჯორჯიას“ განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ

ნომერი: 353 / 12

გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 09, 2010

მიღების თარიღი ივლისი 30, 2010

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია\") აღნიშნავს, რომ შპს „ალექს დეველოპმენტ ჯორჯიამ“ (რეგისტრირებული ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციის მიერ; ს.კ. № 205208899) კომისიას მიმართა განცხადებით  (კომისიაში რეგისტრაციის № 7/196-10, 07.06.2010) ფიქსირებულ სააბონენტო ნომრებზე არაგეოგრაფიული დაშვების კოდის მისაღებად აუქციონის გამოცხადების შესახებ.

კომისია    აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების შესაბამისად, კომისიამ განმცხადებელს დამატებითი ინფორმაციის წარმოდგენისთვის (ავტორიზაციით გათვალისწინებული რა ტიპის საქმიანობისათვის იქნება გამოყენებული არაგეოგრაფიული სამნიშნა კოდი) განუსაზღვრა 10 სამუშაო დღის ვადა (წერილი № 01/1534-10, 09.07.10). მითითებულ ვადაში განმცხადებელს დამატებითი ინფორმაცია არ წარმოუდგენია.

კომისია აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლისმე-5 ნაწილის შესაბამისად, თუ დადგენილ ვადაში განმცხადებელი არ წარმოადგენს შესაბამის დოკუმენტს ან ინფორმაციას, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. განუხილველად დარჩეს  შპს „ალექს დეველოპმენტ ჯორჯიას“ განცხადება აუქციონის გამოცხადების თაობაზე;

2.    გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ) ერთი თვის ვადაში;   

3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა). 

4. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „ალექს დეველოპმენტ ჯორჯიასთვის“  ჩაბარებისთანავე. 

კომისიის თავმჯდომარე                                                               ი.ჩიქოვანი

კომისიის წევრი                                                                              ს.ბრიტანჩუკი

კომისიის წევრი                                                                              კ.კვიტაიშვილი          

კომისიის წევრი                                                                                          ა.სიხარულიძე                         

კომისიის წევრი                                                                              ი. მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები