სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალური ბაზის ადმინისტრატორის შესარჩევი კონკურსის გამოცხადების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 03, 2010
მიღების თარიღი ივლისი 30, 2010
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2010 წლის 6 ივლისის N3 დადგენილებით დამტკიცებული „სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის დებულების“ პირველი მუხლის მე-4 პუნქტის, მე-8 და მე-9 მუხლების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. გამოცხადდეს სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალური ბაზის ადმინისტრატორის შესარჩევი კონკურსი (შემდგომში „კონკურსი“) 2010 წლის 30 ივლისიდან;
2.დამტკიცდეს სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალური ბაზის ადმინისტრატორის შესარჩევი კონკურსის ჩატარების თანდართული წესი და პირობები (დანართი N1 - შემდგომში „საკონკურსო პირობები“);
3.დამტკიცდეს საკონკურსო საბჭო შემდეგი შემადგენლობით:
ა) კახი ყურაშვილი - თავმჯდომარე;
ბ) თეა ტყეშელაშვილი - წევრი, საბჭოს მდივანი;
გ) ელისო ასანიძე - წევრი;
დ) დავით ქუთათელაძე - წევრი;
ე) დავით ჭანკოტაძე - წევრი;
ვ) ანდრია აბაშიძე - წევრი, შპს „მაგთიკომი“ (წერილი N6/2259-10 13.07.2010);
ზ) ირაკლი ესართია - წევრი, შპს „მობიტელი“ (წერილი N6/2374-10 19.07.2010);
თ) ლევან ინჯია - წევრი, შპს „ახალი ქსელები“, შპს „ახტელი“ (წერილი N6/2455-10 22.07.2010);
ი) მალხაზ ჟორჟიკაშვილი - წევრი, შპს „ჯეოსელი“ (წერილი N6/2470-10 23.07.2010);
კ) ლევან ბუჩუკური - წევრი, სს „სილქნეტი“ (წერილი N6/2501-10 28.07.2010);
ლ) კარინ იოჰანსონი - წევრი (დამოუკიდებელი ექსპერტი) საკონკულტაციო ფირმა „ბოკა კონსალტინგი“ (შვედეთი);
4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს აღნიშნული გადაწყვეტილების საჯაროობის უზრუნველყოფა და კომისიის ვებ გვერდზე (www.gncc.ge) გადაწყვეტილების ოფიციალური ტექსტისა და მისი ინგლისურენოვანი თარგმანის გამოქვეყნება; გადაწყვეტილების ოფიციალურ ტექსტსა და ინგლისურენოვან თარგმანს შორის არსებული შეუსაბამობის შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება ოფიციალურ ტექსტს;
5. დაევალოს კომისიის პრესმდივანს, კონკურსის გამოცხადების შესახებ ინფორმაციის მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გავრცელება;
6. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნების დღიდან;
7.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ) ერთი თვის ვადაში;
8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).
კომისიის თავმჯდომარე ი.ჩიქოვანი
კომისიის წევრები ს.ბრიტანჩუკი
კ.კვიტაიშვილი
ა.სიხარულიძე
ი.მოსეშვილი
დამტკიცებულია კომისიის 2010 წლის N355/10 გადაწყვეტილებით
დანართი N1
სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალური ბაზის ადმინისტრატორის შესარჩევი კონკურსის ჩატარების წესი და პირობები
(საკონკურსო პირობები)
მუხლი 1. კონკურსის ჩატარების ვადები
1. კონკურსი ცხადდება 2010 წლის 30 ივლისიდან;
2. კონკურსში მონაწილეობის მსურველი პირის საკონკურსო განაცხადის მიღება განხორციელდეს 2010 წლის 2 აგვისტოს 10 საათიდან 23 აგვისტოს 19:00 საათამდე;
3. კონკურსში მონაწილეობის მიღების მიზნით საკონკურსო განაცხადების მიღება განხორციელდეს შემდეგ მისამართზე: ქ.თბილისი, 0144, ქეთევან წამებულის გამზირი/ბოჭორმის ქუჩა 50/18;
4. კონკურსში მონაწილეობის მსურველი პირის საკონკურსო განაცხადის მიღება უზრუნველყოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულმა დეპარტამენტმა (ი.ხარებავა);
5. საკონკურსო საბჭოს პირველი სხდომა გაიმართოს 2010 წლის 24 აგვისტოს 15:00 საათზე;
6. საკონკურსო საბჭოს უფლებამოსილების ვადად განისაზღვროს საბჭოს პირველი სხდომიდან 7 სამუშაო დღე - 2010 წლის 31 აგვისტოს 19 საათამდე;
მუხლი 2. კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველი პირი
1. კონკურსში მონაწილეობის მიღების უფლება აქვს საქართველოს ან უცხო ქვეყნის რეზიდენტ იურიდიულ პირს, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
ა) დამოუკიდებლად, ან/და მასთან ურთიერთდამოკიდებულ (აფილირებულ) პირს უნდა გააჩნდეს სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალური ბაზის დანერგვის გამოცდილება სულ ცოტა 2 ქვეყანაში;
ბ) დამოუკიდებლად, ან/და მასთან ურთიერთდამოკიდებულ (აფილირებულ) პირს უნდა გააჩნდეს სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალური ბაზის ადმინისტრირების გამოცდილება.
გ) დამოუკიდებლად, ან/და მასთან ურთიერთდამოკიდებულ (აფილირებულ) პირი არ უნდა იმყოფებოდეს ლიკვიდაციის ან/და რეორგანიზაციის პროცესში და მისი ან მასთან ურთიერთდამოკიდებული (აფილირებული) პირის მიმართ არ უნდა იყოს აღძრული გაკოტრების საქმე;
2. კონკურსში მონაწილეობა ეკრძალება „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს ან/და მასთან „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ33 პუნქტით გათვალისწინებულ ურთიერთდამოკიდებულ (აფილირებულ) პირს.
მუხლი 3. საკონკურსო განაცხადი და მასზე თანდართული დოკუმენტაცია
1. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად მსურველი პირი კომისიას მიმართავს ქართულ ენაზე შედგენილი საკონკურსო განაცხადით;
2. საკონკურსო განაცხადს თან უნდა დაერთოს:
ა) სათანადო წესით დამოწმებული სადამფუძნებლო დოკუმენტაცია ორიგინალ ენაზე ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანით;
ბ) კონკურსში მონაწილეობის მსურველი პირის წარმომადგენლის უფლებამოსილების ნოტარიულად დამოწმებული დამადასტურებელი დოკუმენტი ქართულ ან ინგლისურ ენაზე.
გ) კონკურსში მონაწილეობის მსურველი პირის ოფიციალური დადასტურება, რომ ის არ არის „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული ან/და მასთან ურთიერთდამოკიდებული (აფილირებული) პირი, ქართულ ან ინგლისურ ენაზე.
დ) საკონკურსო პირობების მე-2 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული, სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალური ბაზის (შემდგომში „მონაცემთა ცენტრალური ბაზა“) დანერგვისა და ადმინისტრირების გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, აგრეთვე დოკუმენტაცია, რომელიც ადასტურებს, რომ კონკურსში მონაწილეობის მსურველი პირი აკმაყოფილებს საკონკურსო პირობების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის გ) ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნას, ქართულ ან ინგლისურ ენაზე;
ე) საკონკურსო წინადადება, რომელიც მოიცავს ტექნიკურ და სატარიფო პირობებს;
ვ) 60 დღიან საბანკო გარანტიას 50,000 (ორმოცდაათი ათასი) ლარზე, ან მისი ექვივალენტის ოდენობით უცხოურ ვალუტაში;
3. საკონკურსო წინადადების ტექნიკური პირობები წარმოდგენილი უნდა იქნას დალუქული სახით, ქართულ ან ინგლისურ ენაზე, რომელიც თავის მხრივ მოიცავს:
ა) შემოთავაზებული მოწყობილობებისა და აპარატურის დეტალურ სპეციფიკაციასა და საკონკურსო პირობების მე-4 მუხლით განსაზღვრულ ტექნიკურ სპეციფიკაციასთან მათი შესაბამისობის დამადასტურებელ დამატებით დოკუმენტაციას (მოწყობილობების მწარმოებლის მიერ გამოცემულ კატალოგებს და სხვა დოკუმენტაციას);
ბ) შემოთავაზებული აპარატურის საქართველოში გამოყენებისათვის მწარმოებლისგან მიღებულ თანხმობას;
4. საკონკურსო წინადადების სატარიფო პირობები წარმოდგენილ უნდა იქნას დალუქული სახით, რომელიც თავის მხრივ მოიცავს საკონკურსო პირობების დანართი N1-ს შევსებული ფორმას;
5.საკონკურსო წინადადების ტექნიკური და სატარიფო პირობების კონვერტებში მოთავსებული დოკუმენტაცია უნდა იყოს ხელმოწერილი შესაბამისი უფლებამოსილი პირის მიერ, ამავე დროს საკონკურსო წინადადების ტექნიკური პირობების კონვერტში მოთავსებული დოკუმენტაცია უნდა იყოს შესაბამისად დანომრილი და აკინძული;
6. კონკურსში მონაწილეობის მსურველი პირის მიერ ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით განსაზღვრულ კონვერტებზე აღნიშნული უნდა იყოს შემდეგი მონაცემები:
ა) კონკურსის ორგანიზატორის სახელწოდება და იურიდიული მისამართი;
ბ) კონკურსში მონაწილეობის მსურველი პირის სახელწოდება და იურიდიული მისამართი;
გ) კონვერტის შიგთავსის აღწერა (სარჩევი);
7. კონკურსში მონაწილეობის მსურველ ან/და მასთან ურთიერთდამოკიდებულ (აფილირებულ) პირს ერთობლივად ან დამოუკიდებლად უფლება აქვთ კომისიაში წარმოადგინონ ერთი საკონკურსო განაცხადი;
8. კონკურსში მონაწილეობის მსურველ პირს, საკონკურსო განაცხადისა და მასზე თანდართული დოკუმენტაციის კომისიაში წარდგენასთან დაკავშირებული ხარჯები არ აუნაზღაურდება;
9. საკონკურსო განაცხადების მიღების ვადის ამოწურვის შემდეგ დაუშვებელია საკონკურსო განაცხადის ან მასზე თანდართული დოკუმენტაციის შეცვლა, დაზუსტება ან დამატება;
10. კონკურსში მონაწილეობის მსურველ პირს უფლება აქვს უარი განაცხადოს კონკურსში მონაწილეობაზე კონკურსის ნებისმიერ ეტაპზე. თუ კონკურსში მონაწილეობაზე უარი კონკურსში მონაწილეობის მსურველმა პირმა განაცხადა საკონკურსო განაცხადების მიღების ვადის ამოწურვამდე, მას წარმოდგენილი დოკუმენტაცია, გარდა საკონკურსო განაცხადისა, მათ შორის საბანკო გარანტია უკან უბრუნდება. იმ შემთხვევაში, თუ კონკურსში მონაწილეობის მსურველმა პირმა უარი განაცხადა კონკურსში მონაწილეობაზე საკონკურსო განაცხადის მიღების ვადის ამოწურვის შემდეგ, მას დოკუმენტაცია უკან არ უბრუნდება, ხოლო საბანკო გარანტია ექვემდებარება განაღდებას;
11. კონკურსში მონაწილეობის მსურველ პირს საბანკო გარანტია უბრუნდება კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენიდან 10 სამუშაო დღის ვადაში, გარდა კონკურსში გამარჯვებულისა; კონკურსში მონაწილეს საბანკო გარანტია უკან არ უბრუნდება, თუ მის მიერ წარმოდგენილი იყო ყალბი საკონკურსო განაცხადი ან მასზე თანდართულო დოკუმენტაცია;
12. კონკურსში გამარჯვებულს საბანკო გარანტია უკან არ უბრუნდება და ექვემდებარება კომისიის მხრიდან განაღდებას თუ:
ა) კონკურსში გამარჯვებული ვერ წარმოადგენს სააბონენტო ნომრების პორტაბელობის მონაცემთა ცენტრალური ბაზის ადმინისტრირების ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით მოთხოვნილ საბანკო გარანტიას;
ბ) კონკურსში გამარჯვებული პირი უარს იტყვის სააბონენტო ნომრების პორტაბელობის მონაცემთა ცენტრალური ბაზის ადმინისტრირების თაობაზე კომისიასთან ხელშეკრულების გაფორმებაზე;
მუხლი 4. სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალური ბაზის ტექნიკური სპეციფიკაცია
1.კონკურსში მონაწილე პირის მიერ საკონკურსო წინადადების ტექნიკური პირობით წარმოდგენილი მონაცემთა ცენტრალური ბაზის სპეციფიკაცია უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
ა) მონაცემთა ცენტრალური ბაზა უნდა მოემსახუროს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფაზე ან/და მომსახურების მიწოდებაზე ავტორიზებულ პირებს;
ბ) მონაცემთა ცენტრალურმა ბაზამ უნდა უზრუნველყოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფაზე ან/და მომსახურების მიწოდებაზე ავტორიზებულ პირებს შორის შემდეგი სახის სააბონენტო ნომრების პორტირება:
ბ.ა) მობილური საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფაზე ან/და მომსახურების მიწოდებაზე ავტორიზებულ პირებს შორის (არაგეოგრაფიული) სააბონენტო ნომრების პორტირება;
ბ.ბ) ფიქსირებული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფაზე ან/და მომსახურების მიწოდებაზე ავტორიზებულ პირებს შორის (გეოგრაფიული/არაგეოგრაფიული) სააბონენტო ნომრების პორტირება;
გ) მონაცემთა ცენტრალურმა ბაზამ უნდა უზრუნველყოს არანაკლებ 40 (ორმოცი) ავტორიზებული პირის მომსახურების შესაძლებლობა, ასევე მონაცემთა ცენტრალურ ბაზას უნდა გააჩნდეს შესაძლებლობა, მონაცემთა ცენტრალური ბაზის ტექნიკური აღჭურვილობისა და პროგრამული უზრუნველყოფის არსებითად შეცვლის გარეშე მომსახურება გაუწიოს მეტი რაოდენობის ავტორიზებულ პირს.
დ) მონაცემთა ცენტრალურმა ბაზამ შეუფერხებლად უნდა გაუწიოს ადმინისტრირება ყველა პორტირებულ სააბონენტო ნომერს.
ე) მონაცემთა ცენტრალურ ბაზაში არსებული ინფორმაცია (მომხმარებელთა ინტერფეისი) წარმოდგენილი უნდა იქნას ქართულე ენაზე;
ვ) მონაცემთა ცენტრალური ბაზა უნდა ფუნქციონირებდეს უწყვეტად (დღეში 24 საათი, კვირაში 7 დღე);
ზ) მონაცემთა ცენტრალურ ბაზაზე ხელმისაწვდომობის წლიური მაჩვენებელი უნდა იყოს არანაკლებ 99.7%-სა;
თ) მონაცემთა ცენტრალურ ბაზას, ტექნიკური აღჭურვილობისა და პროგრამული უზრუნველყოფის არსებითად შეცვლის გარეშე, უნდა გააჩნდეს დამატებითი მოდულების საშუალებით გაფართოების შესაძლებლობა;
ი) მონაცემთა ცენტრალურ ბაზაში უნდა ინახებოდეს ტექნიკური ინფორმაცია, რომელიც საჭიროა დაზიანების/შეცდომის აღმოსაფხვრელი სამუშაოების განსახორციელებლად, ისევე როგორც პროფილაქტიკური სამუშაოების ჩასატარებლად.
2. კონკურსში მონაწილე პირის მიერ საკონკურსო წინადადების ტექნიკური პირობით შემოთავაზებულმა მონაცემთა ცენტრალურმა ბაზამ უნდა უზრუნველყოს:
ა) ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფაზე ან/და მომსახურების მიწოდებაზე ავტორიზებულ პირებს შორის ნომრის პორტირების ავტომატიზებული პროცესის ორგანიზება და ეფექტური ადმინისტრირება;
ბ) ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფაზე ან/და მომსახურების მიწოდებაზე ავტორიზებული პირების შესაძლებლობა პერიოდულად მიიღონ ინფორმაცია მონაცემთა ცენტრალური ბაზიდან (24 საათში ერთხელ მაინც), რომელიც საჭიროა მონაცემთა ცენტრალურ ბაზაში არსებული ინფორმაციის ავტორიზებულ პირთა მონაცემთა საოპერაციო ბაზასთან სინქრონიზაციისათვის, პორტირებულ სააბონენტო ნომერზე ავტორიზებულ პირთა მონაცემთა საოპერაციო ბაზის გამოყენებით ზარის დამისამართების უზრუნველსაყოფად.
გ) ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფაზე ან/და მომსახურების მიწოდებაზე ავტორიზებული პირების შესაძლებლობა, ნებისმიერ დროს მიიღონ ინფორმაცია კონკრეტული პორტირებული ნომრის შესახებ, ავტორიზებული პირის მონაცემთა საოპერაციო ბაზის მონაცემთა ცენტრალურ ბაზასთან ერთჯერადი, ცალკეული სინქრონიზაციის პრინციპის საშუალებით.
3. კონკურსში მონაწილის მიერ წარმოდგენილი საკონკურსო წინადადების ტექნიკური პირობით შემოთავაზებულმა მონაცემთა ცენტრალურმა ბაზამ უნდა დანერგოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფაზე ან/და მომსახურების მიწოდებაზე ავტორიზებულ პირებს შორის სააბონენტო ნომრის პორტირების ალგორითმი, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
ა) პორტირების პროცესი უნდა იყოს ცენტრალიზებული;
ბ) მონაცემთა ცენტრალურმა ბაზამ უნდა დაარეგისტრიროს პორტირების პროცესის ყველა ნაბიჯის პირობები და მათთან შესაბამისობა;
4. მონაცემთა ცენტრალური ბაზის ადმინისტრირების ალგორითმის სახელმძღვანელო წესები:
ა) მიმღებმა ოპერატორმა უნდა შეავსოს ელექტრონული განაცხადი, სადაც განსაზღვრული უნდა იყოს შემდეგი მონაცემები:
ა.ა) პორტირების განაცხადის შეტანის თარიღი და საათი;
ა.ბ) პორტირების მსურველი პირის შესახებ ინფორმაცია: ფიზიკური პირის შემთხვევაში- ნომრის პორტირების მსურველი ფიზიკური პირის სახელი, გვარი, პირადი ნომერი და საკონტაქტო ინფორმაცია; იურიდიული პირის შემთხვევაში - ნომრის პორტირების მსურველი იურიდიული პირის სახელწოდება, საიდენტიფიკაციო კოდი და საკონტაქტო ინფორმაცია;
ა.გ) სააბონენტო ნომერი/ნომრები, რომლის პორტირებასაც ითხოვს პორტირების მსურველი პირი (შეყვანილი უნდა იქნას თითო-თითოდ ან ბლოკებად);
ა.დ) დონორი ოპერატორის სახელწოდება;
ა.ე) მიმღები ოპერატორის სახელწოდება;
ა.ვ ) პორტირების განაცხადის მიმღები პირის სახელი, გვარი და საკონტაქტო ინფორმაცია;
ბ) მონაცემთა ცენტრალურმა ბაზამ უნდა უზრუნველყოფს ნომრის პორტირების განაცხადის შემუშავება, აკონტროლოს განაცხადში მითითებული სააბონენტო ნომრის პორტირებისათვის კომისიის 2010 წლის 6 ივლისის N3 დადგენილებით დამტკიცებული „სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის დებულებით“ გათვალისწინებული ვადები, უარყოს ან დაამტკიცოს განაცხადი;
გ) მონაცემთა ცენტრალურმა ბაზამ განაცხადის უარყოფის შემთხვევაში უნდა შეატყობინოს მიმღებ ოპერატორს შესაბამისი მიზეზის და/ან შეცდომის შესახებ;
დ) მონაცემთა ცენტრალურმა ბაზამ განაცხადის დამტკიცების შემთხვევაში უნდა მიანიჭოს მას ”ახალი განაცხადის” სტატუსი, აცნობოს მიმღებ ოპერატორს და გადაუგზავნოს დონორ ოპერატორს;
ე) მონაცემთა ცენტრალურმა ბაზამ უნდა მიანიჭოს უნიკალური ნომერი ყოველ ახალ განაცხადს;
ვ) დონორმა ოპერატორმა, ნომრის პორტირების შესახებ განაცხადის მიღებისას უნდა შეავსოს მისთვის განკუთვნილი შესაბამის გრაფები, დაამტკიცოს ან უარყოს აბონენტის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის სისწორე და ამგვარის არსებობის შემთხვევაში, მიუთითოს პორტირებაზე უარის თქმის კომისიის 2010 წლის 6 ივლისის N3 დადგენილებით დამტკიცებული „სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის დებულებით“ განსაზღვრული საფუძვლები;
ზ) მონაცემთა ცენტრალურმა ბაზამ უნდა შეინახოს დონორის მიერ შეყვანილი მონაცემები, მიანიჭოს განაცხადს ”განხილულის” სტატუსი და აცნობოს ამის შესახებ მიმღებ ოპერატორს;
თ) მიმღებმა ოპერატორმა ”განხილული” განაცხადის გახსნისას უნდა დაინახოს დონორი ოპერატორის მიერ შეყვანილი ინფორმაცია და დაადასტუროს ან უარყოს პორტირების პროცესი;
ი) ნომრის პორტირების პროცესის უარყოფის შემთხვევაში, მიმღებმა ოპერატორმა უნდა შეავსოს ნომრის პორტირების უარყოფის აქტი, რომელიც უნდა მოიცავდეს შემდეგი სახის მონაცემებს:
ი.ა) ნომრის პორტირების უარყოფის დღე და საათი;
ი.ბ) ნომრის პორტირებაზე უარის თქმის მიზეზი;
ი.გ) იმ პირის სახელი, გვარი და საკონტაქტო ინფორმაცია, ვინც შეავსო პორტირების უარყოფის აქტი;
კ) ნომრის პორტირებაზე თანხმობის შემთხვევაში:
კ.ა) მონაცემთა ცენტრალურმა ბაზამ განაცხადს უნდა მიანიჭოს ”დამტკიცებულის” სტატუსი;
კ.ბ) მონაცემთა ცენტრალურმა ბაზამ დონორსა და მიმღებ ოპერატორებს (ისევე, როგორც მონაცემთა ცენტრალურ ბაზასთან დაკავშირებულ ყველა სხვა ოპერატორს) უნდა გაუგზავნოს შესაბამისი შეტყობინება, სააბონენტო ნომრის პორტირების დღისა და საათის შესახებ;
კ.გ) დონორმა ოპერატორმა უნდა მოახდინოს სააბონენტო ნომრის დეაქტივაცია, მონაცემთა ცენტრალური ბაზის მიერ განსაზღვრულ დროს და გაუგზავნოს მონაცემთა ცენტრალურ ბაზას შეტყობინება სააბონენტო ნომრის დეაქტივაციის შესახებ.
კ.დ) მიმღებმა ოპერატორმა უნდა მოახდინოს სააბონენტო ნომრის აქტივაცია მონაცემთა ცენტრალური ბაზის მიერ განსაზღვრულ დროს და გაუგზავნოს მონაცემთა ცენტრალურ ბაზას შეტყობინება სააბონენტო ნომრის აქტივაციის შესახებ.
კ.ე) მონაცემთა ცენტრალურმა ბაზამ განაცხადს უნდა მიანიჭოს ”გააქტიურებული” განაცხადის სტატუსი და უნდა შეიყვანოს ინფორმაცია პორტირებული სააბონენტო ნომრების შესახებ მონაცემთა ცენტრალურ ბაზაში, რაც საკმარისი უნდა იყოს იმისათვის, რომ პორტირებული ნომრის შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომი გახდეს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფაზე ან/და მომსახურების მიწოდებაზე ავტორიზებული პირებისათვის.
5. კონკურსში მონაწილის მიერ წარმოდგენილი საკონკურსო წინადადების ტექნიკური პირობით შემოთავაზებული მონაცემთა ცენტრალური ბაზა უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ ფუნქციურ მოთხონებს:
ა) მონაცემთა ცენტრალურმა ბაზამ უნდა შეინახოს:
ა.ა) ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფაზე ან/და მომსახურების მიწოდებაზე ავტორიზებულ პირებზე გაცემული სააბონენტო ნომრების შესახებ ინფორმაცია;
ა.ბ) პორტირებული სააბონენტო ნომრების შესახებ ინფორმაცია;
ა.გ) ინფორმაცია იმის შესახებ თუ რომელი ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფაზე ან/და მომსახურების მიწოდებაზე ავტორიზებული პირების ქსელში იყო და არის ჩართული სააბონენტო ნომერი;
ა.დ) სააბონენტო ნომრის პორტირების პროცედურის ჩანაწერები (ყველა შესაბამისი ინფორმაცია);
ა.ე) რამდენჯერ მოხდა სააბონენტო ნომრის პორტირება;
ბ) მონაცემთა ცენტრალურ ბაზაში შენახული ინფორმაცია, რომელიც ეხება კონკრეტულ ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფაზე ან/და მომსახურების მიწოდებაზე ავტორიზებულ პირს, ხელმისაწვდომი უნდა იყოს მხოლოდ იმ კონკრეტული ავტორიზებული პირისთვის;
გ) მონაცემთა ცენტრალურ ბაზას უნდა გააჩნდეს შენახული ინფორმაციის ყველა მახასიათებლის ცალკეული ნაწილების შესაბამისად მოძიების საშუალება;
დ) მონაცემთა ცენტრალურმა ბაზამ უნდა უზრუნველყოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფაზე ან/და მომსახურების მიწოდებაზე ავტორიზებული პირების შესაძლებლობა, მართონ მათთვის ხელმისაწვდომი მონაცემები (გაფილტრონ ან/და დააჯგუფონ ინფორმაცია), შეიმუშაონ სტატისტიკური ანგარიშები, გამოიყენონ სააბონეტო ნომრის პორტირებასთან დაკავშირებული მონაცემები;
ე) მონაცემთა ცენტრალურმა ბაზამ უნდა უზრუნველყოს მონაცემების ელექტრონულ ფორმატში მიღების შესაძლებლობა;
ვ) მონაცემთა ცენტრალურმა ბაზამ უნდა უზრუნველყოს დონორი და მიმღები ოპერატორების შესაძლებლობა, დაინახონ ნომრის პორტირებასთან დაკავშირებული მთელი პროცესი (განაცხადის მიღების, მისი სტატუსის შეცვლისა და ყველა სხვა საჭირო ინფორმაციის ჩათვლით);
ზ) მოანაცემთა ცენტრალურმა ბაზამ უნდა უზრუნველყოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფაზე ან/და მომსახურების მიწოდებაზე ავტორიზებული პირების შესაძლებლობა მიიღონ შემდეგი სახის ინფორმაცია:
ზ.ა) მონაცემთა ცენტრალურ ბაზაში განხორციელებული ცვლილებები;
ზ.ბ) მონაცემთა ცენტრალური ბაზის მუშაობის ცდომილებები, დაზიანება და აღდგენა;
ზ.გ) სხვა შეტყობინებები;
6. კონკურსში მონაწილე პირის მიერ საკონკურსო წინადადების ტექნიკური პირობებით შემოთავაზებული მონაცემთა ცენტრალური ბაზა უნდა აკმაყოფილებდეს უსაფრთხოების შემდეგ მოთხოვნებს:
ა) ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფაზე ან/და მომსახურების მიწოდებაზე ავტორიზებული პირების მონაცემთა ცენტრალურ ბაზაზე დაშვების უფლების კონტროლი უნდა განხორციელდეს მონაცემთა ცენტრალური ბაზის დონეზე;
ბ) ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფაზე ან/და მომსახურების მიწოდებაზე ავტორიზებული პირების დაშვების უფლება უნდა შეიზღუდოს მონაცემთა ცენტრალური ბაზის მართვის სისტემით;
გ) ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფაზე ან/და მომსახურების მიწოდებაზე ავტორიზებული პირების დაშვებასთან დაკავშირებული უფლებების ადმინისტრირება უნდა განხორციელდეს მონაცემთა ცენტრალური ბაზის ადმინისტრატორის მიერ;
დ) მონაცემთა ცენტრალურ ბაზასთან დაკავშირება უნდა მოხდეს კოდირებული არხით;
ე) მონაცემთა ცენტრალურ ბაზას უნდა შეეძლოს შესთავაზოს ოპერატორებს დაშვების/დაკავშირების რამდენიმე გზა, დაცული ელექტრონული ხელმოწერილის საშუალებით დაკავშირების ჩათვლით, რომელიც ცალსახად აიდენტიფიცირებს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფაზე ან/და მომსახურების მიწოდებაზე ავტორიზებულ პირებს და უზრუნველყოფს არსებული საშუალებით მიწოდებული ინფორმაციის უტყუარობას; ადმინისტრატორი პასუხისმგებელი უნდა იყოს შეთავაზებული საშუალებების უსაფრთხოებაზე.
მუხლი 5. საკონკურსო წინადადების სატარიფო პირობები
1. კონკურსში მონაწილე პირის მიერ საკონკურსო წინადადების სატარიფო პირობები წარმოდგენილი უნდა იქნას საკონკურსო პირობების დანართი N1-ს ფორმით და უნდა მოიცავდეს:
ა) ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფაზე ან/და მომსახურების მიწოდებაზე ავტორიზებული პირების მიერ, მათი მონაცემთა საოპერაციო ბაზების მონაცემთა ცენტრალურ ბაზასთან სინქრონიზაციის მომსახურებისთვის, ადმინისტრატორისთვის ყოველწლიურად გადასახდელი ტარიფის ოდენობას.
ბ) ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფაზე ან/და მომსახურების მიწოდებაზე ავტორიზებული პირების მიერ სააბონენტო ნომრების პორტირების პროცესის უზრუნველსაყოფად, მათ მფლობელობაში არსებულ ყოველ სააბონენტო ნომერზე ადმინისტრატორისთვის ყოველწლიურად გადასახდელი ტარიფის ოდენობას.
2. საკონკურსო წინადადების სატარიფო პირობები წარმოდგენილი უნდა იყოს ევროში;
3. საკონკურსო წინადადებით შემოთავაზებული ტარიფები წარმოდგენილი უნდა იყოს დღგ-ს გარეშე;
4. საკონკურსო წინადადების სატარიფო პირობებით განსაზღვრული ტარიფები უნდა აკმაყოფილებდეს კომისიის 2010 წლის 6 ივლისის N3 დადგენილებით დამტკიცებული „სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის დებულებით“ განსაზღვრულ მოთხოვნებს.
5. კომისია უფლებამოსილია განახორციელოს სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალური ბაზის ადმინისტრატორის მიერ დადგენილი ტარიფების მონიტორინგი, მათი კომისიის 2010 წლის 6 ივლისის N3 დადგენილებით დამტკიცებული „სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის დებულებით“ გათვალისწინებულ ვალდებულებებთან შესაბამისობის მიზნით;
მუხლი 6. სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალური ბაზის ადმინისტრატორის შესარჩევი კონკურსის ჩატარების წესი
1. სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალური ბაზის ადმინისტრატორის შესარჩევ კონკურსს ატარებს კომისიის 2010 წლის 6 ივლისის N3 დადგენილებით დამტკიცებული „სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის დებულებით“ და ამ გადაწყვეტილებით განსაზღვრული საკონკურსო საბჭო.
2. საკონკურსო საბჭოს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება 9 წევრი მაინც, ხოლო გადაწყვეტილება მიიღება კენჭისყრით არანაკლებ 7 ხმით; იმ შემთხვევაში, თუ საკონკურსო საბჭოში მოწვეულ წევრთაგან რომელიმე ვერ ესწრება საკონკურსო საბჭოს სხდომას, ავტორიზებული პირი ვალდებულია ჩაანაცვლოს იგი სხვა წარმომადგენლით, რომელსაც უფლებამოსილება ენიჭება ამ ავტორიზებული პირის ოფიციალური წერილით.
3. საკონკურსო საბჭოს სხდომაზე დგება სხდომის ოქმი, რომელსაც ხელს აწერს საკონკურსო საბჭოს თავმჯდომარე და მდივანი;
4. საკონკურსო საბჭოს გადაწყვეტილებები, შეფასების მონაცემები და დასკვნები აისახება საკონკურსო საბჭოს სხდომის ოქმში;
5. საკონკურსო საბჭოს პირველი სხდომა მოიწვევა ამ საკონკურსო პირობების შესაბამისად, ხოლო შემდგომ სხდომას იწვევს საკონკურსო საბჭოს თავმჯდომარე;
6. საკონკურსო საბჭოს პირველ სხდომაზე, საკონკურსო საბჭოს თავმჯდომარე კონკურსში მონაწილეებს აცნობს საკონკურსო საბჭოს შემადგენლობას, ადგენს საკონკურსო საბჭოს ქვორუმის არსებობას და კონკურსში მონაწილეებს აცნობს საკონკურსო საბჭოს მუშაობის წესს;
7. საკონკურსო საბჭოს პირველ სხდომაზე საკონკურსო საბჭოს მდივანი, საკონკურსო საბჭოს წევრებს აცნობს ინფორმაციას კონკურსში მონაწილეთა თაობაზე.
8. საკონკურსო საბჭო, საკონკურსო განაცხადებისა და მასზე თანდართული დოკუმენტაციის განხილვას იწყებს საკონკურსო განაცხადის კომისიაში რეგისტრაციის თარიღისა და ნომრის რიგითობის მიხედვით;
9. საკონკურსო საბჭოს პირველ სხდომაზე დგინდება თუ რამდენად სრულყოფილად არის წარმოდგენილი საკონკურსო განაცხადი და მასზე თანდართული დოკუმენტაცია, დაიშვება თუ დისკვალიფიკაციას ექვემდებარება კონკურსში მონაწილე;
10. კონკურსში მონაწილე ექვემდებარება დისკვალიფიკაციას, თუ:
ა) საკონკურსო განაცხადი წარმოდგენილია არასათანადო სუბიექტის მიერ;
ბ) თუ საკონკურსო განაცხადი და თანდართული დოკუმენტაცია არასრულყოფილად არის წარმოდგენილი, ან არ არის დადასტურებული კონკურსში მონაწილე პირის ან მისი უფლებამოსილი წარმომადგენლის ხელმოწერით;
გ) თუ საკონკურსო განაცხადი და თანდართული დოკუმენტაცია არ არის წარმოდგენილი ამ გადაწყვეტილებით განსაზღვრული ფორმით.
დ) თუ წარმოდგენილია ყალბი (არასწორი) ინფორმაცია;
11. დისკვალიფიკაციის საფუძვლების არსებობის შემთხვევაში საკონკურსო საბჭო იღებს გადაწყვეტილებას კონკურსში მონაწილე პირის დისკვალიფიკაციის თაობაზე კენჭისყრით, რაც აისახება საკონკურსო საბჭოს სხდომის ოქმში. იმ შემთხვევაში, თუ საკონკურსო საბჭოს მიერ არ არის მიღებული გადაწყვეტილება დისკვალიფიკაციის თაობაზე, კონკურსში მონაწილე ითვლება დაშვებულად;
12. საკონკურსო განაცხადისა და თანდართული დოკუმენტაციის შესწავლისა და შეფასებისას, თუ საკონკურსო საბჭო გამოავლენს დისკვალიფიკაციის საფუძვლებს, საბჭო უფლებამოსილია კონკურსში მონაწილის დისკვალიფიკაციის თაობაზე მიიღოს გადაწყვეტილება კონკურსში მონაწილეობისთვის დაშვებული პირის მიმართაც;
13. საკონკურსო განაცხადისა და თანდართული დოკუმენტაციის პირველადი შეფასების ეტაპზე, კონკურსში მონაწილის დისკვალიფიკაციის საკითხის გადაწყვეტის შემდგომ, საკონკურსო საბჭო იწყებს კონკურსში მონაწილეთა რიგითობის მიხედვით საკონკურსო წინადადების ტექნიკური პირობის დალუქული კონვერტის გახსნას და ამოწმებს კონვერტში მოთავსებული დოკუმენტაციის შესაბამისობას კონვერტზე აღნიშნულ მონაცემებთან, რის შემდეგაც გახსნილი კონვერტები მათში მოთავსებული დოკუმენტაციით გადაეცემა საბჭოს მდივანს;
14. საკონკურსო განაცხადისა და მასზე თანდართული დოკუმენტაციის (გარდა საკონკურსო წინადადების სატარიფო პირობისა) შესწავლა, ურთიერთშედარება და შეფასება საკონკურსო საბჭოს წევრების მიერ ხორციელდება საკონკურსო საბჭოს პირველი სხდომის დასრულების შემდგომ არაუმეტეს 5 კალენდარული დღის ვადაში;
15. საკონკურსო საბჭოს წევრთა მიერ საკონკურსო განაცხადისა და მასზე თანდართული დოკუმენტაციის შესწავლის, ურთიერთშედარებისა და შეფასებისთვის კომისია გამოყოფს საამისოდ სპეციალურად მოწყობილ, საკონკურსო საბჭოს სამუშაო ოთახს;
16. საკონკურსო საბჭოს წევრები ვალდებულნი არიან საკონკურსო საბჭოს მუშაობის დასრულებამდე არ გაახმაურონ ინფორმაცია, რაც მათთვის ცნობილი გახდა საკონკურსო საბჭოს წევრობისას, არ გადაიღონ ასლები, არ გააკეთონ ჩანაწერები წარმოდგენილ დოკუმენტაციაზე, არ დააზიანონ წარმოდგენილი დოკუმენტაცია, არ დაარღვიონ წარმოდგენილი დოკუმენტაციის მთლიანობა;
17. საკონკურსო საბჭოს თითოეული წევრი ინდივიდუალურად აფასებს საკონკურსო განაცხადისა და მასზე თანდართული დოკუმენტაციის (გარდა საკონკურსო წინადადების სატარიფო პირობისა), შესაბამისობას საკონკურსო პირობებით დადგენილ მოთხოვნებთან, საკონკურსო პირობებით დადგენილი ფორმის შესაბამისად (საკონკურსო პირობების დანართი N2) ორ ეგზემპლარად და ადასტურებს თავისი ხელმოწერით. მათგან ერთ-ერთს დალუქული კონვერტით გადასცემს საკონკურსო საბჭოს მდივანს.
18. საკონკურსო საბჭოს მეორე სხდომა ტარდება საკონკურსო საბჭოს პირველი სხდომიდან არაუმეტეს 7 სამუშაო დღის ვადაში, საკონკურსო საბჭოს თავმჯდომარის მოწვევით.
19. საკონკურსო საბჭოს მეორე სხდომაზე კონკურსში მონაწილე პირთა თანდასწრებით იხსნება საკონკურსო წინადადების სატარიფო პირობების დახურული კონვერტები, საკონკურსო განაცხადების კომისიაში რეგისტრაციის თარიღისა და ნომრის რიგითობის მიხედვით და ქვეყნდება საჯაროდ, რის შემდეგაც საკონკურსო საბჭოს სხდომა დახურულად ცხადდება;
20. საკონკურსო საბჭოს მეორე სხდომის დახურულ ნაწილში საკონკურსო საბჭოს წევრები, ინდივიდუალურად, საკონკურსო პირობების N2 დანართის ფორმით, მათთან არსებული ეგზემპლარის გამოყენებით აფასებენ საკონკურსო წინადადების სატარიფო პირობებს;
21. საკონკურსო საბჭოს წევრების მიერ საკონკურსო წინადადებათა სატარიფო პირობების შეფასების შემდგომ საკონკურსო საბჭოს მდივანი იბარებს შეფასების ფორმა N2-ის შევსებულ ეგზემპლარებს, ხსნის მასთან დაცულ პირველ ეგზემპლარს, ადარებს და ხელმოწერით ადასტურებს ორივე ეგზემპლარში შეყვანილი მონაცემების იდენტურობას და აცხადებს საბჭოს თითოეული წევრის მიერ განხორციელებულ შეფასებათა მონაცემებს;
22. საკონკურსო საბჭო, შეფასებებს აჯამებს თითოეული მონაწილის მიმართ ინდივიდუალურად, საკონკურსო პირობებით განსაზღვრული კრიტერიუმების მიხედვით და თითოეული კრიტერიუმის მიხედვით მიღებულ ჯამს ყოფს სრულყოფილად შევსებულ შეფასების ფორმათა რაოდენობაზე (სრულყოფილადაა შევსებული შეფასების ფორმა, თუ საკონკურსო საბჭოს წევრს კონკურსში მონაწილე პირი შეფასებული ყავს, ხუთივე კრიტერიუმის მიხედვით), რის საფუძველზეც ღებულობს თითოეული კრიტერიუმის მიხედვით, თითოეული კონკურსანტის მიერ მიღებულ ქულას; თითოეული კრიტერიუმის მიხედვით მიღებული საშუალო ქულა მრავლდება ამავე საკონკურსო პირობებით განსაზღვრულ მნიშვნელოვნობის კოეფიციენტზე და ჯამდება მიღებულ შედეგები, რის საფუძველზეც დგინდება კონკურსში მონაწილე პირთა რეიტინგულ მაჩვენებელი;
23. საკონკურსო საბჭოს მიერ კონკურსში მონაწილე პირთა რეიტინგული მაჩვენებლების გათვალისწინებით საკონკურსო საბჭო ადგენს საკონკურსო საბჭოს დასკვნას, რომელიც მიიღება ღია კენჭისყრით, არანაკლებ 7 ხმით;
24. საკონკურსო საბჭოს დასკვნას, რომელიც სრულად უნდა ასახავდეს კონკურსში მონაწილე პირთა რეიტინგულ მაჩვენებლებს, ხელს აწერს საკონკურსო საბჭოს თავმჯდომარე და მდივანი;
25. საკონკურსო საბჭოს ხელმოწერილი დასკვნის თითო ეგზემპლარი, გადაეცემა კონკურსში მონაწილე თითოეულ პირს, ერთი წარედგინება კომისიას, ხოლო ერთი რჩება საკონკურსო საბჭოში;
26. საკონკურსო საბჭოს დასკვნა ქვეყნდება კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.gncc.ge);
27. საკონკურსო საბჭოს დასკვნა ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;
28. საკონკურსო საბჭოს დასკვნის მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში, კომისია საკონკურსო საბჭოს დასკვნისა და კონკურსში მონაწილე პირთა რეიტინგული მაჩვენებლების გათვალისწინებით იღებს გადაწყვეტილებას კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ;
მუხლი 7. კონკურსში მონაწილეთა მიერ წარმოდგენილი საკონკურსო განაცხადებისა და თანდართული დოკუმენტაციის შეფასების კრიტერიუმები და წესები
1. საკონკურსო განაცხადისა და თანდართული დოკუმენტაციის საფუძველზე საკონკურსო საბჭო აფასებს თითოეული კონკურსანტის მონაცემებს შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:
ა) მონაცემთა ცენტრალური ბაზის დანერგვის გამოცდილება;
ბ) მონაცემთა ცენტრალური ბაზის ადმინისტრირების გამოცდილება;
გ) მონაცემთა ცენტრალური ბაზის ტექნიკური სპეციფიკაცია;
დ) ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფაზე ან/და მომსახურების მიწოდებაზე ავტორიზებული პირების მიერ, მათი მონაცემთა საოპერაციო ბაზების მონაცემთა ცენტრალურ ბაზასთან სინქრონიზაციის მომსახურებისთვის, ადმინისტრატორისთვის ყოველწლიურად გადასახდელი ტარიფის ოდენობა.
ე) ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფაზე ან/და მომსახურების მიწოდებაზე ავტორიზებულ პირების მიერ სააბონენტო ნომრების პორტირების პროცესის უზრუნველსაყოფად, მათ მფლობელობაში არსებულ ყოველ სააბონენტო ნომერზე ადმინისტრატორისთვის ყოველწლიურად გადასახდელი ტარიფის ოდენობა.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის ა), ბ) და გ) ქვეპუნქტებით განსაზღვრული კრიტერიუმებით შეფასებისას 1-დან 5 ქულამდე იწერება კონკურსში მონაწილე პირთა მიერ წარმოდგენილი საკონკურსო წინადადებისა და თანდართული დოკუმენტაციის საკონკურსო პირობებით განსაზღვრულ მინიმალურ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადასტურებისა და მათი ურთიერთშედარების საფუძველზე;
3. ამ მუხლის პირველი პუნქტის დ) და ე) კრიტერიუმებით შეფასება ხდება 1-დან 5 ქულამდე მომსახურებისათვის შემოთავაზებული ფასების შედარების პრინციპით: რაც უფრო დაბალია მომსახურებისთვის შემოთავაზებული ფასი, მით უფრო მაღალია ქულა;
4. იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე კრიტერიუმის მიხედვით კონკურსში მონაწილე პირის მიერ წარმოდგენილი საკონკურსო წინადადება და თანდართული დოკუმენტაცია არ აკმაყოფილებს კომისიის 2010 წლის 6 ივლისის N3 დადგენილებით დამტკიცებული „სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის დებულებითა“ და საკონკურსო პირობებით განსაზღვულ მინიმალურ მოთხოვნებს, მიიღება გადაწყვეტილება კონკურსში მონაწილე პირის დისკვალიფიკაციის თაობაზე;
5. დადგინდეს შეფასების კრიტერიუმების მნიშვნელოვნობის შემდეგი კოეფიციენტები:
ა) მონაცემთა ცენტრალური ბაზის დანერგვის გამოცდილება - 1,5;
ბ) მონაცემთა ცენტრალური ბაზის ადმინისტრირების გამოცდილება - 1,5;
გ) მონაცემთა ცენტრალური ბაზის ტექნიკური სპეციფიკაცია - 2;
დ) ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფაზე ან/და მომსახურების მიწოდებაზე ავტორიზებული პირების მიერ, მათი მონაცემთა საოპერაციო ბაზების მონაცემთა ცენტრალურ ბაზასთან სინქრონიზაციის მომსახურებისთვის, ადმინისტრატორისთვის ყოველწლიურად გადასახდელი ტარიფის ოდენობა - 1,5.
ე) ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფაზე ან/და მომსახურების მიწოდებაზე ავტორიზებულ პირების მიერ სააბონენტო ნომრების პორტირების პროცესის უზრუნველსაყოფად, მათ მფლობელობაში არსებულ ყოველ სააბონენტო ნომერზე ადმინისტრატორისთვის ყოველწლიურად გადასახდელი ტარიფის ოდენობა - 2.
6. საკონკურსო საბჭოს თავმჯდომარე და მდივანი საკონკურსო საბჭოს წევრთა მიერ შევსებული შეფასების ფორმის მიხედვით, ღიად, საკონკურსო საბჭოს წევრთა მონაწილეობით ადგენენ კონკურსში მონაწილე პირთა რეიტინგულ მაჩვენებელს შემდეგი თანმიმდევრობით:
ა) კონკურსში მონაწილე პირის მიერ საკონკურსო პირობებით განსაზღვრული ყოველი კონკრეტული კრიტერიუმის მიხედვით მიღებული ქულები ჯამდება;
ბ) კონკურსში მონაწილე პირის მიერ საკონკურსო პირობებით განსაზღვრული ყოველი კონკრეტული კრიტერიუმის მიხედვით მიღებულ ქულათა ჯამი იყოფა სრულყოფილად შევსებულ შეფასების ფორმათა რაოდენობაზე, რის საფუძველზეც მიიღება კონკურსში მონაწილე კონკრეტული პირის მიერ კონკრეტული კრიტერიუმის მიხედვით მიღებული საშუალო ქულა;
გ) კონკრეტული კრიტერიუმის მიხედვით მიღებული საშუალო ქულა მრავლდება საკონკურსო პირობებით განსაზღვრულ მნიშვნელოვნობის შესაბამის კოეფიციენტზე;
დ) ყოველი კრიტერიუმის მიხედვით მიღებული საბოლოო ქულები ჯამდება კონკურსში მონაწილე პირების მიხედვით, რის საფუძველზეც დგინდება კონკურსში მონაწილე პირის რეიტინგული მაჩვენებელი;
მუხლი 8. სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალური ბაზის ადმინისტრატორის შესარჩევ კონკურსში გამარჯვებულის ვალდებულებები
1. სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალური ბაზის ადმინისტრატორის შესარჩევ კონკურსში გამარჯვებულ პირთან, კომისია, კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 30 დღისა აფორმებს სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალური ბაზის ადმინისტრირების თაობაზე ხელშეკრულებას;
2. კომისია კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან 5 დღის ვადაში უგზავნის კონკურსში გამარჯვებულს კონკურსში გამარჯვებული გამოვლენის შესახებ კომისიის გადაწყვეტილების დამოწმებულ ასლს, სადაც სავალდებულო წესით განისაზღვრება:
ა) ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ხელშეკრულების გაფორმების ბოლო თარიღი;
ბ) ხელშეკრულების გაფორმებისა და მონაცემთა ცენტრალური ბაზის დანერგვის უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის წარმოდგენის ბოლო ვადა;
3. კონკურსში გამარჯვებული ვალდებულია კომისიის მიერ განსაზღვრულ ვადაში წარმოადგინოს ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული 6 თვიანი საბანკო გარანტია 100,000.00 (ასი ათასი) ლარზე ან მისი ექვივალენტის ოდენობით უცხოურ ვალუტაში;
4. კონკურსში გამარჯვებულის მიერ ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული საბანკო გარანტიის წარმოდგენიდან 5 დღის ვადაში კომისია უგზავნის კონკურსში გამარჯვებულს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ხელშეკრულების პროექტს;
5. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ხელშეკრულების ხელმოწერა უნდა განხორციელდეს ამავე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ვადაში. იმ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე კონკურსში გამარჯვებულთან მოლაპარაკება ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ვადაში არ დასრულდა ხელშეკრულების გაფორმებით, კომისია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ კომისიის გადაწყვეტილების ძალადაკარგულად ცნობისა და კონკურსის შედეგების გაუქმების თაობაზე, ამ შემთხვევაში, ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული საბანკო გარანტია ექვემდებარება კომისიის მხრიდან განაღდებას;
6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება მიიღება იმ შემთხვევაშიც, თუ კონკურსში გამარჯვებული ამ მუხლით განსაზღვრულ ვადაში ვერ წარმოადგენს ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ საბანკო გარანტიას;
7. ამ მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში კონკურსში გამარჯვებულს არ წარმოეშვება კომპენსაციის მოთხოვნის უფლება;
8. სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალური ბაზის ადმინისტრირების თაობაზე ხელშეკრულებაში, სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალური ბაზის ადმინისტრატორის ვალდებულებებად განისაზღვრება შემდეგი სახელშეკრულებო პირობები:
ა) მომსახურების გაწევა უზრუნველყოს საქართველოს ტერიტორიაზე (ოკუპირებული ტერიტორიების გარდა);
ბ) საკუთარი ხარჯებითა უზრუნველყოს მონაცემთა ცენტრალური ბაზის შექმნა 2011 წლის 15 იანვრამდე;
გ) მონაცემთა ცენტრალური ბაზის ტესტირება განახორციელოს 2011 წლის 15 იანვრიდან 2011 წლის 15 თებერვლამდე;
დ) მობილური ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფაზე და/ან მომსახურების მიწოდებაზე ავტორიზებულ პირებს შორის სააბონენტო ნომრების პორტირება მონაცემთა ცენტრალური ბაზის გამოყენებით უზრუნველყოს 2011 წლის 15 თებერვლიდან;
ე) ფიქსირებული ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფაზე და/ან მომსახურების მიწოდებაზე ავტორიზებულ პირებს შორის სააბონენტო ნომრების პორტირება მონაცემთა ცენტრალური ბაზის გამოყენებით უზრუნველყოს 2011 წლის 15 ოქტომბრამდე;
ვ) ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფაზე ან/და მომსახურების მიწოდებაზე ავტორიზებულ პირებს შორის მომსახურების ნომრების პორტირებისა და მობილური საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფაზე ან/და მომსახურების მიწოდებაზე ავტორიზებულ პირებსა და ფიქსირებული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფაზე ან/და მომსახურების მიწოდებაზე ავტორიზებულ პირებს შორის სააბონენტო ნომრის პორტირების შესახებ მოთხოვნიდან 3 თვეში, უზრუნველყოს მოთხოვნის დაკმაყოფილება მონაცემთა ცენტრალური ბაზის სისტემის ტექნიკური აღჭურვილობისა და პროგრამული უზრუნველყოფის მნიშვნელოვანად/არსებითად შეცვლის გარეშე.
ზ) შეიმუშაოს სააბონენტო ნომრების პორტირებისა და მონაცემთა ცენტრალური ბაზის გამოყენების ტექნიკური ინსტრუქციები;
თ) უზრუნველყოს მონაცემთა ცენტრალური ბაზის გამართული მუშაობა;
ი) თავისი საქმიანობა განახორციელოს გამჭვირვალედ, უზრუნველყოს მონაცემთა ცენტრალური ბაზის გამოყენების სამართლებრივი, ტექნიკური და ეკონომიკური პირობების გამჭვირვალობა;
კ) ყოველწლიურად, საანგარიშო წლის მომდევნო წლის 1 მარტამდე კომისიას წარუდგინოს წლიური ანგარიში, ფინანსური ანგარიშის ჩათვლით;
ლ) კომისიის მოთხოვნის საფუძველზე, დაუყონებლივ და/ან კომისიის მიერ დადგენილი პერიოდულობითა და ვადებში მიაწოდოს მონაცემთა ცენტრალურ ბაზაში არსებული ნებისმიერი ინფორმაცია, გარდა ბოლო მომხმარებლის (აბონენტის) პირად საიდუმლოებას მიკუთვნებული ინფორმაციისა.
მ) მომსახურება გაუწიოს ელექტრონული საკომუნკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფაზე ან/და მომსახურების მიწოდებაზე ავტორიზებულ პირებს, კომისიის 2010 წლის 6 ივლისის N3 დადგენილებით დამტკიცებული „სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის დებულებით“, კომისიასთან და ავტორიზებულ პირებთან გაფორმებული ხელშეკრულებებით გათვალისწინებული პირობებით და მის მიერ საკონკურსო წინადადებით შემოთავაზებული ტარიფებით, საქართველოს ეროვნულ ვალუტაში.
ნ) კომისიის მიერ განსაზღვრული სხვა პირობები;
9. მონაცემთა ცენტრალური ბაზის ტექნიკური ცენტრი (შემდგომში „ტექნიკური ცენტირი“) უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
ა) ტექნიკური ცენტრის პერსონალი ხელმისაწვდომი უნდა იყოს 24 საათის განმავლობაში კვირაში 7 დღე.
ბ) ტექნიკური ცენტრის ნაგებობა უნდა შეესაბამებოდეს სეისმოლოგიურ მოთხოვნებს;
გ)ტექნიკური ცენტრი არ შეიძლება იყოს განთავსებული შენობის სარდაფში, ნახევარსარდაფში ან/და სხვენში.
დ)ტექნიკური ცენტრის შენობა განთავსებული უნდა იყოს ქ.თბილისში;
ე) ტექნიკური ცენტრის გარე და შიდა პერიმეტრი უნდა კონტროლდებოდეს ვიდეოკამერით 24 საათის განმავლობაში. ვიდეოჩანაწერი უნდა ინახებოდეს სულ ცოტა ერთი კალენდარული თვის განმავლობაში.
ვ) ტექნიკური ცენტრის განთავსების ადგილი უზრუნველყოფილი უნდა იყოს ხანძარსაწინააღმდეგო პირობებით;
ზ) ტექნიკურ ცენტრს უნდა გააჩნდეს სისტემის ტემპერატურისა და კონდიცირების უზრუნველმყოფი დუბლირებული მოწყობილობა, რომელიც უზრუნველყოფს ტემპერატირის შემდეგ პარამეტრებს 24 საათისა და კვირაში 7 დღის განმავლობაში:
ზ.ა. ტემპერატურა: 20°C - 25°C;
ზ.ბ. ტენიანობა: 40%-55%
თ) ტექნიკური ცენტრს არ უნდა გააჩნდეს ექსტერიერზე გამავალი ფანჯრები.
ი) ტექნიკურის ცენტრის ელექტრომომარაგება უზრუნველყოფილი უნდა იყოს სხვადასხვა ქვესადგურებიდან შემომავალი ორი დამოუკიდებელი ელექტრო სადენით;
კ) ტექნიკურ ცენტრში დამონტაჟებული უნდა იქნას ელექტროენერგიის უწყვეტი მომარაგების (UPS) დუბლირებული მოწყობილობა. UPS-ი დამატებით დუბლირებული უნდა იქნეს დიზელ-გენერატორით, რომელიც UPS-ზე ორჯერ უფრო მძლავრი უნდა იყოს;
ლ) ტექნიკურ ცენტრს უნდა გააჩნდეს ელექტროენერგიის ავტომატური ავარიული გამორთვისა და ელექტროენერგიის ერთი წყაროდან მეორეზე ავტომატური გადართვის შესაძლებლობა.
მ) ტექნიკურ ცენტრში შესვლა უნდა წარმოებდეს შეზღუდულად, შემსვლელ პირთა სავალდებულო რეგისტრაციის საფუძველზე.
საკონკურსო პირობების დანართი N1
საკონკურსო წინადადების სატარიფო პირობები
1. კონკურსში მონაწილის სახელწოდება:
2. კონკურსში მონაწილის უფლებამოსილი პირის სახელი და გვარი (ხელმომწერი პირი):
_________________________________________________________________________________
3. ხემოწერით ვადასტურებთ, რომ შემოთავზებული ტარიფები მოცემულია დღგ-ს გარეშე ევროში, აკმაყოფილებს კომისიის 2010 წლის 6 ივლისის N3 დადგენილებით დამტკიცებული „სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის დებულებითა“ და საკონკურსო პირობებით განსაზღვრულ მოთხოვნებს და მოიცავს:
ა) ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფაზე ან/და მომსახურების მიწოდებაზე ავტორიზებული პირების მიერ, მათი მონაცემთა საოპერაციო ბაზების სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალურ ბაზასთან სინქრონიზაციის მომსახურებისთვის ყოველწლიურად გადასახდელ ტარიფს _____________ (ციფრებით) ___________________________________________ (სიტყვიერად) ევროს ოდენობით;
ბ) ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფაზე ან/და მომსახურების მიწოდებაზე ავტორიზებულ პირების მიერ სააბონენტო ნომრების პორტირების პროცესის უზრუნველსაყოფად, მათ მფლობელობაში არსებულ ყოველ სააბონენტო ნომერზე ყოველწლიურად გადასახდელ ტარიფს __________ (ციფრებით) ___________________________________________(სიტყვიერად) ევროს ოდენობით.
_____________________________ _________________________
(ხელმომწერის სახელი და გვარი) (ხელმოწერა)
ბ.ა
საკონკურსო პირობების დანართი N2
კონკურსში მონაწილის შეფასების ფორმა
საკონკუსო საბჭოს წევრის სახელი და გვარი: __________________________________________________________
კონკურსში მონაწილის სახელწოდება: __________________________________________________________
შეფასების პირველი ეტაპი:
|
N |
შეფასების კრიტერიუმი |
მისანიჭებელი ქულა |
მინიჭებული ქულა |
|
1. |
სააბონენტო ნომრები პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალური ბაზის დანერგვის გამოცდილება |
1-5 |
|
|
2. |
სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალური ბაზის ადმინისტრირების გამოცდილება |
1-5 |
|
|
3. |
სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალური ბაზის ტექნიკური სპეციფიკაცია |
1-5 |
|
საკონკურსო საბჭოს წევრის განმარტებები:
_________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________
(საკონკურსო საბჭოს წევრის მიერ რომელიმე კრიტერიუმის მიხედვით პირის დისკვალიფიკაციის შემთხვევაში საკონკურსო საბჭოს წევრის განმარტებები სავალდებულოა; საკონკურსო საბჭოს წევრი ვალდებულია კონკურსში მონაწილე შეაფასოს ხუთივე კრიტერიუმის მიხედვით; შევსებული ფორმა ჩაითვლება არასრულყოფილად შევსებულად, თუ კონკურსში მონაწილე არ არის შეფასებული ერთი კრიტერიუმის მიხედვით მაინც, ამ შემთხვევაში საკონკურსი საბჭოს წევრის მიერ კონკურსში მონაწილე სხვა პირთა მიმართ გაკეთებული შეფასებები მხდეველობაში არ მიიღება კონკურსში მონაწილე პირთა რეიტინგული მაჩვენებლის განსაზღვრისას)
________________________________ ____________________________
(ხელმომწერის სახელი და გვარი) (ხელმოწერა და თარიღი)
შეფასების მეორე ეტაპი
|
N |
შეფასების კრიტერიუმი |
მისანიჭებელი ქულები |
მინიჭებული ქულა |
|
1. |
ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფაზე ან/და მომსახურების მიწოდებაზე ავტორიზებული პირების მიერ, მათი მონაცემთა საოპერაციო ბაზების მონაცემთა ცენტრალურ ბაზასთან სინქრონიზაციის მომსახურებისთვის, ადმინისტრატორისთვის ყოველწლიურად გადასახდელი ტარიფის ოდენობა |
1-5 |
|
|
2. |
ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფაზე ან/და მომსახურების მიწოდებაზე ავტორიზებულ პირების მიერ სააბონენტო ნომრების პორტირების პროცესის უზრუნველსაყოფად, მათ მფლობელობაში არსებულ ყოველ სააბონენტო ნომერზე ადმინისტრატორისთვის ყოველწლიურად გადასახდელი ტარიფის ოდენობა |
1-5 |
|
საკონკურსო საბჭოს წევრის განმარტებები:
_________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________
(საკონკურსო საბჭოს წევრის მიერ რომელიმე კრიტერიუმის მიხედვით პირის დისკვალიფიკაციის შემთხვევაში საკონკურსო საბჭოს წევრის განმარტებები სავალდებულოა; საკონკურსო საბჭოს წევრი ვალდებულია კონკურსში მონაწილე შეაფასოს ხუთივე კრიტერიუმის მიხედვით; შევსებული ფორმა ჩაითვლება არასრულყოფილად შევსებულად, თუ კონკურსში მონაწილე არ არის შეფასებული ერთი კრიტერიუმის მიხედვით მაინც, ამ შემთხვევაში საკონკურსი საბჭოს წევრის მიერ კონკურსში მონაწილე სხვა პირთა მიმართ გაკეთებული შეფასებები მხდეველობაში არ მიიღება კონკურსში მონაწილე პირთა რეიტინგული მაჩვენებლის განსაზღვრისას)
________________________________ ____________________________
(ხელმომწერის სახელი და გვარი) (ხელმოწერა და თარიღი)
