წვდომის მენიუ

შპს ”ჯიპისისათვის” ნუმერაციის რესურსის მინიჭების შესახებ

ნომერი: 356 / 15

გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 09, 2010

მიღების თარიღი ივლისი 30, 2010

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით (14.07.2010 №7/259-10) მიმართა შპს ”ჯიპისიმ” ციფრების ოთხნიშნა კომბინაციის - 0007 (ნული-ნული-ნული-შვიდი) ნუმერაციის რესურსის ხელახალი ვადით მინიჭებასთან დაკავშირებით საქართველოს მთელს ტერიტორიაზე.

            კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”ჯიპისი” კომისიის 2009 წლის 7 ივლისის №320/7 გადაწყვეტილებით მინიჭებული ჰქონდა ნუმერაციის რესურსი - 0007 (ნული-ნული-ნული-შვიდი) დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, დროებით, 2010 წლის - 27 ივნისამდე საქართველოს მთელს ტერიტორიაზე.

შპს ”ჯიპისი” ახორციელებს მომხმარებელთა ინფორმირებას აფთიაქში არსებული მედიკამენტებისა და სხვა პროდუქციის შესახებ.

კომისია აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 471-ე მუხლის მე-3 პუნქტიდან გამომდინარე, არაავტორიზებად პირებს, რომელთა საქმიანობა არ არის დაკავშირებული საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფასთან, ან/და ამ ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიწოდებასთან, მაგრამ საქმიანობისას საჭიროებენ ნუმერაციის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებას, კომისია ანიჭებს ნუმერაციას დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით დროებით,  1 წლის ვადით გამოყენებისათვის.

გამომდინარე იქედან, რომ შპს ”ჯიპისის” მიერ მოთხოვნილი ნუმერაციის რესურსით, ციფრების ოთხნიშნა კომბინაციით - 0007 (ნული-ნული-ნული-შვიდი) სარგებლობა არ არის  დაკავშირებული საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფასთან, ან/და ამ ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიწოდებასთან და მისი გამოყენება დაგეგმილია არაავტორიზებადი საქმიანობისთვის, კომისიას შესაძლებლად მიაჩნია, განმეორებით, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, დროებით, ერთი წლის ვადით მიანიჭოს შპს ”ჯიპისის” ნუმერაციის რესურსი 0-0-0-7 (ნული-ნული-ნული-შვიდი) საქართველოს მთელს ტერიტორიაზე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 471-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1.  მიენიჭოს შპს ”ჯიპისის” ნუმერაციის რესურსი - 0-0-0-7 (ნული-ნული-ნული-შვიდი) დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, დროებით,  1 წლის ვადით, 2010 წლის - 30 ივლისიდან,  2011 წლის 30 ივლისამდე, საქართველოს მთელს ტერიტორიაზე;

2.  შპს ”ჯიპისი” არ არის უფლებამოსილი აღნიშნული ნუმერაციის რესურსი გამოიყენოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზაციას დაქვემდებარებული საქმიანობისთვის;

3.  კომისია უფლებამოსილია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კანონმდებლობის შეცვლის ან/და ნუმერაციის ერთიან სისტემაზე გადასვლის შემთხვევაში, შპს ”ჯიპისის” მიერ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის საკითხი შესაბამისობაში მოიყვანოს ნუმერაციის ახალ ეროვნულ სისტემასა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან, რაც გულისხმობს ნუმერაციის შეცვლის უფლებამოსილებასაც. ამ შემთხვევაში შპს ”ჯიპისის” არ წარმოეშვება კომპენსაციის მოთხოვნის უფლება.

4.   გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს 2010 წლის 30 ივლისიდან;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ.) ერთი  თვის ვადაში;

6.  კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ნუმერაციის რესურსის მართვის დეპარტამენტს (მ. გოთოშია).

კომისიის თავმჯდომარე                                                      ი. ჩიქოვანი

კომისიის წევრები:                                                              

ს.ბრიტანჩუკი

კ.კვიტაიშვილი

ა. სიხარულიძე

ი.მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები