წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2010 წლის № 48 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

ნომერი: 359 / 17

გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 09, 2010

მიღების თარიღი აგვისტო 06, 2010

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა რა, კომისიის 2010 წლის 06 აგვისტოს №48 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად და კომისიის აპარატის მუშაობის წესის მე-2 მუხლის მე-13 და მე-15 პუნქტების საფუძველზე, კენჭისყრის შედეგად ერთხმად

გადაწყვიტა:

1.   კომისიის 2010 წლის 06 აგვისტოს №48 სხდომის დღის წესრიგის პროექტში დამატებით შეტანილ იქნეს 6 (ექვსი) საკითხი:

ა) არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი ”არველაძე ფაუნდეიშენისათვის” ნუმერაციის რესურსის მინიჭების შესახებ (მომხს. ც. უჯმაჯურიძე);

ბ) შპს ”კამარასათვის” ნუმერაციის რესურსის მინიჭების შესახებ (მომხს. ც. უჯმაჯურიძე);

გ) შპს ”ჯი.ემ. ჯგუფი+”-სათვის ნუმერაციის რესურსის მინიჭების შესახებ (მომხს. ც. უჯმაჯურიძე);

დ) საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული  კომისიის 2005  წლის 01 აპრილის №198/13 და  2002  წლის 31 მაისის  №203/13 გადაწყვეტილებებში ცვლილებების შეტანის შესახებ (მომხს. თ. ძაგნიძე);

ე) შპს “ფოლკ რადიოს” №B98 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2008 წლის 28 მარტის №160/1 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ (მომხს. დ. კიკნაძე);

ვ) მედია ცენტრი “ღია აფხაზეთისათვის” კერძო მაუწყებლობის №B96 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2007 წლის 28 დეკემბრის №809/1 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ (მომხს. დ. კიკნაძე);

2. კომისიის 2010 წლის 06 აგვისტოს №48 სხდომის დღის წესრიგი დამტკიცდეს წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);

3. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;

4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).

კომისიის თავმჯდომარე  

ირაკლი ჩიქოვანი

კომისიის წევრი

სოფიო ბრიტანჩუკი

კომისიის წევრი    

კარლო კვიტაიშვილი

კომისიის წევრი    

ირაკლი მოსეშვილი

 

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები