წვდომის მენიუ

შპს „ტოიოტა ცენტრი თბილისისთვის“ სიხშირეების მინიჭების შესახებ

ნომერი: 36 / 13

გამოქვეყნების თარიღი იანვარი 25, 2010

მიღების თარიღი იანვარი 15, 2010

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია\") აღნიშნავს, რომ  შპს „ტოიოტა ცენტრ თბილისმა“ (რეგისტრირებული ქ. თბილისის საბურთალოს რაიონის სასამართლოს 1999 წლის 29 აპრილის N 5ა/4-1323 დადგენილებით; ს.კ. № 211346220)  კომისიას მიმართა განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის 7/524-09; 25.12.09) ქ. თბილისში დეციმეტრულ ტალღათა დიაპაზონებში სიხშირეების მინიჭების თაობაზე.  სიხშირეები გათვალისწინებულია ტაქსებსა და დისპეჩერს შორის ოპერატიული რადიოკავშირისთვის და გამოყენებული იქნება მხოლოდ შპს „ტოიოტა ცენტრ თბილისის“  მიერ დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით.

კომისია აღნიშნავს, რომ მინიჭებული სიხშირე გამოყენებული უნდა იქნას მხოლოდ აღნიშნული ორგანიზაციის მიერ დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით და არ უნდა იქნას გადაცემული სხვა პირზე.

 “ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ” საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-3 პუნქტისა და “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების”  29-ე მუხლის შესაბამისად,  კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1.    მიენიჭოს შპს „ტოიოტა ცენტრ თბილისს” 441.425 მჰც და 447.525 მჰც სიხშირეები ქ. თბილისში ერთი წლის ვადით ოპერატიული რადიოკავშირისათვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით;

2.   აღირიცხოს შპს „ტოიოტა ცენტრი თბილისისთვის“  მინიჭებული სიხშირეები კომისიის უწყებრივ რეესტრში (რ. ქურდაძე);

3.   კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში შპს „ტოიოტა ცენტრი თბილისისთვის“   სიხშირის მინიჭების   საკითხი  შესაბამისობაში  იქნას  მოყვანილი  კანონმდებლობასთან;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ) ერთი თვის ვადაში;   

5.   კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე). 

6.  გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „ტოიოტა ცენტრი თბილისისთვის“  ჩაბარებისთანავე. 

კომისიის თავმჯდომარე                                                                  ი. ჩიქოვანი

            კომისიის წევრი                                                                                 ს. ბრიტანჩუკი          

            კომისიის წევრი                                                                                 კ. კვიტაიშვილი

            კომისიის წევრი                                                                                 ა. სიხარულიძე

            კომისიის წევრი                                                                                 ი. მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები