წვდომის მენიუ

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთვის არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით სიხშირეების მინიჭების შესახებ

ნომერი: 360 / 13

გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 11, 2010

მიღების თარიღი აგვისტო 06, 2010

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია\\\") აღნიშნავს, რომ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ კომისიას მიმართა განცხადებით (შემოსული №8/121-10, 21.07.10),  წარმოდგენილი ტექნიკური პარამეტრების და გადამცემების განლაგების ადგილმდებარეობის შესაბამისად, მოკლეტალღოვან და დეციმეტრულ ტალღათა დიაპაზონში სიხშირეების მინიჭების მოთხოვნით.

     კომისია აღნიშნავს, რომ სიხშირეები გათვალისწინებულია, გადამცემების განლაგების ადგილმდებარეობიდან, სამსახურებრივი დანიშნულების რადიოკავშირის განხორციელებისთვის,  დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 471-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი  წესების 29-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად,  ერთხმად

გადაწყვიტა:

1.  მიენიჭოს საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს სიხშირეები ამ გადაწყვეტილების დანართის (თან ერთვის) მიხედვით, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, ერთი წლის ვადით;

2.   აღირიცხოს საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთვის მინიჭებული სიხშირეები კომისიის შესაბამის უწყებრივ რეესტრში (რ.ქურდაძე); 

3. საქართველოს კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთვის სიხშირეების მინიჭების   საკითხი  შესაბამისობაში  იქნას  მოყვანილი  მოქმედ კანონმდებლობასთან;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტაციულ საქმეთა კოლეგიაში (დ.აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ)  1 თვის ვადაში;   

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის  დეპარტამენტს  (ს. შავგულიძე);

6. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის  საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთვის    ჩაბარებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარე                                                                   ი. ჩიქოვანი

            კომისიის წევრი                                                                                 ს. ბრიტანჩუკი           

            კომისიის წევრი                                                                                 კ. კვიტაიშვილი

            კომისიის წევრი                                                                                 ი. მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები