სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორის ადმინისტრაციისთვის დუშეთის, თიანეთის, მცხეთის და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებში არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით სიხშირეების მინიჭების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 11, 2010
მიღების თარიღი აგვისტო 06, 2010
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია\") აღნიშნავს, რომ სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორის ადმინისტრაციამ დუშეთის, თიანეთის, მცხეთის და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებში (რეგისტრირებული გორის საგადასახადო ინსპექციის მიერ, ს.კ. №236032994) კომისიას მიმართა განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის № 4/06-10, 13.07.10) მცხეთა-მთიანეთის მხარეში მეტრულ ტალღათა დიაპაზონში სიხშირეების მინიჭების თაობაზე. სიხშირეები გათვალისწინებულია შექმნილი საგანგებო სიტუაციების დროს თანამშრომლებს შორის ოპერატიული რადიოკავშირისთვის და გამოყენებული იქნება მხოლოდ სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორის ადმინისტრაციის მიერ დუშეთის, თიანეთის, მცხეთის და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებში, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით.
კომისია აღნიშნავს, რომ მინიჭებული სიხშირეები გამოყენებული უნდა იქნას მხოლოდ აღნიშნული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით და არ უნდა იქნას გადაცემული სხვა პირზე.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-3 პუნქტისა და “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 29-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. მიენიჭოს სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორის ადმინისტრაციას დუშეთის, თიანეთის, მცხეთის და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებში 158.425 მჰც, 158.975 მჰც და 164.925 მჰც სიხშირეები მცხეთა-მთიანეთის მხარეში ერთი წლის ვადით, ოპერატიული რადიოკავშირისთვის, არაავტორიზებადი საქმიანობისთვის, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით;
2. აღირიცხოს სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორის ადმინისტრაციისთვის დუშეთის, თიანეთის, მცხეთის და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებში მინიჭებული სიხშირეები კომისიის უწყებრივ რეესტრში (რ. ქურდაძე);
3. კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორის ადმინისტრაციისთვის დუშეთის, თიანეთის, მცხეთის და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებში სიხშირის მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნას მოყვანილი კანონმდებლობასთან;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ) ერთი თვის ვადაში;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე).
6. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორის ადმინისტრაციისთვის დუშეთის, თიანეთის, მცხეთის და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებში ჩაბარებისთანავე.
კომისიის თავმჯდომარე ი. ჩიქოვანი
კომისიის წევრი ს. ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი კ. კვიტაიშვილი
კომისიის წევრი ი. მოსეშვილი
