არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი ”არველაძე ფაუნდეიშენისათვის” ნუმერაციის რესურსის მინიჭების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 11, 2010
მიღების თარიღი აგვისტო 06, 2010
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით (29.07.2010 №7/269-10) მიმართა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულმა პირმა ”არველაძე ფაუნდეიშენმა” ციფრების ოთხნიშნა კომბინაციის - 0011 (ნული-ნოლი-ერთი-ერთი) ნუმერაციის რესურსის ხელახალი ვადით მინიჭებასთან დაკავშირებით საქართველოს მთელს ტერიტორიაზე.
კომისია აღნიშნავს, რომ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირს ”არველაძე ფაუნდეიშენს” კომისიის 2009 წლის 17 ივლისის №338/7 გადაწყვეტილებით მინიჭებული აქვს ნუმერაციის რესურსი - 0011 (ნული-ნული-ერთი-ერთი) დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, დროებით, 1 წლის ვადით 2010 წლის - 17 ივლისამდე საქართველოს მთელს ტერიტორიაზე. ამასთან, კომისია აღნიშნავს, რომ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირს ”არველაძე ფაუნდეიშენს” 1210 წლის 17 ივლისიდან შეჩერებული აქვს ნუმერაციის რესურსის - 0011 (ნული-ნული-ერთი-ერთი) გამოყენება.
როგორც არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „არველაძე ფაუნდეიშენი”-ს განცხადებაშია აღნიშნული, ფონდი შექმნილია საქველმოქმედო მიზნებისთვის და მის ძირითად მიზანს წარმოადგენს ქართული ფეხბურთის განვითარება და ახალგაზრდა ფეხბურთელების მხარდაჭერა და სწორედ საქველმოქმედო მიზნებისთვის ფონდს ესაჭიროება ნუმერაციის რესურსი დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით.
კომისია აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 471-ე მუხლის მე-3 პუნქტიდან გამომდინარე, არაავტორიზებად პირებს, რომელთა საქმიანობა არ არის დაკავშირებული საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფასთან, ან/და ამ ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიწოდებასთან, მაგრამ საქმიანობისას საჭიროებენ ნუმერაციის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებას, კომისია ანიჭებს ნუმერაციას დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით დროებით, 1 წლის ვადით გამოყენებისათვის.
გამომდინარე იქედან, რომ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ”არველაძე ფაუნდეიშენის” მიერ მოთხოვნილი ნუმერაციის რესურსით, ციფრების ოთხნიშნა კომბინაციით - 0011 (ნული-ნული-ერთი-ერთი) სარგებლობა არ არის დაკავშირებული საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფასთან, ან/და ამ ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიწოდებასთან და მისი გამოყენება დაგეგმილია არაავტორიზებადი საქმიანობისთვის, კომისიას შესაძლებლად მიაჩნია, განმეორებით, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, დროებით, ერთი წლის ვადით მიანიჭოს არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს ”არველაძე ფაუნდეიშენს” ნუმერაციის რესურსი 0-0-1-1 (ნული-ნული-ერთი-ერთი) საქართველოს მთელს ტერიტორიაზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 471-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. მიენიჭოს არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს ”არველაძე ფაუნდეიშენს” ნუმერაციის რესურსი - 0-0-1-1 (ნული-ნული-ერთი-ერთი) დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, დროებით, 1 წლის ვადით, 2010 წლის - 6 აგვისტოდან, 2011 წლის 6 აგვისტომდე, საქართველოს მთელს ტერიტორიაზე;
2. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი ”არველაძე ფაუნდეიშენი” არ არის უფლებამოსილი აღნიშნული ნუმერაციის რესურსი გამოიყენოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზაციას დაქვემდებარებული საქმიანობისთვის;
3. კომისია უფლებამოსილია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კანონმდებლობის შეცვლის ან/და ნუმერაციის ერთიან სისტემაზე გადასვლის შემთხვევაში, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ”არველაძე ფაუნდეიშენის” მიერ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის საკითხი შესაბამისობაში მოიყვანოს ნუმერაციის ახალ ეროვნულ სისტემასა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან, რაც გულისხმობს ნუმერაციის შეცვლის უფლებამოსილებასაც. ამ შემთხვევაში არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს ”არველაძე ფაუნდეიშენს” არ წარმოეშვება კომპენსაციის მოთხოვნის უფლება.
4. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს 2010 წლის 6 აგვისტოდან;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ.) ერთი თვის ვადაში;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ნუმერაციის რესურსის მართვის დეპარტამენტს (მ. გოთოშია).
კომისიის თავმჯდომაე ი. ჩიქოვანი
კომისიის წევრები
ს.ბრიტანჩუკი
კ.კვიტაიშვილი
ი.მოსეშვილი
