შპს ”კამარა”-სათვის ნუმერაციის რესურსის მინიჭების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 11, 2010
მიღების თარიღი აგვისტო 06, 2010
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით (07.07.2010 №7/240-10) მიმართა შპს ”კამარამ” ციფრების სამნიშნა კომბინაციის - 006 ნუმერაციის რესურსის ხელახალი ვადით მინიჭებასთან დაკავშირებით საქართველოს მთელს ტერიტორიაზე გარდა ქ. თბილისისა.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”კამარას” კომისიის 2009 წლის 7 აგვისტოს №383/7 გადაწყვეტილებით მინიჭებული აქვს ნუმერაციის რესურსი - 006 (ნული-ნული-ექვსი) დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, დროებით, 1 წლის ვადით 2010 წლის - 7 აგვისტომდე საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ქ. თბილისის გარდა.
შპს ”კამარა” ახორციელებს მოსახლეობის მომსახურებას შემდეგ სფეროებში: საინფორმაციო, საშუამავლო, საკონსულტაციო, სამედიცინო, სარიტუალო, სამშენებლო, ტაქსისა და გაზის გამოძახება, საყოფაცხოვრებო ტექნიკის ადგილზე შეკეთება და მონტაჟი და ა.შ.
კომისია აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 471-ე მუხლის მე-3 პუნქტიდან გამომდინარე, არაავტორიზებად პირებს, რომელთა საქმიანობა არ არის დაკავშირებული საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფასთან, ან/და ამ ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიწოდებასთან, მაგრამ საქმიანობისას საჭიროებენ ნუმერაციის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებას, კომისია ანიჭებს ნუმერაციას დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით დროებით, 1 წლის ვადით გამოყენებისათვის.
გამომდინარე იქედან, რომ შპს ”კამარას” მიერ მოთხოვნილი ნუმერაციის რესურსით, ციფრების სამნიშნა კომბინაციით - 006 (ნული-ნული-ექვსი) სარგებლობა არ არის დაკავშირებული საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფასთან, ან/და ამ ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიწოდებასთან და მისი გამოყენება დაგეგმილია არაავტორიზებადი საქმიანობისთვის, კომისიას შესაძლებლად მიაჩნია, განმეორებით, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, დროებით, ერთი წლის ვადით მიანიჭოს შპს ”კამარას” ნუმერაციის რესურსი 0-0-6 (ნული-ნული-ექვსი) საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ქ. თბილისის გარდა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 471-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. მიენიჭოს შპს ”კამარას” ნუმერაციის რესურსი - 0-0-6 (ნული-ნული-ექვსი) დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, დროებით, 1 წლის ვადით, 2010 წლის - 6 აგვისტოდან, 2011 წლის 6 აგვისტომდე, საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ქ. თბილისის გარდა;
2. შპს ”კამარა” არ არის უფლებამოსილი აღნიშნული ნუმერაციის რესურსი გამოიყენოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზაციას დაქვემდებარებული საქმიანობისთვის;
3. კომისია უფლებამოსილია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კანონმდებლობის შეცვლის ან/და ნუმერაციის ერთიან სისტემაზე გადასვლის შემთხვევაში, შპს ”კამარას” მიერ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის საკითხი შესაბამისობაში მოიყვანოს ნუმერაციის ახალ ეროვნულ სისტემასა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან, რაც გულისხმობს ნუმერაციის შეცვლის უფლებამოსილებასაც. ამ შემთხვევაში შპს ”კამარას” არ წარმოეშვება კომპენსაციის მოთხოვნის უფლება.
4. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს 2010 წლის 6 აგვისტოდან;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ.) ერთი თვის ვადაში;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ნუმერაციის რესურსის მართვის დეპარტამენტს (მ. გოთოშია).
კომისიის თავმჯდომაე ი. ჩიქოვანი
კომისიის წევრები:
ს.ბრიტანჩუკი
კ.კვიტაიშვილი
ი.მოსეშვილი
