შპს ”ჯი.ემ. ჯგუფი +”-სათვის ნუმერაციის რესურსის მინიჭების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 11, 2010
მიღების თარიღი აგვისტო 06, 2010
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით (02.07.2010 №7/236-10) მიმართა შპს ”ჯი. ემ. ჯგუფი+” ციფრების სამნიშნა კომბინაციის - 006 (ნული-ნული-ექვსი) ნუმერაციის რესურსის ხელახალი ვადით მინიჭებასთან დაკავშირებით ქ. თბილისში.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”ჯი. ემ. ჯგუფი+”-ს კომისიის 2009 წლის 17 ივლისის №339/7 გადაწყვეტილებით მინიჭებული აქვს ნუმერაციის რესურსი - 006 (ნული-ნული-ექვსი) დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, დროებით, 1 წლის ვადით 2010 წლის - 14 ივლისამდე ქ. თბილისში.
შპს ”ჯი. ემ. ჯგუფი+” ახორციელებს მოსახლეობის მომსახურებას შემდეგ სფეროებში: საინფორმაციო, საშუამავლო, საკონსულტაციო, საყოფაცხოვრებო ტექნიკის ადგილზე შეკეთება და მონტაჟი გასართობი წარმოდგენების ორგანიზება და ა.შ.
კომისია აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 471-ე მუხლის მე-3 პუნქტიდან გამომდინარე, არაავტორიზებად პირებს, რომელთა საქმიანობა არ არის დაკავშირებული საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფასთან, ან/და ამ ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიწოდებასთან, მაგრამ საქმიანობისას საჭიროებენ ნუმერაციის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებას, კომისია ანიჭებს ნუმერაციას დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით დროებით, 1 წლის ვადით გამოყენებისათვის.
გამომდინარე იქედან, რომ შპს ”ჯი. ემ. ჯგუფი+”-ს მიერ მოთხოვნილი ნუმერაციის რესურსით, ციფრების სამნიშნა კომბინაციით - 006 (ნული-ნული-ექვსი) სარგებლობა არ არის დაკავშირებული საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფასთან, ან/და ამ ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიწოდებასთან და მისი გამოყენება დაგეგმილია არაავტორიზებადი საქმიანობისთვის, კომისიას შესაძლებლად მიაჩნია, განმეორებით, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, დროებით, ერთი წლის ვადით მიანიჭოს შპს ”ჯი. ემ. ჯგუფი+”-ს ნუმერაციის რესურსი 0-0-6 (ნული-ნული-ექვსი) ქ. თბილისში.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 471-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. მიენიჭოს შპს ”ჯი. ემ. ჯგუფი+”-ს ნუმერაციის რესურსი - 0-0-6 (ნული-ნული-ექვსი) დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, დროებით, 1 წლის ვადით, 2010 წლის - 14 ივლისიდან, 2011 წლის 14 ივლისამდე, ქ. თბილისში;
2. შპს ”ჯი. ემ. ჯგუფი+” არ არის უფლებამოსილი აღნიშნული ნუმერაციის რესურსი გამოიყენოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზაციას დაქვემდებარებული საქმიანობისთვის;
3. კომისია უფლებამოსილია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კანონმდებლობის შეცვლის ან/და ნუმერაციის ერთიან სისტემაზე გადასვლის შემთხვევაში, შპს ”ჯი. ემ. ჯგუფი+”-ს მიერ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის საკითხი შესაბამისობაში მოიყვანოს ნუმერაციის ახალ ეროვნულ სისტემასა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან, რაც გულისხმობს ნუმერაციის შეცვლის უფლებამოსილებასაც. ამ შემთხვევაში შპს ”ჯი. ემ. ჯგუფი+”-ს არ წარმოეშვება კომპენსაციის მოთხოვნის უფლება.
4. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს 2010 წლის 6 აგვისტოდან;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ.) ერთი თვის ვადაში;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ნუმერაციის რესურსის მართვის დეპარტამენტს (მ. გოთოშია).
კომისიის თავმჯდომარე ი. ჩიქოვანი
კომისიის წევრები:
ს.ბრიტანჩუკი
კ.კვიტაიშვილი
ი.მოსეშვილი
