წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის 01 აპრილის №198/13 და 2002 წლის 31 მაისის №203/13 გადაწყვეტილებებში ცვლილებების შეტანის შესახებ

ნომერი: 372 / 19

გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 18, 2010

მიღების თარიღი აგვისტო 06, 2010

   საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ  2010 წლის 19 მარტს წერილით  №1327/01,19.03.10  კომისიას მიმართა სსიპ ”საზოგადოებრივმა მაუწყებელმა”, შეცვლილი თანამგზავრიდან, თანამგზავრის ადმინისტრაციის მიერ მინიჭებულ  ახალ სიხშირეზე, ხელშემშლელი ეთერული ზედდების  წარმოქმნის შესახებ. წერილში აღნიშნულია, რომ  სატელიტური მიმღები ანტენა, განლაგებულია ქ.თბილისის სატელევიზიო გადამცემ ცენტრში, მთაწმინდის პლატოზე და თანამგზავრიდან მიღების ახალი სიხშირე (12601.5მჰც), ამ თანამგზავრის ადმინისტრაციის მიერ იქნა გამოყოფილი.

   კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის  მონიტორინგის მობილური ჯგუფის მიერ, სატელევიზიო გადამცემი ცენტრის ტერიტორიაზე (მთაწმინდის პლატო, სატელევიზიო ანძა), რადიომონიტორინგით გათვალისწინებული გაზომვების შედეგად  დადასტურებულ იქნა სსიპ ”საზოგადოებრივი მაუწყებელის” ინფორმაცია.   დადგინდა,   რომ ხელშეშლის წყაროს წარმოადგენდა სატელევიზიო ანძაზე განთავსებული,  ტელერადიოკომპანია ”ევრიკასთვის” კომისიის 2005 წლის 01 აპრილს №198/13 გადაწყვეტილებით მინიჭებულ სიხშირეზე (12605მჰც ± 14მჰც, ვადა 07.05.2013) მოქმედი რადიოსარელეო ხაზის გადამცემი. აღნიშნული რადიოსარელეო ხაზი ტელესამაუწყებლო სიგნალის ანძიდან სტუდიამდე მიწოდებისთვის იყო განსაზღვრული და ამავე დანიშნულებით გამოიყენებოდა. ამავე დროს ხელშეშლის მიზეზს წარმოადგენდა კომისიის 2006 წლის 3 თებერვლის №43/2 გადაწყვეტილებით, შპს ტელერადიოკომპანია ”ევრიკასთვის” მინიჭებული 7860მჰც სიხშირეზე მოქმედი რადიოსარელეო ხაზი.

      კომისია აღნიშნავს, რომ  ხელშეშლის წარმოქმნა,  3 პარამეტრის, კერძოდ,   ანძიდან სტუდიამდე სიგნალის მისაწოდებლად გამოყენებული სიხშირის  (12605.0 მჰც), ამ სიხშირეზე მოქმედი გადამცემის  და  სსიპ ”საზოგადოებრივი მაუწყებელის” სატელიტური  მიმღები მოწყობილობის ერთ პუნქტში (მთაწმინდის ანძის მიმდებარე ტერიტორია)  განლაგებამ,  აგრეთვე  რადიოსარელეო გადამცემის გასხივების მიმართულების (ანძა - სტუდია)  ურთიერთთანხვედრამ განაპირობა.

   კომისია  აღნიშნავს, რომ შპს ტელერადიოკომპანია ”ევრიკა” ფლობს კერძო  მაუწყებლობის  №B17 (ვადა 07.05.2013) და №B18 (ვადა 07.05.2013) ლიცენზიებს და მაუწყებლობას   ახორციელებს  ქ. თბილისში,  ლიცენზიებით  განსაზღვრული     პირობების შესაბამისად.   

     კომისია აღნიშნავს რომ, ხელშემშლელი ზემოქმედების განეიტრალების მიზნით, 2010 წლის   19 აპრილს    კომისიამ  წინადადებით  (წერილი№06/978-10) მიმართა შპს ტელერადიოკომპანია ”ევრიკას” სიხშირისა და გასხივების მიმართულების შეცვლის საჭიროების  თაობაზე, კერძოდ,    შეთავაზებული  ერთერთი    ვარიანტის შესაბამისად, 

კომისიის 2005 წლის 1 აპრილის №198/13 გადაწყვეტილებით განსაზღვრული სიხშირე  12605მჰც ± 14მჰც, უნდა შეცვლილიყო ახალი სიხშირით  12565მჰც  ± 14მჰც.  ამავე დროს    გასხივების    მიმართულების     შეცვლა,     არსებული      ხელშეშლის      ნეიტრალიზაციის

უზრუნველყოფასთან არის დაკავშირებული და სტუდიიდან ანძამდე ტელემაუწყებლობის სიგნალის მიწოდებისთვის  გამოყენებული, კომისიის 2002 წლის31 მაისის №203/13 გადაწყვეტილებით განსაზღვრული 10655მგც სიხშირის, კომისიის 2006 წლის 3 თებერვლის №43/2 გადაწყვეტილებით განსაზღვრული და სტუდიიდან ანძამდე რადიომაუწყებლობის სიგნალის მიწოდებისთვის გამოყენებული 7860მჰც სიხშირის,  ურთიერთშენაცვლებით არის შესაძლებელი. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, კომისიაში შემოსულია შპს  ტელერადიოკომპანია ”ევრიკას” თანხმობის წერილი (05.05.2010 №6/1500-10).

    კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ კომისიის მიერ 2010 წლის 06 აგვისტოს მიღებულ იქნა გადაწყვეტილება   №368/2,  რომლის  შესაბამისად  კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს დაევალა კომისიის გადაწყვეტილების   პროექტის მომზადება, შპს ტელერადიოკომპანია ”ევრიკასთვის”  კომისიის 2006 წლის 3 თებერვლის №43/2  დაგაწყვეტილებიდან ამოღებული,  სტუდიიდან ანძამდე  რადიოსარელეო  კავშირისთვის გამოყენებული  7860მჰც  სიხშირის  სანაცვლოდ, შესაბამისი სიხშირის მინიჭების  თაობაზე.

   კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ შპს ტელერადიოკომპანია ”ევრიკას” კერძო  მაუწყებლობის  №B18 (ვადა 07.05.2013) ლიცენზიის პირობების შესაბამისად მაუწყებლობისთვის, ქ.თბილისში,  სტუდიიდან ანძამდე ტელესამაუწყებლო სიგნალი მიეწოდება     რადიოსარეო   ხაზის   მეშვეობით   რომელიც      ფუნქციონირებს   10655 მჰც სიხშირეზე, რაც შპს ტელერადიოკომპანია  ”ევრიკას” მიენიჭა კომისიის  2002  წლის 31 მაისის   №203/13   გადაწყვეტილებით.   აღნიშნულ გადაწყვეტილებაში  არ არის განსაზღვრული სიხშირული ზოლი, რადიოსარელეო ხაზის დანიშნულება, ფუნქციონორების მონაკვეთი,  სიგნალის მიწოდების მიმართულება და გამოყენების ვადა.  

     ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია, რომ 2002  წლის 31 მაისის   №203/13  გადაწყვეტილებაში განისაზღვროს შპს ტელერადიოკომპანია  ”ევრიკასთვის” მინიჭებული და გამოყენებული რადიოსარელეო სიხშირის პარამეტრები  და  გამოყენების წესი.

     საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის  63-ე  მუხლის შესაბამისად, კომისიამ,  კენჭისყრის  შედეგად,  ერთხმად

გადაწყვიტა: 

1.  შევიდეს ცვლილება კომისიის 2005 წლის 01 აპრილის № 198/13 გადაწყვეტილებაში და გაწყვეტილების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 ”1. მიენიჭოს შპს ტელერადიოკომპანია ”ევრიკას” სიხშირეები:

ა)   7860 მჰც ± 14მჰც,  ქ.თბილისში, სტუდიიდან  (სანდრო ეულის №3) მთაწმინდის სატელევიზიო ანძამდე   ტელესამაუწყებლო    სიგნალის     მიწოდებისთვის; 

ბ)   4982მჰც ± 15მჰც, მოძრავი რადიოსარელეო სადგურიდან მთაწმინდის სატელევიზიო    ანძამდე ტელესამაუწყებლო სიგნალის მიწოდებისთვის;

გ)  12565 მჰც ± 14მჰც, ანძიდან სტუდიამდე  (სანდრო ეულის №3) ტელესამაუწყებლო     სიგნალის  მიწოდებისთვის;

2. ამ გადაწყვეტილების პირველი პუნქტით განსაზღვრული სიხშირეები შპს ტელერადიოკომპანია  ”ევრიკას”   მიენიჭოს    დამხმარე  ტექნოლოგიური   დანიშნულებით,

 № B17 ლიცენზიის მოქმედების ვადით (ვადა 07.05.2013);

3.   შევიდეს  ცვლილება  კომისიის  2002  წლის 31 მაისის   №203/13   გადაწყვეტილებაში  და გადაწყვეტილების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 ”1. მიენიჭოს შპს ტელერადიოკომპანია ”ევრიკას” სიხშირე 10655მჰც ± 14მჰც, ქ.თბილისში,   სტუდიიდან (წინამძღვრიშვილის №95) მთაწმინდის სატელევიზიო ანძამდე რადიოსამაუწყებლო სიგნალის მიწოდებისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით,   № B18   ლიცენზიის   მოქმედების   ვადით    (ვადა 07.05.2013)”; 

4. აღირიცხოს შპს  ტელერადიოკომპანია ”ევრიკასთვის” მინიჭებული სიხშირეები კომისიის  უწყებრივ რეესტრში (რ.ქურდაძე);

5. საქართველოს კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში შპს ტელერადიოკომპანია ”ევრიკასთვის”  სიხშირეების მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნას მოყვანილი საქართველოს კანონმდებლობასთან;

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტაციულ საქმეთა კოლეგიაში (დ.აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ) ) 1 თვის ვადაში;   

7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს რადიოსიხშირეთა  მართვის  დეპარტამენტს  (ს. შავგულიძე);           

8.  გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის    შპს ტელერადიოკომპანია ”ევრიკასთვის”    ჩაბარებისთანავე.                                              

კომისიის თავმჯდომარე                                                                    ი.ჩიქოვანი                                                                          

კომისიის     წევრი                                                                               ს.ბრიტანჩუკი

კომისიის    წევრი                                                                                კ.კვიტაიშვილი

კომისიის    წევრი                                                                                ი.მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები