წვდომის მენიუ

შპს “ფოლკ რადიოს” №B98 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2008 წლის 28 მარტის №160/1 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ

ნომერი: 373 / 23

გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 18, 2010

მიღების თარიღი აგვისტო 06, 2010

  საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული  კომისია (შემდგომში  ,,კომისია”) აღნიშნავს, რომ  კომისიას მიმართა შპს ”ფოლკ რადიომ” (წერილი №7/261-10, 19.07.2010), მისი კუთვნილი №B98 ლიცენზიის (ლიცენზიის სახე: კერძო რადიომაუწყებლობა, ლიცენზიის სახეობა: სპეციალიზირებული (გასართობი) რადიომაუწყებლობა) მოდიფიცირების თხოვნით. კერძოდ, შპს „ფოლკ რადიო“ მაუწყებლობს №B98 კერძო მაუწყებლობის ლიცენზიით გათვალისწინებულ 99.2 მჰც სიხშირეზე და ითხოვს აღნიშნული სიხშირის კენტი რიცხვით დაბოლოებული სიხშირით შეცვლას, ვინაიდან იმპორტირებული ავტომანქანების უმეტესობას გააჩნიათ რადიომიმღებები რომლებსაც მხოლოდ კენტი სიხშირის მიღება შეუძლიათ, რის გამოც ავტომობილის მძღოლების უმრავლესობას არ აქვს საშუალება მოისმინონ შპს „ფოლკ რადიოს“ გადაცემები.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის 2010 წლის 02 აგვისტოს №10/883-10 სამსახურებრივი ბარათის შესაბამისად, ეთერში ელექტრომაგნიტური თავსებადობის შენარჩუნებით შესაძლებელია შპს „ფოლკ რადიოს“ კუთვნილი სიხშირე 99.2მჰც შეიცვალოს 99.3მჰც სიხშირით.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის მიერ 2008 წლის 22 მაისს მიღებული იქნა გადაწყვეტილება №279/22 ”ტელერადიომაუწყებლობის პრიორიტეტების დასადგენად გასატარებელ ღონისძიებათა და რიგ განცხადებებზე ადმინისტრაციული წარმოების შეჩერების თაობაზე”, რომლის  შესაბამისადაც სამაუწყებლო სფეროში ლიცენზირებადი საქმიანობის დაწყების მსურველთა ოდენობის გათვალისწინებით, საზოგადოებრივი აზრის შესწავლისა და ტელერადიომაუწყებლობის პრიორიტეტების დადგენამდე, შეჩერდა სამაუწყებლო ლიცენზიების გაცემისა და მოდიფიცირების ადმინისტრაციული წარმოება.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ კომისიის 2008 წლის 22 მაისის №279/22 გადაწყვეტილება არ აჩერებს ლიცენზიათა მოდიფიცირების პროცესს, თუ მოდიფიცირება არ ეხება ლიცენზიის სახისა და სახეობის ცვლილებას. შპს ”ფოლკ რადიოს” მოთხოვნას წარმოადგენს სიხშირული დიაპაზონის ცვლილება, კერძოდ, 99.2მჰც სიხშირის შეცვლა 99.3მჰც სიხშირით, რაც უზრუნველყოფს რადიომსმენელათა რიცხვის ზრდას, რაც თავისმხრივ არ გულისხმობს ლიცენზიით განსაზღვრული სამოქმედო ზონის გაზრდას.

კომისია აღნიშნავს, რომ ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-40 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად ”საეთერო მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელმა უნდა უზრუნველყოს ტელე- ან რადიოსიგნალების ხარისხიანი მიღების ხელმისაწვდომობა მისი მომსახურების ზონის მოსახლეობის არანაკლებ 90%-ისათვის”.

  კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2010 წლის 27 ივლისის №10/861-10 სამსახურებრივი ბარათის შესაბამისად, შპს ”ფოლკ რადიოს” №B98 კერძო მაუწყებლობის ლიცენზიის მოდიფიცირების დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს, ლიცენზიის მფლობელის მოთხოვნა დასაბუთებულია და არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და 45-ე მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის საფუძველზე,  საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყება შპს ” ფოლკ რადიოს” კუთვნილი კერძო მაუწყებლობის №B98 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2008 წლის 28 მარტის №160/1 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის მიზნით.

   ,,მაუწყებლობის  შესახებ”  საქართველოს   კანონის   38-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და 45-ე მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის  და  საქართველოს  ზოგადი  ადმინისტრაციული  კოდექსის  63-ე  და 115-ე მუხლების შესაბამისად,  კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს ”ფოლკ რადიოს” კერძო მაუწყებლობის №B98 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2008 წლის 28 მარტის №160/1 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის მიზნით;

2. ზეპირი მოსმენის სხდომა გაიმართოს 2010 წლის 3 სექტემბერს 16.00 სთ-ზე, ხოლო გადაწყვეტილების მიღება მოხდეს ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში;

3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს:

ა) საჯარო გაცნობისათვის ცნობის გამოქვეყნება ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (ნ. ჯანელიძე);

ბ) აღნიშნული გადაწყვეტილების გაგზავნა შპს ”ფოლკ რადიოსთვის” (ნ. ჯავახიძე);

4. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე  მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად.

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტს (დ. კიკნაძე).

კომისიის თავჯდომარე:                                                                   ი.ჩიქოვანი

კომისიის     წევრი                                                                           ს.ბრიტანჩუკი

კომისიის     წევრი                                                                          ი.მოსეშვილი

კომისიის     წევრი                                                                           კ.კვიტაიშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები