წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2010 წლის № 50 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

ნომერი: 378 / 17

გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 31, 2010

მიღების თარიღი აგვისტო 13, 2010

 საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა რა, კომისიის 2010 წლის 13 აგვისტოს №50 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად და კომისიის აპარატის მუშაობის წესის მე-2 მუხლის მე-13 და მე-15 პუნქტების საფუძველზე, კენჭისყრის შედეგად ერთხმად

გადაწყვიტა:

1.     ამოღებულ იქნეს კომისიის 2010 წლის 13 აგვისტოს №50 სხდომის დღის წესრიგის პროექტიდან მე-2 და მე-3 (საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2008 წლის 31 ოქტომბრის №632/13 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ; შპს ”ივერია ინტერ-მედიასთვის” რადიოსარელეო  სიხშირეების მინიჭების  შესახებ) საკითხები;

2. კომისიის 2010 წლის 13 აგვისტოს №50 სხდომის დღის წესრიგის პროექტში დამატებით შეტანილ იქნეს 6 (ექვსი) საკითხი:

ა) ”საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის და მედიცინის განვითარების ფონდისთვის” ნუმერაციის რესურსის მინიჭების შესახებ (მომხს. მ. გოთოშია);

ბ) შპს ”კამარასთვის” ნუმერაციის რესურსის მინიჭების შესახებ (მომხს. მ. გოთოშია);

გ) შპს ”010”-სთვის ნუმერაციის რესურსის მინიჭების შესახებ (მომხს. მ. გოთოშია);

დ) შპს ”კვესი ჯგუფისთვის” ნუმერაციის რესურსის მინიჭების შესახებ (მომხს. მ. გოთოშია;

ე) “ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 17 მარტის N3 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ (მომხს. კ.ყურაშვილი)

ვ) “ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების  მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 17 მარტის N3 დადგენილებაში დამატებების შეტანის შესახებ (მომხს. კ.ყურაშვილი).

3. კომისიის 2010 წლის 13 აგვისტოს №50 სხდომის დღის წესრიგი დამტკიცდეს წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);

4. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).

კომისიის თავმჯდომარე                         

ი. ჩიქოვანი

კომისიის წევრი        

ა . სიხარულიძე

კომისიის წევრი          

ი. მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები