სს ”თელასისთვის” სიხშირეების მინიჭების გაუქმებისა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2009 წლის 6 ნოემბრის № 577/13 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 18, 2010
მიღების თარიღი აგვისტო 13, 2010
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია\") აღნიშნავს, სს ”თელასმა” (რეგისტრირებული მსხვილ გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციის მიერ, ს.კ. №202052580) კომისიას მიმართა განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის №7/253-10, 13.07.10) ქ. თბილისში დეციმეტრულ ტალღათა დიაპაზონში 413.100 მჰც, 413.300 მჰც, 413.500 მჰც, 413.700 მჰც, 413.900 მჰც, 423.100 მჰც, 423.300 მჰც, 423.500 მჰც, 423.900 მჰც, 424.600 მგც, 414.100 მჰც, 414.300 მჰც, 414.500 მჰც, 415.700 მჰც, 415.900 მჰც, 424.800 მჰც, 425.000 მჰც, 425.200 მჰც, 425.800 მჰც და 425.900 მჰც სიხშირეების მინიჭების გაუქმების თაობაზე, რომელიც მინიჭებული ჰქონდა კომისიის 2009 წლის 6 ნოემბრის № 577/13 გადაწყვეტილებით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილისა და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 29-ე მუხლის მე-12 პუნქტის ა) ქვეპუნქტის თანახმად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად ერთხმად
გადაწყვიტა:
1. კომისიის 2009 წლის 6 ნოემბრის № 577/13 გადაწყვეტილება ცნობილ იქნას ძალადაკარგულად და გაუქმდეს სს ”თელასისთვის” ქ. თბილისში 413.100 მჰც, 413.300 მჰც, 413.500 მჰც, 413.700 მჰც, 413.900 მჰც, 423.100 მჰც, 423.300 მჰც, 423.500 მჰც, 423.900 მჰც, 424.600 მგც, 414.100 მჰც, 414.300 მჰც, 414.500 მჰც, 415.700 მჰც, 415.900 მჰც, 424.800 მჰც, 425.000 მჰც, 425.200 მჰც, 425.800 მჰც და 425.900 მჰც სიხშირეების მინიჭება;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ) ერთი თვის ვადაში;
3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე);
4. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის სს ”თელასისთვის” ჩაბარებისთანავე.
კომისიის თავმჯდომარე ი. ჩიქოვანი
კომისიის წევრი ა. სიხარულიძე
კომისიის წევრი ი. მოსეშვილი
