სს ”თელასისთვის” არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით სიხშირეების მინიჭების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 18, 2010
მიღების თარიღი აგვისტო 13, 2010
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია\") აღნიშნავს, რომ სს ”თელასმა” (რეგისტრირებული მსხვილ გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციის მიერ, ს.კ. №202052580) კომისიას მიმართა განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის № 7/253-10, 13.07.10) ”TETRA”-ს სისტემის ფუნქციონირებისთვის დეციმეტრულ ტალღათა დიაპაზონში სიხშირეების მინიჭების თაობაზე. სიხშირეები გათვალისწინებულია თანამშრომლებს შორის ოპერატიული რადიოკავშირისთვის და გამოყენებული იქნება მხოლოდ სს ”თელასის” მიერ დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით.
კომისია აღნიშნავს, რომ მინიჭებული სიხშირეები გამოყენებული უნდა იქნას მხოლოდ აღნიშნული ორგანიზაციის მიერ დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით და არ უნდა იქნას გადაცემული სხვა პირზე.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-3 პუნქტისა და “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 29-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. მიენიჭოს სს ”თელასს” ერთი წლის ვადით სიხშირეები დანართში (თან ერთვის) მითითებული ჩამონათვალის მიხედვით ქ. თბილისში ოპერატიული რადიოკავშირისათვის, არაავტორიზებადი საქმიანობისთვის, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით;
2. აღირიცხოს სს ”თელასისთვის” მინიჭებული სიხშირეები კომისიის უწყებრივ რეესტრში (რ.ქურდაძე);
3. საქართველოს კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში სს ”თელასისთვის” სიხშირეების მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნას მოყვანილი მოქმედ კანონმდებლობასთან;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ) ერთი თვის ვადაში;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე).
6. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის სს ”თელასისთვის” ჩაბარებისთანავე.
კომისიის თავმჯდომარე ი. ჩიქოვანი
კომისიის წევრი ა. სიხარულიძე
კომისიის წევრი ი. მოსეშვილი
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის
2010 წლის 13 ივლისის N გადაწყვეტილების
დანართი
სამუშაო სიხშირეები
|
№ |
Rx |
Tx |
|
1 |
413.100 მჰც |
423.100 მჰც |
|
2 |
413.300 მჰც |
423.300 მჰც |
|
3 |
413.500 მჰც |
423.500 მჰც |
|
4 |
413.700 მჰც |
423.700 მჰც |
|
5 |
413.900 მჰც |
423.900 მჰც |
|
6 |
414.100 მჰც |
424.100 მჰც |
|
7 |
414.300 მჰც |
424.300 მჰც |
|
8 |
414.500 მჰც |
424.500 მჰც |
|
9 |
414.800 მჰც |
424.800 მჰც |
|
10 |
415.200 მჰც |
425.200 მჰც |
|
11 |
415.800 მჰც |
425.800 მჰც |
|
12 |
415.900 მჰც |
425.900 მჰც |
