წვდომის მენიუ

სს „თელასისთვის” არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით სიხშირეების მინიჭების შესახებ

ნომერი: 381 / 13

გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 18, 2010

მიღების თარიღი აგვისტო 13, 2010

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდეგში “კომისია”) აღნიშნავს,რომ სს „თელასმა” კომისიას მიმართა განცხადებებით (კომისიაში რეგისტრაციის №7/237-10,  02.07.10, 7/254-10, 13.07.10 და 7/272-10, 03.08.10), ქ.თბილისში ობიექტებს შორის შიდა მოხმარების რადიოსარელეო ქსელის მოწყობისთვის, 7მჰც სიგანის  ორი სიხშირული წყვილის  მინიჭების მოთხოვნით.     

ქ.თბილისში რადიოსარელეო ქსელის  აგებისათვის, 18 გჰც სიხშირულ დიაპაზონში შერჩეულ იქნა ორი სიხშირული წყვილი თითოეული ზოლის სიგანით 7მჰც: 18057.5მჰც ± 3.5მჰც  და 19067.5მჰც ± 3.5მჰც;   18112.5მჰც ± 3.5მჰც  და 19122.5მჰც ± 3.5მჰც.

კომისია აღნიშნავს, რომ სიხშირეები:   18057.5მჰც ± 3.5მჰც  და 19067.5მჰც ± 3.5მჰც;   18112.5მჰც ± 3.5მჰც  და 19122.5მჰც ± 3.5მჰც,  თითოეული ზოლის სიგანით 7მჰც  ესაჭიროება სს „თელასს” ქ. თბილისში შიდა მოხმარების  რადიოსარელეო ქსელის ფუნქციონირებისთვის  და გამოყენებული  უნდა იქნას დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 471-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების 29-ე მუხლის  შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. მიენიჭოს სს „თელასს” სიხშირეები:   18057.5მჰც ± 3.5მჰც  და 19067.5მჰც ± 3.5მჰც;  18112.5მჰც ± 3.5მჰც და 19122.5მჰც ± 3.5მჰც,  თითოეული ზოლის სიგანით 7მჰც,   ქ.თბილისში  შიდა  მოხმარების რადიოსარელეო ქსელის ფუნქციონირებისთვის,  დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, ერთი წლის ვადით;

2. აღირიცხოს  სს „თელასისთვის” მინიჭებული სიხშირეები კომისიის უწყებრივ რეესტრში (რ.ქურდაძე);

3.საქართველოს კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში სს „თელასისთვის” სიხშირეების მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნეს  მოყვანილი მოქმედ კანონმდებლობასთან;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტაციულ კოლეგიაში  (დ.აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ) 1 თვის ვადაში;   

5.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს  (ს. შავგულიძე);

 6. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის  სს „თელასისთვის”  ჩაბარებისთანავე.                                                     

კომისიის თავმჯდომარე                                                                 ი.ჩიქოვანი

კომისიის    წევრი                                                                          ა.სიხარულიძე

კომისიის    წევრი                                                                           ი.მოსეშვილი                                                                          

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები