”საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის და მედიცინის განვითარების ფონდისათვის” ნუმერაციის რესურსის მინიჭების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 23, 2010
მიღების თარიღი აგვისტო 13, 2010
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა ”საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის და მედიცინის განვითარების ფონდმა” (30.07.2010 N7/270-10) ნუმერაციის რესურსის გამოყოფასთან დაკავშირებით.
კომისია აღნიშნავს, რომ ”საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის და მედიცინის განვითარების ფონდს” კომისიის 2009 წლის 14 აგვისტოს N390/7 გადაწყვეტილების შესაბამისად, მინიჭებული აქვს ნუმერაციის რესურსი - 8-0-6-5 (რვა-ნული-ექვსი-ხუთი) დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, დროებით, 1 წლის ვადით 2010 წლის - 14 აგვისტომდე, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.
კომისიაში წარმოდგენილ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ”საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის და მედიცინის განვითარების ფონდი” ახორციელებს პროგრამას თბილისის ბავშვთა დახმარების ცენტრი, რომლის ფარგლებშიც მიმდინარეობს ძალადობაგანცდილ ბავშვებთან და მათი ოჯახის წევრებთან მუშაობა, მსხვერპლთა რეაბილიტაცია, ბავშვებთან მომუშავე სპეციალისტების გადამზადება, ე.წ. ცხელი ხაზის არსებობა კი ხელს უწყობს ძალადობის დროულად დაფიქსირებას და სათანადო დახმარების აღმოჩენას. შესაბამისად, ფონდი ითხოვს ზემოაღნიშნული ნუმერაციის რესურსის კიდევ ერთი წლის ვადით მინიჭებას.
კომისია აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 471-ე მუხლის მე-3 პუნქტიდან გამომდინარე, არაავტორიზებად პირებს, რომელთა საქმიანობა არ არის დაკავშირებული საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფასთან, ან/და ამ ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიწოდებასთან, მაგრამ საქმიანობისას საჭიროებენ ნუმერაციის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებას, კომისია ანიჭებს ნუმერაციას დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით დროებით, 1 წლის ვადით გამოყენებისათვის.
გამომდინარე იქედან, რომ ”საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის და მედიცინის განვითარების ფონდი”-ს მიერ ნუმერაციის რესურსით სარგებლობა არ არის დაკავშირებული საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფასთან, ან/და ამ ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიწოდებასთან და მისი გამოყენება დაგეგმილია არაავტორიზებადი საქმიანობისთვის - ე.წ. ცხელი ხაზის ორგანიზებისთვის, კომისიას შესაძლებლად მიაჩნია, განმეორებით, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით დროებით, ერთი წლის ვადით მიანიჭოს ”საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის და მედიცინის განვითარების ფონდს” ნუმერაციის რესურსი 8-0-6-5 (რვა-ნული-ექვსი-ხუთი) საქართველოს ტერიტორიაზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 471-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. მიენიჭოს ”საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის და მედიცინის განვითარების ფონდს” ნუმერაციის რესურსი 8-0-6-5 (რვა-ნული-ექვსი-ხუთი) დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, დროებით, 1 წლის ვადით 2010 წლის 14 აგვისტოდან 2011 წლის 14 აგვისტომდე, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე;
2. ”საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის და მედიცინის განვითარების ფონდი” არ არის უფლებამოსილი აღნიშნული ნუმერაციის რესურსი გამოიყენოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზაციას დაქვემდებარებული საქმიანობისთვის;
3. კომისია უფლებამოსილია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კანონმდებლობის შეცვლის ან/და ნუმერაციის ერთიან სისტემაზე გადასვლის შემთხვევაში, ”საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის და მედიცინის განვითარების ფონდის” მიერ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის საკითხი შესაბამისობაში მოიყვანოს ნუმერაციის ახალ ეროვნულ სისტემასა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან, რაც გულისხმობს ნუმერაციის შეცვლის უფლებამოსილებასაც. ამ შემთხვევაში ”საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის და მედიცინის განვითარების ფონდს” არ წარმოეშვება კომპენსაციის მოთხოვნის უფლება.
4. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი ასლის ”საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის და მედიცინის განვითარების ფონდი”-სთვის ჩაბარების დღიდან;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ.) ერთი თვის ვადაში;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ნუმერაციის რესურსის მართვის დეპარტამენტს (მ. გოთოშია).
კომისიის თავმჯდომაე ი. ჩიქოვანი
კომისიის წევრები:
ა. სიხარულიძე
ი.მოსეშვილი
