წვდომის მენიუ

შპს ”კამარა”-სათვის ნუმერაციის რესურსის მინიჭების შესახებ

ნომერი: 390 / 15

გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 23, 2010

მიღების თარიღი აგვისტო 13, 2010

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით (07.07.2010 №7/239-10) მიმართა შპს ”კამარამ” ციფრების ოთხნიშნა კომბინაციის - 8006 ნუმერაციის რესურსის მინიჭებასთან დაკავშირებით საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.

   შპს ”კამარა” ახორციელებს მოსახლეობის მომსახურებას შემდეგ სფეროებში: საინფორმაციო, საშუამავლო, საკონსულტაციო, სამედიცინო, სარიტუალო, სამშენებლო, ტაქსისა და გაზის გამოძახება, საყოფაცხოვრებო ტექნიკის ადგილზე შეკეთება და მონტაჟი და ა.შ.

კომისია აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 471-ე მუხლის მე-3 პუნქტიდან გამომდინარე, არაავტორიზებად პირებს, რომელთა საქმიანობა არ არის დაკავშირებული საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფასთან, ან/და ამ ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიწოდებასთან, მაგრამ საქმიანობისას საჭიროებენ ნუმერაციის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებას, კომისია ანიჭებს ნუმერაციას დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით დროებით,  1 წლის ვადით გამოყენებისათვის.

გამომდინარე იქედან, რომ შპს ”კამარას”, ანალოგიური მომსახურებისათვის, კომისიის მიერ 2010 წლის 6 აგვისტოს №370/15 გადაწყვეტილებით მინიჭებული აქვს ნუმერაციის რესურსი 006 (ნული-ნული-ექვსი) დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, დროებით, 1 წლის ვადით 2011 წლის - 7 აგვისტომდე საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ქ. თბილისის გარდა და ამასთანავე შპს ”კამარა” მის მიერ მოთხოვნილი ნუმერაციის რესურსით, ციფრების ოთხნიშნა კომბინაციით - 8006 (რვა-ნული-ნული-ექვსი) სარგებლობას აპირებს იმ საქმიანობისათვის, რომელიც არ არის  დაკავშირებული საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფასთან, ან/და ამ ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიწოდებასთან და მისი გამოყენება დაგეგმილია არაავტორიზებადი საქმიანობისთვის. კომისიას შესაძლებლად მიაჩნია, ნაწილობრივ დააკმაყოფილოს შპს ”კამარას” მოთხოვნა და დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, დროებით, ერთი წლის ვადით მიანიჭოს შპს ”კამარას” ნუმერაციის რესურსი 8-0-0-6 (რვა-ნული-ნული-ექვსი) ქ. თბილისში.            ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 471-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1.  დაკმაყოფილდეს შპს ”კამარას” №7/239-10 დანცხადება ნაწილობრივ და მიენიჭოს შპს ”კამარას” ნუმერაციის რესურსი - 8-0-0-6 (რვა-ნული-ნული-ექვსი) დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, დროებით,  1 წლის ვადით, 2010 წლის - 13 აგვისტოდან,  2011 წლის 13 აგვისტომდე, ქ. თბილისში;

2.   უარი ეთქვას შპს ”კამარას” №7/239-10 დანცხადების დაკმაყოფილებაზე ციფრების ოთხნიშნა კომბინაციის - 8006 ნუმერაციის რესურსის მინიჭებასთან დაკავშირებით საქართველოს მთელ ტერიტორიაზე გარდა ქ. თბილისისა;

3.  შპს ”კამარა” არ არის უფლებამოსილი აღნიშნული ნუმერაციის რესურსი გამოიყენოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზაციას დაქვემდებარებული საქმიანობისთვის;

4.  კომისია უფლებამოსილია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კანონმდებლობის შეცვლის ან/და ნუმერაციის ერთიან სისტემაზე გადასვლის შემთხვევაში, შპს ”კამარას” მიერ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის საკითხი შესაბამისობაში მოიყვანოს ნუმერაციის ახალ ეროვნულ სისტემასა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან, რაც გულისხმობს ნუმერაციის შეცვლის უფლებამოსილებასაც. ამ შემთხვევაში შპს ”კამარას” არ წარმოეშვება კომპენსაციის მოთხოვნის უფლება.

5.   გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს 2010 წლის 13 აგვისტოდან;

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ.) ერთი  თვის ვადაში;

7.  კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ნუმერაციის რესურსის მართვის დეპარტამენტს (მ. გოთოშია).

კომისიის თავმჯდომაე                                                       ი. ჩიქოვანი

კომისიის წევრები                                                                ა. სიხარულიძე

ი.მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები