ელექტრონული საკომუნიკაციო ბაზრის სეგმენტებზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის ჩატარების მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი იანვარი 20, 2010
მიღების თარიღი იანვარი 15, 2010
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიის 2009 წლის 21 ოქტომბრის №525/23 გადაწყვეტილების შესაბამისად, კომისიაში დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება ”მომსახურების ბაზრის შესაბამისი სეგმენტების განსაზღვრისა და კონკურენტუნარიანობის ანალიზის მეთოდოლოგიური წესების” მე-2 დანართით განსაზღვრულ საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ბაზრის სეგმენტებზე კვლევისა და ანალიზის მიზნით. აღნიშნული ადმინისტრაციული წარმოება შეწყდა კომისიის გადაწყვეტილებით 2010 წლის 8 იანვარს.
კომისიის 2007 წლის 31 აგვისტოს №5 დადგენილებით დამტკიცებული, “მომსახურების ბაზრის შესაბამისი სეგმენტების განსაზღვრისა და კონკურენტუნარიანობის ანალიზის მეთოდოლოგიური წესების” მე-2 დანართით განსაზღვრული ელექტრონული საკომუნიკაციო ბაზრის სეგმენტებიდან, კომისიამ, მიმდინარე ეტაპზე მიზანშეწონილად მიიჩნია კვლევისა და ანალიზის ჩატარება საბითუმო ბაზრის შემდეგ სეგმენტებზე:
1. მოძრავი საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და სატელეფონო ზარების წამოწყების/დასრულების საბითუმო ბაზრის შესაბამისი სეგმენტები;
2. ფიქსირებული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და სატელეფონო ზარების წამოწყების/დასრულების საბითუმო ბაზრის შესაბამისი სეგმენტები;
3. სპილენძის სააბონენტო სახაზო-საკაბელო წყვილების რესურსებთან დაშვების საბითუმო ბაზრის შესაბამისი სეგმენტი;
4. საკომუნიკაციო საკანალიზაციო არხებთან დაშვების საბითუმო ბაზრის შესაბამისი სეგმენტი;
5. მაგისტრალური საკომუნიკაციო (გატარების) ციფრული სისტემის სახაზო საშუალებებთან, მათ რესურსებთან და სიმძლავრეებთან დაშვების საბითუმო ბაზრის შესაბამისი სეგმენტი;
6. მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემების ტერმინალურ ელემენტებთან, მათ რესურსებთან და სიმძლავრეებთან დაშვების საბითუმო ბაზრის შესაბამისი სეგმენტი.
კომისიის მიერ ზემოაღნიშნულ სეგმენტებზე სხვადასხვა დროს ჩატარდა კვლევა და ანალიზი, გამოვლინდნენ მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე პირები, რომელთაც დაეკისრათ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განსაზღვრული სპეციფიკური ვალდებულებები, თუმცა მიუხედავად ამისა, კომისიას მიაჩნია, რომ სახეზეა რამოდენიმე გარემოება, რომელიც განაპირობებს სატელეკომუნიკაციო ბაზრის ზემოაღნიშნულ სეგმენტებზე კონურენციის ხელშემწყობი მარეგულირებელი გადაწყვეტილების მიღებისა და შესაბამისად, კვლევისა და ანალიზის ჩატარების აუცილებლობას.
კერძოდ, კომისიამ გამოარკვია, რომ:
ა) სატელეკომუნიკაციო ბაზრის ამ სეგმენტებზე მნიშვნელოვნად არის შეცვლილი ის ძირითადი მახასიათებლები, რაც მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე პირების დადგენისა და მათთვის ვალდებულებების განსაზღვრის საფუძველს წარმოადგენდა;
ბ) განვითარდა ახალი ტექნოლოგიები, რომელიც არსებულ საკომუნიკაციო ქსელებს და ოპერატორებს ახალ რესურსებს უქმნის მომსახურების მიწოდებისთვის;
გ) ავტორიზებულ პირებს შორის კომისიის წარმოებაში არსებული დავების გადაწყვეტა ამ სეგმენტებზე ახალი გარემოებების კვლევასა და ანალიზს მოითხოვს.
კომისიამ იხელმძღვანელა რა ზემოაღნიშნული გარემოებებით, ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-5 პუნქტის ”გ” ქვეპუნქტის საფუძველზე, 2007 წლის 31 აგვისტოს №5 დადგენილებით დამტკიცებული “მომსახურების ბაზრის შესაბამისი სეგმენტების განსაზღვრისა და კონკურენტუნარიანობის ანალიზის მეთოდოლოგიური წესების” მე-2 დანართით განსაზღვრული ელექტრონული საკომუნიკაციო ბაზრის სეგმენტებიდან გამოყო საბითუმო ბაზრის ზემოაღნიშნული სეგმენტები კვლევისა და ანალიზის საკუთარი ინიციატივით ჩატარების მიზნით.
კომისია ასევე აღნიშნავს, რომ კვლევის და ანალიზის ჩასატარებლად აუცილებელია ავტორიზებული პირებისგან დიდი მოცულობის ინფორმაციის გამოთხოვა, მიღებული ინფორმაციის დამუშავება და ანალიზი. აღნიშნული გარემოების გამო საჯარო ადმინისტრაციული წარმოებისათვის გათვალისწინებული უნდა იქნას კანონმდებლობით დასაშვები მაქსიმალური ვადები.
ზემოაღნიშნული საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე კონკურენციის წინასწარი რეგულირებისათვის კვლევისა და ანალიზის განსახორციელებლად ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, აუცილებელია საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყება და შესაბამისი ზეპირი მოსმენის ჩატარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად.
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის, ამავე კანონის 22-ე მუხლის მე-5 პუნქტის ”გ” ქვეპუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-100 მუხლის მე-4 ნაწილისა და IX თავის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება მოძრავი საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და სატელეფონო ზარების წამოწყების/დასრულების საბითუმო ბაზრის შესაბამისი სეგმენტის კვლევისა და ანალიზის ჩატარების მიზნით;
2. საკითხის ზეპირი მოსმენა გაიმართოს 2010 წლის 12 მარტს 16:00 საათზე, მისამართზე: 0144 თბილისი, ქეთევან წამებულის გამზ./ბოჭორმის ქ. 50/18, ხოლო გადაწყვეტილება მიღებულ იქნას, ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში;
3. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება ფიქსირებული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და სატელეფონო ზარების წამოწყების/დასრულების საბითუმო ბაზრის შესაბამისი სეგმენტის კვლევისა და ანალიზის ჩატარების მიზნით;
4. საკითხის ზეპირი მოსმენა გაიმართოს 2010 წლის 12 მარტს 16:00 საათზე, მისამართზე: 0144 თბილისი, ქეთევან წამებულის გამზ./ბოჭორმის ქ. 50/18, ხოლო გადაწყვეტილება მიღებულ იქნას, ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში;
5. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება სპილენძის სააბონენტო სახაზო-საკაბელო წყვილების რესურსებთან დაშვების საბითუმო ბაზრის შესაბამისი სეგმენტის კვლევისა და ანალიზის ჩატარების მიზნით;
6. საკითხის ზეპირი მოსმენა გაიმართოს 2010 წლის 19 მარტს 16:00 საათზე, მისამართზე: 0144 თბილისი, ქეთევან წამებულის გამზ./ბოჭორმის ქ. 50/18, ხოლო გადაწყვეტილება მიღებულ იქნას, ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში;
7. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება საკომუნიკაციო საკანალიზაციო არხებთან დაშვების საბითუმო ბაზრის შესაბამისი სეგმენტის კვლევისა და ანალიზის ჩატარების მიზნით;
8. საკითხის ზეპირი მოსმენა გაიმართოს 2010 წლის 19 მარტს 16:00 საათზე, მისამართზე: 0144 თბილისი, ქეთევან წამებულის გამზ./ბოჭორმის ქ. 50/18, ხოლო გადაწყვეტილება მიღებულ იქნას, ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში;
9. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება მაგისტრალური საკომუნიკაციო (გატარების) ციფრული სისტემის სახაზო საშუალებებთან და ტერმინალურ ელემენტებთან, მათ რესურსებთან და სიმძლავრეებთან დაშვების საბითუმო ბაზრის შესაბამისი სეგმენტის კვლევისა და ანალიზის ჩატარების მიზნით;
10. საკითხის ზეპირი მოსმენა გაიმართოს 2010 წლის 26 მარტს 16:00 საათზე, მისამართზე: 0144 თბილისი, ქეთევან წამებულის გამზ./ბოჭორმის ქ. 50/18, ხოლო გადაწყვეტილება მიღებულ იქნას, ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში;
11. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემების ტერმინალურ ელემენტებთან, მათ რესურსებთან და სიმძლავრეებთან დაშვების საბითუმო ბაზრის შესაბამისი სეგმენტის კვლევისა და ანალიზის ჩატარების მიზნით;
12. საკითხის ზეპირი მოსმენა გაიმართოს 2010 წლის 26 მარტს 16:00 საათზე, მისამართზე: 0144 თბილისი, ქეთევან წამებულის გამზ./ბოჭორმის ქ. 50/18, ხოლო გადაწყვეტილება მიღებულ იქნას, ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში;
13. საჯარო ადმინისტრაციული წარმოებისათვის განისაზღვროს სამთვიანი ვადა;
14. დაევალოთ ავტორიზებულს პირებს უზრუნველყონ ამ გადაწყვეტილებით განსაზღვრული ბაზრის შესაბამისი სეგმენტების შესასწავლად ინფორმაციის და გაანგარიშებების მოწოდება კომისიის მიერ წერილობით მოთხოვნის შემთხვევაში, შესაბამისი ფორმითა და ვადაში;
15. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯანელიძე) საჯარო გაცნობისათვის ცნობათა გამოქვეყნება ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე;
16. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრდებას არ ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად;
17. გადაწყვეტილება ძალაშია მისი მიღებისთანავე.
კომისიის თავმჯდომარე ი. ჩიქოვანი
კომისიის წევრი ს. ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი ა. სიხარულიძე
კომისიის წევრი კ. კვიტაიშვილი
კომისიის წევრი ი. მოსეშვილი
