შპს “ფოლკ რადიოს” №B98 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2008 წლის 28 მარტის №160/1 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 16, 2010
მიღების თარიღი სექტემბერი 03, 2010
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას მიმართა შპს ”ფოლკ რადიომ” (წერილი №7/261-10, 19.07.2010), მისი კუთვნილი №B98 ლიცენზიის (ლიცენზიის სახე: კერძო რადიომაუწყებლობა, ლიცენზიის სახეობა: სპეციალიზებული (გასართობი) რადიომაუწყებლობა) მოდიფიცირების თხოვნით. კერძოდ, შპს „ფოლკ რადიო“ კერძო მაუწყებლობის №B98 ლიცენზიით გათვალისწინებულ 99.2 მჰც სიხშირეზე ითხოვს აღნიშნული სიხშირის კენტი რიცხვით დაბოლოებული სიხშირით შეცვლას, ვინაიდან იმპორტირებული ავტომანქანების მნიშვნელოვან ნაწილს გააჩნია რადიომიმღები რომელსაც მხოლოდ კენტი სიხშირის მიღება შეუძლია, რის გამოც ავტომობილის მძღოლების მნიშვნელოვან ნაწილს არ აქვს საშუალება მოისმინოს შპს „ფოლკ რადიოს“ გადაცემები.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომისიის მიერ 2010 წლის 6 აგვისტოს მიღებულ იქნა №373/23 გადაწყვეტილება შპს „ფოლკ რადიოს“ კუთვნილი №B98 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2008 წლის 28 მარტის №160/1 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის 2010 წლის 02 აგვისტოს №10/883-10 სამსახურებრივი ბარათის შესაბამისად, ეთერში ელექტრომაგნიტური თავსებადობის შენარჩუნებით შესაძლებელია შპს „ფოლკ რადიოს“ კუთვნილი სიხშირე 99.2მჰც შეიცვალოს 99.3მჰც სიხშირით.
კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ კომისიის მიერ 2008 წლის 22 მაისს მიღებულ იქნა გადაწყვეტილება №279/22 ”ტელერადიომაუწყებლობის პრიორიტეტების დასადგენად გასატარებელ ღონისძიებათა და რიგ განცხადებებზე ადმინისტრაციული წარმოების შეჩერების თაობაზე”, რომლის შესაბამისადაც სამაუწყებლო სფეროში ლიცენზირებადი საქმიანობის დაწყების მსურველთა ოდენობის გათვალისწინებით, საზოგადოებრივი აზრის შესწავლისა და ტელერადიომაუწყებლობის პრიორიტეტების დადგენამდე, შეჩერდა სამაუწყებლო ლიცენზიების გაცემისა და მოდიფიცირების ადმინისტრაციული წარმოება.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ კომისიის 2008 წლის 22 მაისის №279/22 გადაწყვეტილება არ აჩერებს ლიცენზიათა მოდიფიცირების პროცესს, თუ მოდიფიცირება არ ეხება ლიცენზიის სახისა და სახეობის ცვლილებას. შპს ”ფოლკ რადიოს” მოთხოვნას წარმოადგენს სიხშირული დიაპაზონის ცვლილება, კერძოდ, 99.2მჰც სიხშირის შეცვლა 99.3მჰც სიხშირით, რაც უზრუნველყოფს რადიომსმენელთა რიცხვის ზრდას, რაც თავისმხრივ არ გულისხმობს ლიცენზიით განსაზღვრული სამოქმედო ზონის გაზრდას.
კომისია აღნიშნავს, რომ ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-40 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად ”საეთერო მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელმა უნდა უზრუნველყოს ტელე- ან რადიოსიგნალების ხარისხიანი მიღების ხელმისაწვდომობა მისი მომსახურების ზონის მოსახლეობის არანაკლებ 90%-ისათვის”.
კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2010 წლის 27 ივლისის №10/861-10 სამსახურებრივი ბარათის შესაბამისად, შპს ”ფოლკ რადიოს” კერძო მაუწყებლობის №B98 ლიცენზიის მოდიფიცირების დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს, ლიცენზიის მფლობელის მოთხოვნა დასაბუთებულია და არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას.
კომისია აღნიშნავს, რომ 2010 წლის 6 აგვისტოს №373/23 გადაწყვეტილების შესაბამისად, საკითხის ზეპირი მოსმენა ჩატარდა 2010 წლის 3 სექტემბერს 16.00 საათზე. ზეპირი მოსმენის სხდომაზე არ გამოვლენილა შპს „ფოლკ რადიოს“ კერძო მაუწყებლობის №B98 ლიცენზიის მოდიფიცირების დამაბრკოლებელი გარემოებები; შესაბამისად, კომისიამ მიზანშეწონილად მიიჩნია შპს ”ფოლკ რადიოს” კუთვნილი კერძო მაუწყებლობის №B98 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2008 წლის 28 მარტის №160/1 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე გადაწყვეტილების მიღება ზეპირი მოსმენის სხდომაზევე.
,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და 45-ე მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე და 115-ე მუხლების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. მოდიფიცირდეს შპს ” ფოლკ რადიოს” კუთვნილი კერძო მაუწყებლობის №B98 ლიცენზია და კომისიის 2008 წლის 28 მარტის №160/1 გადაწყვეტილების მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა არის ერთი გადამცემი სადგურის (თბილისის ანძა) მომსახურების ზონა, ხოლო ტექნიკური პარამეტრებია:
|
გადამცემის განთავსების ადგილი |
გეოგრაფიული კოორდინატები |
მოდუ-ლაცია |
პოლარი-ზაცია V/H |
სიხშირე (მჰც) |
სიმძლავრე (ვტ) |
გასხივება |
ანტენის სიმაღლე მიწის/ზ.მ. |
|
თბილისი მთაწმინდის ანძა |
N 41° 41’ 44” E 044° 47’ 09” |
FM |
V |
99,3 |
1000 |
წრიული |
80 |
2. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „ფოლკ რადიოსათვის“ ჩაბარების დღიდან;
3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ.ჯავახიძე) აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „ფოლკ რადიოსათვის“ გაგზავნა;
4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ.ლორთქიფანიძე)
ა) სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა;
ბ) სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა;
გ) ლიცენზიის მოდიფიცირების თაობაზე ინფორმაციის „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გაგზავნის უზრუნველყოფა;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12კმ) ერთი თვის ვადაში;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტს (დ. კიკნაძე).
კომისიის თავმჯდომარე: ი.ჩიქოვანი
კომისიის წევრი ს.ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი ი.მოსეშვილი
კომისიის წევრი კ.კვიტაიშვილი
კომისიის წევრი ა.სიხარულიძე
