წვდომის მენიუ

მედია ცენტრ “ღია აფხაზეთისათვის” კერძო მაუწყებლობის №B96 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2007 წლის 28 დეკემბრის №809/1 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ნომერი: 409 / 2

გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 23, 2010

მიღების თარიღი სექტემბერი 03, 2010

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული  კომისია (შემდგომში  ,,კომისია”) აღნიშნავს, რომ  კომისიას მიმართა მედია ცენტრმა ”ღია აფხაზეთისათვის” (№7/264-10, 22.07.2010), მისი კუთვნილი კერძო მაუწყებლობის №B93 და  №B96 ლიცენზიების (ლიცენზიის სახე: კერძო რადიომაუწყებლობა, ლიცენზიის სახეობა: საერთო რადიომაუწყებლობა) მოდიფიცირების თხოვნით. კერძოდ, მედია ცენტრი ”ღია აფხაზეთისთვის” ითხოვს კუთვნილი კერძო მაუწყებლობის №B93 ლიცენზიით გათვალისწინებული 107.2მჰც (ქ.ზუგდიდი), კერძო მაუწყებლობის №B96 ლიცენზიით გათვალისწინებული 98.8 მჰც (ქ.თბილისი, ქ.გორი და ქ.ქუთაისი) და 105.0მჰც (ქ.ბათუმი) სიხშირეების კენტი რიცხვით დაბოლოებული სიხშირეებით შეცვლას, ვინაიდან იმპორტირებული ავტომანქანების მნიშვნელოვან ნაწილს გააჩნია რადიომიმღები, რომელსაც მხოლოდ კენტი სიხშირის მიღება შეუძლია, რის გამოც ავტომობილის მძღოლების მნიშვნელოვან ნაწილს არ აქვს საშუალება მოისმინოს მედია ცენტრ ”ღია აფხაზეთისათვის” მომზადებული გადაცემები.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის 2010 წლის 02 აგვისტოს №10/883-10 სამსახურებრივი ბარათის შესაბამისად, ეთერში ელექტრომაგნიტური თავსებადობის შენარჩუნებით შესაძლებელია მედია ცენტრ ”ღია აფხაზეთისათვის” კუთვნილი კერძო მაუწყებლობის №B96 ლიცენზიით განსაზღვრული სიხშირე 98.8მჰც შეიცვალოს 98.9მჰც სიხშირით, ლიცენზიით განსაზღვრულ ქალაქებში: თბილისი, გორი და ქუთაისი. რაც შეეხება მედია ცენტრ ”ღია აფხაზეთისათვის” კერძო მაუწყებლობის №B96 ლიცენზიით გათვალისწინებულ სამაუწყებლო რადიოსიხშირეს ქ. ბათუმში - 105.0მჰც და კერძო მაუწყებლობის №B93 ლიცენზიით გათვალისწინებულ სამაუწყებლო რადიოსიხშირეს ქ.ზუგდიდში - 107.2მჰც, მათი კენტი რიცხვით დაბოლოებული სიხშირეებით ჩანაცვლება ამჟამად შეუძლებელია, ვინაიდან აღნიშნული რადიოსიხშრეების გავრცელების არეალში შეუძლებელი გახდება ელექტრომაგნიტური თავსებადობის შენარჩუნება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კომისიის მიერ 2010 წლის 6 აგვისტოს მიღებულ იქნა გადაწყვეტილება №374/23 „მედია ცენტრ “ღია აფხაზეთისათვის” კერძო მაუწყებლობის №B96 ლიცენზიის მოდიფიცირების, კომისიის 2007 წლის 28 დეკემბრის №809/1 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყებისა და მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე ნაწილობრივ უარის თქმის შესახებ“. აღნიშნული  გადაწყვეტილებით უარი ეთქვა მედია ცენტრ ”ღია აფხაზეთისათვის” კერძო მაუწყებლობის №B96 ლიცენზიით ქ. ბათუმში - 105.0მჰც და კერძო მაუწყებლობის №B93 ლიცენზიით ქ.ზუგდიდში - 107.2მჰც გათვალისწინებული სამაუწყებლო რადიოსიხშირეების კენტი რიცხვით დაბოლოებული სიხშირეებით შეცვლის მიზნით №B96 და №B93 ლიცენზიების მოდიფიცირების შესახებ საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე.

კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ კომისიის მიერ 2008 წლის 22 მაისს მიღებულ იქნა გადაწყვეტილება №279/22 ”ტელერადიომაუწყებლობის პრიორიტეტების დასადგენად გასატარებელ ღონისძიებათა და რიგ განცხადებებზე ადმინისტრაციული წარმოების შეჩერების თაობაზე”, რომლის  შესაბამისადაც სამაუწყებლო სფეროში ლიცენზირებადი საქმიანობის დაწყების მსურველთა ოდენობის გათვალისწინებით, საზოგადოებრივი აზრის შესწავლისა და ტელერადიომაუწყებლობის პრიორიტეტების დადგენამდე, შეჩერდა სამაუწყებლო ლიცენზიების გაცემისა და მოდიფიცირების ადმინისტრაციული წარმოება.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ კომისიის 2008 წლის 22 მაისის №279/22 გადაწყვეტილება არ აჩერებს ლიცენზიათა მოდიფიცირების პროცესს, თუ მოდიფიცირება არ ეხება ლიცენზიის სახისა და სახეობის ცვლილებას. მედია ცენტრ ”ღია აფხაზეთისათვის” მოთხოვნა შეეხება სიხშირული დიაპაზონის ცვლილებას, კერძოდ, ქალაქებში თბილისი, გორი და ქუთაისი 98.8მჰც სიხშირის შეცვლას 98.9მჰც სიხშირით, რაც უზრუნველყოფს რადიომსმენელთა რიცხვის ზრდას, რაც თავისმხრივ არ გულისხმობს ლიცენზიით განსაზღვრული სამოქმედო ზონის გაზრდას.

კომისია აღნიშნავს, რომ ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-40 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ”საეთერო მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელმა უნდა უზრუნველყოს ტელე- ან რადიოსიგნალების ხარისხიანი მიღების ხელმისაწვდომობა მისი მომსახურების ზონის მოსახლეობის არანაკლებ 90%-ისათვის”.

      კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2010 წლის 27 ივლისის №10/861-10 სამსახურებრივი ბარათის შესაბამისად, მედია ცენტრ ”ღია აფხაზეთისათვის” კერძო მაუწყებლობის №B96 ლიცენზიის მოდიფიცირების, კერძოდ, 98.8მჰც სიხშირის 98.9მჰც სიხშირით შეცვლის (ლიცენზიით განსაზღვრულ ქალაქებში: თბილისი, გორი და ქუთაისი) დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს, ლიცენზიის მფლობელის მოთხოვნა დასაბუთებულია და არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას.

      კომისია აღნიშნავს, რომ 2010 წლის 6 აგვისტოს №374/23 გადაწყვეტილების შესაბამისად, საკითხის ზეპირი მოსმენა ჩატარდა 2010 წლის 3 სექტემბერს 16.00 საათზე. ზეპირი მოსმენის სხდომაზე არ გამოვლენილა მედია ცენტრი ”ღია აფხაზეთისთვის” კერძო მაუწყებლობის №B96 ლიცენზიის დამაბრკოლებელი გარემოებები; შესაბამისად, კომისიამ მიზანშეწონილად მიიჩნია მედია ცენტრი ”ღია აფხაზეთისათვის” კუთვნილი კერძო მაუწყებლობის №B96 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2007 წლის 28 დეკემბრის №809/1 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე გადაწყვეტილების მიღება ზეპირი მოსმენის სხდომაზევე.

     ,,მაუწყებლობის  შესახებ”  საქართველოს   კანონის   38-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და 45-ე მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის  და  საქართველოს  ზოგადი  ადმინისტრაციული  კოდექსის  63-ე  და 115-ე მუხლების შესაბამისად,  კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. მოდიფიცირდეს მედია ცენტრი ”ღია აფხაზეთიასთვის” კუთვნილი კერძო მაუწყებლობის №B96 ლიცენზია და კომისიის 2007 წლის 28 დეკემბრის №809/1 გადაწყვეტილების მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა არის ოთხი გადამცემი სადგურის (თბილისის ანძა, გორის ანძა, ქუთაისის ანძა, ბათუმის ანძა) მომსახურების ზონების ერთობლიობა, ხოლო  ტექნიკური პარამეტრებია:

გადამცემის და ანტენის

განთავსების ადგილი

სიხშირე (მჰც)

მოდუ-

ლაცია

პოლარ

იზაცია

V / H

გასხივება

გადამცემის სიმძლავრე

(ვტ)

გეოგრაფიული კოორდინატები

 

სიმაღლე მიწის ზედაპირიდან

(± 25მ)

1

თბილისი,

მთაწმინდის ანძა

98.9

FM

V

წრიული

1000

N 41°41 44\"         E 044°47 09\"

85

2

გორი,

ახალდაბის ანძა

98.9

FM

V

წრიული

1000

N 42°01 55.4\"       E 044°02 55.8\"

150

3

ქუთაისი,

ქუთაისის ტვ ანძა

98.9

FM

V

წრიული

1000

N 42°16 48.9\"

E 042°44 10.1\"

80

4

ბათუმი,

მწვანე კონცხი

105.0

FM

V

წრიული

500

N 41°41 37.7\"      E 041°42 54.8\"

45

2. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის მედია ცენტრი ”ღია აფხაზეთისათვის”  ჩაბარების დღიდან;

3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ.ჯავახიძე) აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის  მედია ცენტრი ”ღია აფხაზეთისთვის”  გაგზავნა;

4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ.ლორთქიფანიძე)

ა) სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა;

ბ) სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა;

გ) ლიცენზიის მოდიფიცირების თაობაზე ინფორმაციის „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გაგზავნის უზრუნველყოფა;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12კმ) ერთი თვის ვადაში;

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტს (დ. კიკნაძე).

კომისიის თავმჯდომარე                                                                                              ი.ჩიქოვანი

კომისიის     წევრი                                                                                                            ს.ბრიტანჩუკი

კომისიის     წევრი                                                                                                            ი.მოსეშვილი

კომისიის     წევრი                                                                                                            კ.კვიტაიშვილი

კომისიის     წევრი                                                                                                            ა.სიხარულიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები