წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2010 წლის № 04 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

ნომერი: 41 / 17

გამოქვეყნების თარიღი იანვარი 28, 2010

მიღების თარიღი იანვარი 26, 2010

 საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა რა, კომისიის 2010 წლის 26 იანვრის N 04 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად და კომისიის აპარატის მუშაობის წესის მე-2 მუხლის მე-16 პუნქტის ბ) ქვეპუნქტისა და მე-18  პუნქტის საფუძველზე, კენჭისყრის შედეგად ერთხმად

გადაწყვიტა:

1. კომისიის 2010 წლის 26 იანვრის N 04 სხდომის დღის წესრიგის პროექტში დამატებით შეტანილ იქნეს 2 (ორი) საკითხი:

ა) შპს ”სპეცსერვისი 008”-სათვის ნუმერაციის რესურსის  0-0-8 (ნული-ნული-რვა) ერთი წლის ვადით მინიჭების თაობაზე (მომხს. ი. თოდრია - სამართლებრივი დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);

ბ) შპს ”ურუშასთვის” ნუმერაციის რესურსის  0-0-4 (ნული-ნული-ოთხი) ერთი წლის ვადით მინიჭების თაობაზე (მომხს. ი. თოდრია - სამართლებრივი დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);

2. კომისიის 2010 წლის 26 იანვრის N 04 სხდომის დღის წესრიგი დამტკიცდეს წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);

3. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;

4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).

კომისიის თავმჯდომარე                         

ი. ჩიქოვანი

კომისიის წევრი

ს.  ბრიტანჩუკი

კომისიის წევრი   

ა . სიხარულიძე

კომისიის წევრი    

ი. მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები