წვდომის მენიუ

შპს „ტელეკომპანია საქართველოს“ №B21 სამაუწყებლო ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2006 წლის 3 თებერვლის №43/2 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ

ნომერი: 416 / 23

გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 27, 2010

მიღების თარიღი სექტემბერი 10, 2010

     საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული  კომისია (შემდგომში  ,,კომისია”) აღნიშნავს, რომ  კომისიას მიმართა შპს „ტელეკომპანია საქართველომ“ (№7/258-10, 14.07.2010), სატელევიზიო სიგნალის თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურების მეშვეობით გავრცელების მიზნით №B21 ლიცენზიის მოდიფიცირების თაობაზე.  

კომისია აღნიშნავს, რომ შპს „ტვ-33“-ის განცხადების საფუძველზე საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სამინისტროს მიერ სალიცენზიო კომისიის 1997 წლის 19 აგვისტოსს გადაწყვეტილებით, ოქმი №54, გაცემულ იქნა №326 ლიცენზია ხუთი წლის ვადით ტელესამაუწყებლო ქსელის ექსპლუატაციაზე, ხოლო კომისიის 2003 წლის 10 იანვრის №15/6 გადაწყვეტილებით აღნიშნული ლიცენზიის მოქმედების ვადა გაგრძელებულ იქნა 2012 წლამდე. კომისიის 2006 წლის 3 თებერვლის №43/2 გადაწყვეტილების საფუძველზე შპს „ტვ-33“-ის კუთვნილი №326 ლიცენზია მოდიფიცირდა კანონთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით და განისაზღვრა როგორც მაუწყებლობის №B21 ლიცენზია, შემდეგი სალიცენზიო პირობებით:

ლიცენზიის სახე: საეთერო ტელემაუწყებლობა;

ლიცენზიის სახეობა: საერთო ტელემაუწყებლობა;

მაუწყებლობის ტექნიკური პარამეტრები  და მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა: დეციმეტრული დიაპაზონის 33-ე სატელევიზიო არხი 1 კვტ სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით, ქ. თბილისი.

    კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 20 მარტის №233 ბრძანების საფუძველზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ქ.თბილისის საგადასახადო ინსპექციის მიერ განხორციელდა ცვლილება სამეწარმეო რეესტრში, კერძოდ შეიცვალა შპს „ტვ-33“-ის  საფირმო სახელწოდება და განისაზღვრა როგორც შპს „ტელეკომპანია საქართველო“.

ასევე, შპს „ტელეკომპანია საქართველო“, კომისიის 2007 წლის 3 აგვისტოს №446/1 გადაწყვეტილების საფუძველზე ფლობს კერძო მაუწყებლობის №B91 ლიცენზიას, ხოლო კომისიის 2008 წლის 28 მარტის №169/1 გადაწყვეტილების საფუძველზე - კერძო მაუწყებლობის №B99 ლიცენზიას, შემდეგი სალიცენზიო პირობებით:

ა)№B91 ლიცენზიის სალიცენზიო პირობებია:

ლიცენზიის სახე: კერძო ტელემაუწყებლობა;

ლიცენზიის სახეობა: საერთო ტელემაუწყებლობა;

მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა და ტექნიკური პარამეტრები:

გადამც. და

ანტენის

განთავსების

ადგილი

სატელევ.

არხი №

პოლარიზაცია

V/H

გასხივების

დიაგრამა

გადამცემ-ის

სიმძლავრე

(ვტ)

ანძის  განლაგ.

გეოგრაფ.

კოორდინატ.

ანტენის

გაძლიერ.

კოეფ. არა-უმეტ.(დბ)

ანტენის

განთავს.

სიმაღ

მიწ/ზ(მ)

გორი,

ახალდაბის ტვ ანძა

51

H

წრიული

500

N 42°01\\ 55.4\\\"    

  E 044°02\\ 55.8\\\"

6.0

160 ± 15

ქუთაისი,

ქუთაისის

ტვ ანძა

45

H

წრიული

500

N 42°16\\ 48.9\\\"

E 042°44\\ 10.1\\\"

6.0

90 ± 25

საჩხერე,

საჩხერეს

ტვ ანძა

40

H

წრიული

500

N 42°20\\ 56,9\\\"

E 043°24\\ 23,01\\\"

6.0

25 ± 5

სენაკი

სენაკის ანძა

52

H

წრიული

500

N 42°17\\ 24,12\\\"   

 E 042°03\\ 26.8\\\"

6.0

30 ± 5

ბ) №B99 ლიცენზიის სალიცენზიო პირობებია:

ლიცენზიის სახე: კერძო ტელემაუწყებლობა;

ლიცენზიის სახეობა: საერთო ტელემაუწყებლობა;

მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა არის ერთი გადამცემი სადგურის (ბათუმის ანძა) მომსახურების ზონა, ხოლო  ტექნიკური პარამეტრებია:

გადამცემის განთავსების ადგილი

გეოგრაფიული კოორდინატები

გაძლიერების კოეფიციენტი

პოლარი-

ზაცია V/H

TV არხი

სიმძ              (ვტ)

გასხივების დიაგრამა

ანტენის   სიმაღლე               მიწის

ზედ.მ    

ბათუმი, სატელევიზიო ანძა

N41° 41’37.7”           E 041°  42’ 54.8”

არაუმეტეს   6.0 დბ

H

33

1000

მიმართული

40 ± 15

კომისია აღნიშნავს, რომ გამოვლინდა №B21 ლიცენზიის სალიცენზიო პირობის მოქმედ კანონმდებლობასთან შეუსაბამობა, კერძოდ, კომისიის 2006 წლის 3 თებერვლის №43/2 გადაწყვეტილებით განსაზღვრული ლიცენზიის სახე - საეთერო ტელემაუწყებლობა არ შეესაბამება ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებს, რომელთა შესაბამისად კომისია გასცემს სათემო და კერძო მაუწყებლობის ლიცენზიებს, ხოლო კერძო მაუწყებლობის ლიცენზიები გაიცემა საერთო და სპეციალიზებული მაუწყებლობისათვის. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ საჭიროა შპს „ტელეკომპანია საქართველოს“ კუთვნილი №B21 ლიცენზიის მოდიფიცირება და კომისიის 2006 წლის 3 თებერვლის №43/2 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანა, რათა ლიცენზია მოყვანილ იქნას „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონთან შესაბამისობაში.

კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ ლიცენზიის ამავე ლიცენზიის მფლობელის განცხადების საფუძველზე მოდიფიცირების შემთხვევაში, კომისია ხელმძღვანელობს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მე-3 პუნქტით, რომლის შესაბამისად, იკრძალება საეთერო მაუწყებლობის ლიცენზიის იმგვარად მოდიფიცირება, რაც გამოიწვევს  ლიცენზიის სახის არსებით შეცვლას ან ლიცენზიის სამოქმედო ზონის სიდიდის  ცვლილებას. შპს „ტელეკომპანია საქართველოს“ №B21 ლიცენზიის ამავე ლიცენზიის მფლობელის მოთხოვნის საფუძველზე განხორციელებულ მოდიფიცირებაზე კომისიის მიერ დადგენილი შეზღუდვა ვერ გავრცელდება, ვინაიდან ამ შემთხვევაში ადგილი აქვს ლიცენზიის ისეთ ცვლილებას, რომელიც არ გამოიწვევს სახის, სახეობისა ან სიხშირული სპექტრით სამოქმედო ზონის სიდიდის ცვლილებას. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სატელევიზიო სიგნალის გავრცელება თანამგზავრული სისტემებისა და ორბიტალური მიწისზედა სადგურების მეშვეობით წარმოადგენს მხოლოდ ლიცენზიაში სამაუწყებლო სიგნალის გადაცემის ტექნოლოგიის ცვლილებას, აღნიშნული კი არ ცვლის სამაუწყებლო ლიცენზიით განსაზღვრულ სახეს ან სახეობას და არც სიხშირული დიაპაზონის გამოყენებით სამაუწყებლო საქმიანობის განხორციელების გეოგრაფიულ ზონას. ფაქტობრივად საუბარია მაუწყებლისათვის თანამედროვე ტექნოლოგიით იგივე სახისა და სახეობის სამაუწყებლო საქმიანობის უფლების მინიჭებაზე, რის შედეგადაც კომპანიას ეძლევა საშუალება მომხმარებელს მიაწოდოს გაუმჯობესებული ხარისხის სიგნალი, ხოლო მომხმარებელს თავის მხრივ ეძლევა სამაუწყებლო სიგნალის მიღების შესაძლებლობა.

კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის აზრით, ლიცენზიის მფლობელის მოთხოვნა დასაბუთებულია და გამომდინარეობს საქართველოს კანონმდებლობიდან, კერძოდ სახეზეა ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა: საქართველოს კანონმდებლობის ცვლილება და ბ) ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა: კომისიის ან ლიცენზიის მფლობელის დასაბუთებული მოთხოვნა ლიცენზიაში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანის თაობაზე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს „ტელეკომპანია საქართველოს“ №B21 ლიცენზიის  მოდიფიცირების შემთხვევაში ლიცენზია მოყვანილ იქნება შესაბამისობაში „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონთან და ამავდროულად არ დაირღვევა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი შეზღუდვები, ვინაიდან, შპს „ტელეკომპანია საქართველოს“ მოთხოვნის საფუძველზე ლიცენზიის მოდიფიცირების შემდეგ, ლიცენზიის მფლობელი უზრუნველყოფს უკვე არსებული ლიცენზიის ფარგლებში გაწეული სამაუწყებლო საქმიანობის მომხმარებლისათვის მიწოდებას თანამგზავრული სისტემებისა და ორბიტალური მიწისზედა სადგურების მეშვეობით.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ ,,მაუწყებლობის  შესახებ”  საქართველოს   კანონის   38-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და 45-ე მუხლის პირველი პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტების  და  საქართველოს  ზოგადი  ადმინისტრაციული  კოდექსის  63-ე  და 115-ე მუხლების შესაბამისად,  კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს „ტელეკომპანია საქართველოს“ №B21 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და  კომისიის 2006 წლის 3 თებერვლის №43/2 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის მიზნით;

2. ზეპირი მოსმენის სხდომა გაიმართოს 2010 წლის 8 ოქტომბერს 16.00 სთ-ზე, ხოლო გადაწყვეტილების მიღება მოხდეს ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში;

3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს:

ა) საჯარო გაცნობისათვის ცნობის გამოქვეყნება ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (ნ. ჯანელიძე);

ბ) აღნიშნული გადაწყვეტილების გაგზავნა შპს „ტელეკომპანია საქართველოსთვის“ (ნ.ჯავახიძე);

4. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე  მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად.

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (დ. კიკნაძე).

კომისიის თავმჯდომარე                                                                  ი.ჩიქოვანი

კომისიის წევრი                                                                                 ა.სიხარულიძე

კომისიის წევრი                                                                                 კ.კვიტაიშვილი

კომისიის წევრი                                                                                 ს.ბრიტანჩუკი

კომისიის წევრი                                                                                 ი.მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები