წვდომის მენიუ

საერთო სასამართლოების მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტისთვის არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით სიხშირის მინიჭების შესახებ

ნომერი: 417 / 13

გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 23, 2010

მიღების თარიღი სექტემბერი 10, 2010

   საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია\") აღნიშნავს, რომ საერთო სასამართლოების მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტმა  (რეგისტრირებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ № 93, 30.03.92: ს.კ № 203860642)  კომისიას მიმართა განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის №7/296-10, 23.08.10)  მეტრულ ტალღათა დიაპაზონში საქართველოს ტერიტორიაზე ერთი სიხშირის და ქ.თბილისში სამი სიხშირის მინიჭების თაობაზე. სიხშირეები გათვალისწინებულია მანდატურის სამსახურის თანამშრომლენს შორის ოპერატიული რადიოკავშირისთვის და გამოყენებული იქნება მხოლოდ საერთო სასამართლოების მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტის მიერ დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით.

კომისია აღნიშნავს, რომ მინიჭებული სიხშირე გამოყენებული უნდა იქნას მხოლოდ აღნიშნული ორგანიზაციის მიერ დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით და არ უნდა იქნას გადაცემული სხვა პირზე.

 “ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ” საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-3 პუნქტისა და “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 29-ე მუხლის შესაბამისად,  კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. მიენიჭოს საერთო სასამართლოების მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტს საქართველოს ტერიტორიაზე 165.225 მჰც სიხშირე და ქ. თბილისში 164.175 მჰც, 169.825 მჰც და 170.825 მჰც სიხშირეები ერთი წლის ვადით ოპერატიული რადიოკავშირისთვის, არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით;

2.   აღირიცხოს საერთო სასამართლოების მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტისთვის მინიჭებული სიხშირეები კომისიის უწყებრივ რეესტრში (რ. ქურდაძე);

3. კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში საერთო სასამართლოების მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტისთვის სიხშირეების მინიჭების   საკითხი  შესაბამისობაში  იქნას  მოყვანილი  კანონმდებლობასთან;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ) ერთი თვის ვადაში;   

5.   კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე). 

6.გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის საერთო სასამართლოების მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტისთვის  ჩაბარებისთანავე. 

კომისიის თავმჯდომარე                                                                  ი. ჩიქოვანი

            კომისიის წევრი                                                                                 ს. ბრიტანჩუკი

            კომისიის წევრი                                                                                 კ. კვიტაიშვილი

            კომისიის წევრი                                                                                 ა. სიხარულიძე         

            კომისიის წევრი                                                                                 ი. მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები