წვდომის მენიუ

შპს „გ.ს.ი ტექნოლოგიასთვის“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ

ნომერი: 42 / 1

გამოქვეყნების თარიღი იანვარი 28, 2010

მიღების თარიღი იანვარი 26, 2010

 საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის 2009 წლის 25 დეკემბრის  №696/8 გადაწყვეტილებით შპს ”გ.ს.ი ტექნოლოგია” გამოცხადდა გამარჯვებულად  სააბონენტო ნუმერაციის გამოყენებით ადგილობრივი საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად ნუმერაციის რესურსით სარგებლობის  ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ აუქციონში, კერძოდ, 160XXX-161XXX (სულ 2000 სააბონენტო ნომერი) სააბონენტო ნუმერაციის გამოყენებით ადგილობრივი საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად ქ. თბილისში;

კომისიის ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებით, შპს ”გ.ს.ი ტექნოლოგიას”, „ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ი“ ქვეპუნქტისა და 52-ე მუხლის შესაბამისად, განესაზღვრა ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის (4,200.00 - ოთხი ათას ორასი) 30%-ს - 1,260.00 – (ათას ორას სამოცი) ლარს გამოკლებული ბეს სახით გადახდილი 400.00 (ოთხასი) ლარი ანუ 860.00 (რვაას სამოცი)  ლარის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში,  2010 წლის 25 იანვრამდე  გადახდის წესი.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”გ.ს.ი ტექნოლოგიას” მიერ ერთი თვის ვადაში  გადახდილია ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის 30%-ზე მეტი, კერძოდ,  1890.00 (ათას რვაას ოთხმოცდაათი)  ლარი საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-6 პუნქტისა და “რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების” შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. მიეცეს შპს ”გ.ს.ი ტექნოლოგიას” ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N160 ლიცენზია  და განესაზღვროს შემდეგი სალიცენზიო პირობები:

ა) ნუმერაციის რესურსი: ქ.თბილისში სატელეფონო (სასადგურო) ინდექსი - 160XXX-161XXX (სულ 2000 სააბონენტო ნომერი) ავტორიზაციით გათვალისწინებული საქმიანობისთვის;

ბ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2020 წლის  26 იანვრამდე;

გ) ნუმერაციის რესურსის 10%-ს ათვისების ვალდებულება: ლიცენზიის გაცემიდან 1(ერთი) წელი;

დ) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კანონმდებლობის შეცვლის ან/და ნუმერაციის ერთიან სისტემაზე გადასვლის შემთხვევაში, საკუთარი ხარჯებით, კომისიის მიერ დადგენილ ვადებში, ქსელის ნუმერაციის სისტემა შესაბამისობაში მოიყვანოს ნუმერაციის ახალ ეროვნულ სისტემასა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან.

2. ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის (4,200.00 - ოთხი ათას ორასი)  დარჩენილი ნაწილის (1910.00 - ათას ცხრაას ათი) გადახდა მოხდეს საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:

- ერთიანი ანგარიში არასაგადასახადო შემოსულობები - N200122900;

- სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი - N220101222;

- საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი - N300773072;

3. ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის დარჩენილი ნაწილის (1910.00 - ათას ცხრაას ათი) გადახდა მოხდეს შემდეგი გრაფიკის მიხედვით:

159.16  ლარი    -   2010 წლის 26 თებერვლამდე;

159.16  ლარი    -   2010 წლის 26 მარტამდე;

159.16  ლარი    -   2010 წლის 26 აპრილამდე;

159.16  ლარი    -   2010 წლის 26 მაისამდე;

159.16  ლარი    -   2010 წლის 26 ივნისამდე;

159.16  ლარი    -   2010 წლის 26 ივლისამდე;

159.16  ლარი    -   2010 წლის 26 აგვისტომდე;

159.16  ლარი    -   2010 წლის 26 სექტემბრამდე;

159.16  ლარი    -   2010 წლის 26 ოქტომბრამდე;

159.16  ლარი    -   2010 წლის 26 ნოემბრამდე;

159.16  ლარი    -   2010 წლის 26 დეკემბრამდე;

159.24  ლარი    -   2011 წლის 26 იანვრამდე;

4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ.ლორთქიფანიძე):

ა)  სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა;

ბ) ლიცენზიების გაცემის თაობაზე ინფორმაციის „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“  და საქართველოს ფინანსთა სამინისტროში გაგზავნის უზრუნველყოფა;

გ) სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა;

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2 და მე-3  პუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს (ი.აბულაძე).

6. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი ასლის შპს ”გ.ს.ი ტექნოლოგიისთვის“ ჩაბარების დღიდან;

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ ) ერთი  თვის ვადაში;

8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე-2 და მე-3 პუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ.ყურაშვილი).

კომისიის თავმჯდომარე                                                      ი.ჩიქოვანი

კომისიის წევრი                                                                     ს.ბრიტანჩუკი

კომისიის წევრი                                                                     ა.სიხარულიძე

კომისიის წევრი                                                                     ი.მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები