წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2010 წლის 3 სექტემბრის №411/18 გადაწყვეტილებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების შესახებ

ნომერი: 429 / 19

გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 30, 2010

მიღების თარიღი სექტემბერი 17, 2010

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიის მიერ  2010 წლის 3 სექტემბერს  მიღებულ იქნა გადაწყვეტილება № 411/18, რომელშიც დაშვებულ იქნა ტექნიკური შეცდომა, კერძოდ, გადაწყვეტილების აღწერილობით ნაწილში (მე-6 აბზაცი) 20 აგვისტოს ნაცვლად,  მითითებული უნდა იყოს - 3 სექტემბერი.

”საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის” 59-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების შესაბამისად, კომისიამ

 გადაწყვიტა:

1. გასწორდეს კომისიის 2010 წლის 3 სექტემბრის  № 411/18  გადაწყვეტილებაში დაშვებული ტექნიკური შეცდომა, კერძოდ, გადაწყვეტილების აღწერილობით ნაწილში (მე-6 აბზაცი) სიტყვები ”20 აგვისტო” შეიცვალოს სიტყვებით ”3 სექტემბერი” და შემდგომ როგორც ტექსტშია;

2.   დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ.ჯავახიძე; ნ.ჯანელიძე):

ა) წინამდებარე გადაწყვეტილების დაინტერესებული მხარისათვის დაუყოვნებლივ გაგზავნა;

ბ) წინამდებარე გადაწყვეტილების გამოქვეყნება  კომისიის გვერდზე ინტერნეტში (www.gncc.ge);

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ) ერთი  თვის ვადაში;

4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ.ყურაშვილი).

კომისიის თავმჯდომარე                                          ირაკლი ჩიქოვანი

კომისიის წევრები                                                     კარლო კვიტაიშვილი

                                                                                      აკაკი სიხარულიძე

                                                                                      ირაკლი მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები