შპს ”კეთილი ნების კომუნიკაციები - გუდვილკომსა” და შპს ”ჯეოსელს” შორის ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N19 ლიცენზიის პირდაპირი წესით გადაპირების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 03, 2010
მიღების თარიღი იანვარი 26, 2010
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა შპს ”კეთილი ნების კომუნიკაციები - გუდვილკომმა” (24.12.2009 №6/4012-09) და წარმოუდგინა შპს ”ჯეოსელთან” 2009 წლის 18 დეკემბერს გაფორმებული ხელშეკრულება, ნუმერაციის რესურსის პირდაპირი წესით გადაპირების შესახებ.
კომისია აღნიშნავს, რომ წარმოდგენილი ხელშეკრულება ითვალისწინებს შპს ”კეთილი ნების კომუნიკაციები - გუდვილკომი”-ს ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N19 ლიცენზიიდან გამომდინარე უფლებებისა და ვალდებულებების, შპს ”ჯეოსელისათვის” გადაცემას. კერძოდ, წარმოდგენილი ხელშეკრულების შესაბამისად, შპს ”კეთილი ნების კომუნიკაციები - გუდვილკომი”, შპს ”ჯეოსელს” გადასცემს, ნუმერაციის რესურსს 8-14 და ლიცენზიიდან გამომდინარე უფლებებსა და ვალდებულებებს.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”კეთილი ნების კომუნიკაციები - გუდვილკომი” ფლობს ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N19 ლიცენზიას შემდეგი სალიცენზიო პირობებით:
ა) ნუმერაციის რესურსი: 8-1-4 (რვა-ერთი-ოთხი) ავტორიზაციით გათვალისწინებული საქმიანობისთვის;
ბ) სალიცენზიო გადასახდელის გადახდის ვალდებულება კომისიის 2004 წლის 30 აპრილის №200/6 გადაწყვეტილების შესაბამისად;
2,237.15 ლარი - 2005 წლის 12 მარტამდე;
2,237.15 ლარი - 2006 წლის 12 მარტამდე;
2,237.15 ლარი - 2007 წლის 12 მარტამდე;
2,237.15 ლარი - 2008 წლის 12 მარტამდე;
2,237.15 ლარი - 2009 წლის 12 მარტამდე;
2,237.15 ლარი - 2010 წლის 12 მარტამდე;
2,237.15 ლარი - 2011 წლის 12 მარტამდე;
2,237.15 ლარი - 2012 წლის 12 მარტამდე;
2,237.15 ლარი - 2013 წლის 12 მარტამდე;
გ) ლიცენზიის მოქმედების ვადა 2014 წლის 12 თებერვალი.
კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის 2010 წლის 5 იანვრის სამსახურებრივი ბარათის №10/07-10 თანახმად შპს ”კეთილი ნების კომუნიკაციები - გუდვილკომის” მიერ გადახდილია ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასური 2009 წლის 12 მარტის ჩათვლით. შპს ”კეთილი ნების კომუნიკაციები - გუდვილკომი”-ს მიერ გადასახდელი ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის დარჩენილი ოდენობა 8,948.60 ლარი (რვა ათას ცხრაას ორმოცდარვა ლარი და 60 თეთრი) უნდა იქნას გადახდილი კომისიის მიერ დადგენილი გრაფიკის მიხედვით 2013 წლის 12 მარტამდე. შპს ”კეთილი ნების კომუნიკაციები - გუდვილკომს” კომისიის წინაშე რეგულირების საფასურის დავალიანება არ გააჩნია.
კომისიაში წარმოდგენილი გადაპირების ხელშეკრულების თანახმად, შპს ”ჯეოსელი” იღებს ვალდებულებას ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის დარჩენილი ოდენობა 8,948.60 ლარი (რვა ათას ცხრაას ორმოცდარვა ლარი და 60 თეთრი) გადაიხადოს 2010 წლის 31 იანვრამდე.
კომისიამ შეისწავლა ხელშეკრულების პირობები და გამოარკვია, რომ ლიცენზიის პირდაპირი წესით გადაპირება არ ეწინააღმდეგება „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნებს, მათ შორის, ამოწურვადი რესურსით სარგებლობის შეზღუდვებს, გათვალისწინებულს ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 50-ე მუხლის მე-3 პუნქტით.
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 51-ე მუხლის, “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად ერთხმად
გადაწყვიტა:
1. ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N19 ლიცენზიის მფლობელად განისაზღვროს შპს ”ჯეოსელი” და განესაზღვროს შემდეგი სალიცენზიო პირობები:
ა) ნუმერაციის რესურსით: 8-1-4 (რვა-ერთი-ოთხი) სარგებლობა ავტორიზაციით გათვალისწინებული საქმიანობისთვის;
ბ) ლიცენზიის მოქმედების ვადა 2014 წლის 12 თებერვალი.
გ) ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის დარჩენილი ოდენობის 8,948.60 ლარი (რვა ათას ცხრაას ორმოცდარვა ლარი და 60 თეთრი) საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის ვალდებულება 2010 წლის 31 იანვრამდე;
დ) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კანონმდებლობის შეცვლის ან/და ნუმერაციის ერთიან სისტემაზე გადასვლის შემთხვევაში, საკუთარი ხარჯებით, კომისიის მიერ დადგენილ ვადებში, ქსელის ნუმერაციის სისტემა შესაბამისობაში მოიყვანოს ნუმერაციის ახალ ეროვნულ სისტემასა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან.
2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ.ლორთქიფანიძე):
ა) სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა;
ბ) სალიცენზიო მოწმობების გაცემის უზრუნველყოფა;
გ) ლიცენზიის გადაპირების თაობაზე ინფორმაციის გაგზავნისა და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნების უზრუნველყოფა;
4. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი ასლის შპს ”კეთილი ნების კომუნიკაციები - გუდვილკომი”-სა და ”ჯეოსელისათვის” ჩაბარების დღიდან.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე12 კმ) ერთი თვის ვადაში;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების ა), ბ) და დ) პუნქტების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს კომისიის აპარატის მონიტორინგის დეპარტამენტს (მ.გოთოშია), ხოლო გ) პუნქტის შესრულებაზე კონტროლი დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს (ი.აბულაძე).
კომისიის თავჯდომარე: ი.ჩიქოვანი
კომისიის წევრი: ს.ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი: ი.მოსეშვილი
კომისიის წევრი: ა.სიხარულიძე