წვდომის მენიუ

„რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის №12 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ

ნომერი: 436 / 23

გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 23, 2010

მიღების თარიღი სექტემბერი 17, 2010

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-5 პუნქტის და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე, 103-ე, 1061-ე მუხლების, VII და IX თავების, ”ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე,  კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ (სსმ 31.10.2005 №127 მუხლი 1415) კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის №12 დადგენილებაში ცვლილებების  შეტანის მიზნით;

2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა) დადგენილების პროექტის საჯაროობის უზრუნველყოფა;

3. ზეპირი მოსმენა გაიმართოს 2010 წლის 18 ოქტომბერს 16:00 საათზე, ხოლო დადგენილება მიღებულ იქნას საქართველოს იუსტიციის სამინისტროდან დადგენილების პროექტზე დადებითი სამართლებრივი დასკვნის მიღებიდან 10 სამუშაო დღეში;

4.  დაევალოს კომისიის აპარატის  ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯანელიძე) საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ ცნობის გამოქვეყნება;

5. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის ძალით;

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის  საფინანსო დეპარტამენტს (ი.აბულაძე).

კომისიის თავმჯდომარე                                 ირაკლი ჩიქოვანი

კომისიის წევრი                                            აკაკი სიხარულიძე

კომისიის წევრი                                            ირაკლი მოსეშვილი

კომისიის წევრი                                               კარლო კვიტაიშვილი
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები