საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 22 მარტის № 144/22 გადაწყვეტილებით დამტკიცებულ კომისიის აპარატის საშტატო ნუსხაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 06, 2010
მიღების თარიღი სექტემბერი 24, 2010
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში ”კომისია”), საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2010 წლის 22 მარტის № 144/22 გადაწყვეტილების მე-2 პუნქტით დამტკიცებულ საშტატო ნუსხაში (დანართი №2) შევიდეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:
ა) № 2 დანართის მე-4 პუნქტის 4.9 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
”4.9. მძღოლი - 6 – 939.00 – 5,634.00”;
ბ) № 2 დანართის მე-7 პუნქტის 7.2 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
”7.2. წამყვანი სპეციალისტი - 1 – 15 – 15”;
გ) № 2 დანართის მე-7 პუნქტის 7.3 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
”7.3. სპეციალისტი - 2 – 10 – 20”;
დ) № 2 დანართის მე-11 პუნქტის 11.2 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
”11.2. მთავარი სპეციალისტი - 4 – 25 – 100”;
ე) ამოღებულ იქნას № 2 დანართის მე-11 პუნქტის 11.3 ქვეპუნქტი;
ვ) № 2 დანართის ბოლო სტრიქონში საშტატო ერთეულის საერთო რაოდენობა განისაზღვროს 102-ით, ხელფასის განაკვეთის ჯამი - 16.921.00-ით, შრომითი მონაწილეობის კოეფიციენტის ჯამი - 765.00-ით, ხელფასის საერთო ჯამი - 35.822.00-ით, კოეფიციენტების საერთო ჯამი - 1.455.00-ით.
2. კომისიის 2010 წლის 22 მარტის № 144/22 გადაწყვეტილების დანართი №2 დამტკიცდეს ამ გადაწყვეტილების პირველი პუნქტის შესაბამისად კორექტირებული ფორმით (დანართი №1);
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ) ერთი თვის ვადაში;
4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).
|
კომისიის თავმჯდომარე |
ი. ჩიქოვანი |
|
კომისიის წევრი |
ს. ბრიტანჩუკი |
|
კომისიის წევრი |
კ. კვიტაიშვილი |
|
კომისიის წევრი |
ა . სიხარულიძე |
|
კომისიის წევრი |
ი. მოსეშვილი |
