შპს ”ივერია ინტერმედიასთვის” რადიოსარელეო სიხშირის მინიჭების გაუქმებისა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2008 წლის 31 ოქტომბრის № 632/13 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 30, 2010
მიღების თარიღი სექტემბერი 24, 2010
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია\") აღნიშნავს, რომ შპს ”ივერია ინტერმედიამ” (ავტორიზებული პირის რეგისტრაციის №261/1) კომისიას მიმართა განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის №6/2982-10,31.08.10), სტუდიიდან (ქ.თბილისი, ნუცუბიძის IIმ/რ, Iკვ, კორპუსი 3ა) შპს ”მობილფონის” ანძამდე (დიდსერის გორა) და ამ ანძიდან შპს ”გლობალ კონტაქტ კონსალტინგის” ტაბახმელას სათაო სადგურამდე საკუთარი მოხმარების რადიოსარელეო ხაზის აგებისთვის, ორი რადიოსარელეო სიხშირის მინიჭების მოთხოვნით.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს „ივერია ინტერმედია“, კომისიის 2010 წლის 27 აგვისტოს N407/10 გადაწყვეტილების შესაბამისად, ფლობს კერძო მაუწყებლობის NB13 ლიცენზიას. ამავე დროს, შპს ”ივერია ინტერმედიას” ქ. თბილისში სტუდიიდან (დ.აღმაშენებლის გამზირი №89/24), მთაწმინდის სატელევიზიო ანძამდე რადიოსარელეო ხაზის ფუნქციონირებისთვის, კომისიის 2008 წლის 31 ოქტომბრის № 632/13 გადაწყვეტილებით, ავტორიზებული საქმიანობისთვის მინიჭებული აქვს სიხშირე (10453მჰც ± 14მჰც). აღნიშნული სიხშირე გამოიყენებოდა გეოგრაფიულად განსაზღვრულ ორ წერტილში განლაგებულ რადიოსარელეო სადგურებს შორის სიგნალის მიწოდების უზრუნველსაყოფად.
კომისია აღნიშნავს,რომ შპს „ივერია ინტერმედიამ“ შეიცვალა კომპანიის სატელევიზიო სტუდიის განთავსების ადგილი, კერძოდ ქ.თბილისში მდებარე სტუდია, კომისიის 2008 წლის 31 ოქტომბრის № 632/13 გადაწყვეტილების პირველ პუნქტში აღნიშნულ დ.აღმაშენებლის გამზირ N89/24-დან გადავიდა ქ.თბილისში, ნუცუბიძის IIმ/რ, Iკვ, კორპუსი 3ა-ში. ამავე დროს, სატელევიზიო სიგნალის მიწოდება აღარ ხდება მთაწმინდის სატელევიზიო ანძაზე, როგორც ეს გათვალისწინებული იყოს კომისიის 2008 წლის 31 ოქტომბრის N632/13 გადაწყვეტილებით. როგორც შპს „ივერია ინტერმედიას“ განცხადებიდან ირკვევა, ამ უკანასკნელის მიერ ადგილი აქვს რადიოსარელეო ხაზის ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად, კომისიის ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების პირველი პუნქტით განსაზღვრული მთაწმინდის სატელევიზიო ანძის ჩანაცვლების დაგეგმარებას კუს ტბის ტერიტორიაზე მდებარე შპს „მობილფონის“ ანძაზე. აღნიშნული კი გამორიცხავს შპს ”ივერია ინტერმედიას” მიერ სტუდიდან (დ.აღმაშენებლის გამზირი №89/24), მთაწმინდის სატელევიზიო ანძამდე რადიოსარელეო ხაზის ფუნქციონირებისთვის, კომისიის 2008 წლის 31 ოქტომბრის N632/13 გადაწყვეტილებით გათვალისწინებული 10453მჰც ± 14მჰც სიხშირის გამოყენების საჭიროებას და შესაძლებლობას, ვინაიდან კომპანიას, კომისიის ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებით სიხშირული სპექტრი 10453მჰც ± 14მჰც გამოეყო რადიოსარელეო ხაზის ფუნქციონირებისთვის A და B წერტილებში კონკრეტულ მისამართზე, რაც აღნიშნულია გადაწყვეტილების პირველ პუნქტში.
ამავე დროს, გასათვალისიწინებელია ის გარემოებაც, რომ კომისიის 2008 წლის 31 ოქტომბრის N632/13 გადაწყვეტილებით შპს „ივერია ინტერმედიას“ რადიოსარელეო ხაზი მიენიჭა „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული საქმიანობის განხორციელების მიზნით. შპს ”ივერია ინტერმედიამ” განცხადებაში (კომისიაში რეგისტრაციის №6/2982-10,31.08.10) წერილობით დაადასტურა, რომ კომისიის 2008 წლის 31 ოქტომბრის № 632/13 გადაწყვეტილებით განსაზღვრულ მონაკვეთზე, სტუდიიდან (დ.აღმაშენებლის გამზირი №89/24) მთაწმინდის სატელევიზიო ანძამდე მისი რადიოსარელეო ხაზი არ ფუნქციონირებს და შესაბამისად, აღნიშნულ მონაკვეთზე სიხშირე (10453მჰც ± 14მჰც), აღარ გამოიყენება.
კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ შპს „ივერია ინტერმედია“ წარმოადგენს კერძო მაუწყებლობის NB13 ლიცენზიის მფლობელს და მას რადიოსარელეო ხაზი ესაჭიროება არა იმ დანიშნულებით, რაც გათვალისწინებული იყო კომისიის 2008 წლის 31 ოქტომბრის N632/13 გადაწყვეტილებით, ავტორიზებადი საქმიანობის განსახორციელებლად, არამედ სამაუწყებლო ლიცენზიით გათვალისწინებული საქმიანობის, კერძოდ, სამაუწყებლო პროგრამების საკაბელო ქსელით მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ პირთა მეშვეობით გავრცელების უზრუნველსაყოფად. სწორედ ზემოაღნიშნული დანიშნულებით, კომპანიის მიერ კომისიაში წარმოდგენილი განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის №6/2982-10,31.08.10) შპს „ივერია ინტერმედიას“ მიერ მოთხოვნილ იქნა ორი რადიოსარელეო სიხშირე სტუდიიდან (ქ.თბილისი, ნუცუბიძის IIმ/რ, Iკვ, კორპუსი 3ა) შპს ”მობილფონის” ანძამდე (დიდსერის გორა) და ამ ანძიდან შპს ”გლობალ კონტაქტ კონსალტინგის” ტაბახმელას სათაო სადგურამდე, საკუთარი მოხმარების რადიოსარელეო ხაზის აგებისთვის. შპს „ივერია ინტერმედიას“ აღნიშნულ მოთხოვნასთან დაკავშირებით კომისიაში მიმდინარეობს ადმინისტრაციული წარმოება.
კომისია აღნიშნავს, რომ რადიოსიხშირული სპექტრის ოპტიმალური განაწილებისა და რაციონალური გამოყენების საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია, შპს ”ივერია ინტერმედიასთვის” რადიოსარელეო სიხშირის მინიჭების შესახებ კომისიის 2008 წლის 31 ოქტომბრის № 632/13 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადება.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილისა და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 29-ე მუხლის მე-12 პუნქტის ა) ქვეპუნქტის თანახმად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად ერთხმად
გადაწყვიტა:
1. კომისიის 2008 წლის 31 ოქტომბრის № 632/13 გადაწყვეტილება ცნობილ იქნას ძალადაკარგულად და გაუქმდეს შპს ”ივერია ინტერმედიასთვის” 10453მჰც ± 14მჰც სიხშირის მინიჭება;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ) ერთი თვის ვადაში;
3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე);
4. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს ”ივერია ინტერმედიასთვის” ჩაბარებისთანავე.
კომისიის თავმჯდომარე ი.ჩიქოვანი
კომისიის წევრი ს.ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი კ.კვიტაიშვილი
კომისიის წევრი ა.სიხარულიძე
კომისიის წევრი ი.მოსეშვილი
