წვდომის მენიუ

შპს “თორნიკე და ლუკასთვის” სიხშირეების მინიჭების გაუქმებისა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2009 წლის 13 ნოემბრის № 607/13 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ

ნომერი: 441 / 19

გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 06, 2010

მიღების თარიღი სექტემბერი 24, 2010

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია\") აღნიშნავს, შპს “თორნიკე და ლუკამ” (რეგისტრირებული ქ. რუსთავის საგადასახადო ინსპექციის მიერ, ს.კ. №216452069) კომისიას მიმართა განცხადებით  (კომისიაში რეგისტრაციის №7/316-10, 14.09.10)  ქ. რუსთავში მეტრულ ტალღათა დიაპაზონში 157.775 მჰც და 163.475  მჰც სიხშირეების მინიჭების გაუქმების თაობაზე, რომელიც მინიჭებული ჰქონდა კომისიის 2009 წლის  13 ნოემბრის  № 607/13  გადაწყვეტილებით.  

    საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილისა და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 29-ე მუხლის მე-12 პუნქტის ა) ქვეპუნქტის თანახმად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად ერთხმად

 გადაწყვიტა:

1.   კომისიის 2009 წლის 13 ნოემბრის  № 607/13  გადაწყვეტილება ცნობილ  იქნას  ძალადაკარგულად  და გაუქმდეს  შპს “თორნიკე და ლუკასთვის”  ქ. რუსთავში  157.775 მჰც და 163.475  მჰც სიხშირეების მინიჭება;

2.      გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ) ერთი თვის ვადაში;   

3.   კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე);

4.   გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს “თორნიკე და ლუკასთვის” ჩაბარებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარე                                                                  ი. ჩიქოვანი

            კომისიის წევრი                                                                                 ს. ბრიტანჩუკი          

            კომისიის წევრი                                                                                 კ. კვიტაიშვილი

            კომისიის წევრი                                                                                 ა. სიხარულიძე

            კომისიის წევრი                                                                                 ი. მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები