წვდომის მენიუ

შპს “საქაერონავიგაციისთვის”არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით სიხშირის მინიჭების შესახებ

ნომერი: 442 / 13

გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 06, 2010

მიღების თარიღი სექტემბერი 24, 2010

  საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია\") აღნიშნავს, რომ შპს „საქაერონავიგაციამ“ (რეგისტრირებული ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 30 მაისის N 7/4-1327(2) დადგენილებით) კომისიას მიმართა განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის N 7/306-10, 01.09.10) ქ. თბილისის, ქ. ბათუმის, ქ. სენაკის, ქ. ქუთაისის, ქ. ფოთისა და კოდორის ტერიტორიებზე მოკლე და დეციმეტრულ ტალღათა დიაპაზონებში, აგრეთვე რადიოსარელეო ხაზების ფუქციონირებისთვის სიხშირეების მინიჭების თაობაზე. სიხშირეები გათვალისწინებულია ოპერატიული რადიოკავშირისთვის და გამოყენებული იქნება მხოლოდ შპს ”საქაერონავიგაციის” მიერ დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით.

კომისია აღნიშნავს, რომ მინიჭებული სიხშირე გამოყენებული უნდა იქნას მხოლოდ აღნიშნული ორგანიზაციის მიერ დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით და არ უნდა იქნას გადაცემული სხვა პირზე.

 “ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ” საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-3 პუნქტისა და “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების”  29-ე მუხლის შესაბამისად,  კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. მიენიჭოს შპს ”საქაერონავიგაციას” სიხშირეები სიხშირეები დანართში (თან ერთვის) მითითებული ჩამონათვალის მიხედვით ქ. თბილისის, ქ. ბათუმის, ქ. სენაკის, ქ. ქუთაისის, ქ. ფოთის და კოდორის ტერიტორიებზე ერთი წლის ვადით, ოპერატიული რადიოკავშირისთვის, არაავტორიზებადი საქმიანობისთვის, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით;

2.   აღირიცხოს შპს ”საქაერონავიგაციისთვის” მინიჭებული სიხშირეები კომისიის უწყებრივ რეესტრში (რ. ქურდაძე);

3. კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში შპს ”საქაერონავიგაციისთვის” სიხშირეების მინიჭების საკითხი  შესაბამისობაში  იქნას  მოყვანილი  კანონმდებლობასთან;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ) ერთი თვის ვადაში;   

5.   კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე). 

6. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს ”საქაერონავიგაციისთვის”  ჩაბარებისთანავე. 

კომისიის თავმჯდომარე                                                                  ი. ჩიქოვანი

კომისიის წევრი                                                                                 ს. ბრიტანჩუკი

            კომისიის წევრი                                                                                 კ. კვიტაიშვილი

            კომისიის წევრი                                                                                 ა. სიხარულიძე

კომისიის წევრი                                                                                 ი. მოსეშვილი
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები