წვდომის მენიუ

შპს ”ლა-მაგისთვის” არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით სიხშირეების მინიჭების შესახებ

ნომერი: 447 / 13

გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 06, 2010

მიღების თარიღი სექტემბერი 24, 2010

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია\") აღნიშნავს, რომ შპს  ”ლა-მაგმა” (რეგისტრირებული  ქ. რუსთავის საგადასახადო ინსპექციის მიერ, ს.კ. №216453415) კომისიას მიმართა განცხადებით (№ 7/311-10, 03.09.10)  ქ. რუსთავში  მეტრულ ტალღათა დიაპაზონში  ორი სიხშირის მინიჭების თაობაზე. სიხშირეები გათვალისწინებულია ტაქსებს და დისპეჩერს შორის ოპერატიული რადიოკავშირისთვის და გამოყენებული იქნება მხოლოდ შპს ”ლა-მაგის”  მიერ დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით.

კომისია აღნიშნავს, რომ მინიჭებული სიხშირეები გამოყენებული უნდა იქნას მხოლოდ აღნიშნული ორგანიზაციის მიერ დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით და არ უნდა იქნას გადაცემული სხვა პირზე.

 “ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ” საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-3 პუნქტისა და “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების”  29-ე მუხლის შესაბამისად,  კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. მიენიჭოს შპს ”ლა-მაგს” ერთი წლის ვადით 151.975  მჰც  და 160.550 მჰც სიხშირეები (თითოეული ზოლის სიგანით 25 კჰც) ქ. რუსთავში  ოპერატიული რადიოკავშირისთვის, არაავტორიზებული საქმიანობისთვის, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით;

2.   აღირიცხოს შპს  ”ლა-მაგისთვის” მინიჭებული სიხშირეები კომისიის უწყებრივ რეესტრში (რ.ქურდაძე);

3. კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში შპს ”ლა-მაგისთვის” სიხშირის მინიჭების   საკითხი  შესაბამისობაში  იქნას  მოყვანილი  კანონმდებლობასთან;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ) ერთი თვის ვადაში;   

5.   კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე); 

6.   გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს”ლა-მაგისთვის” ჩაბარებისთანავე. 

კომისიის თავმჯდომარე                                                                  ი. ჩიქოვანი

            კომისიის წევრი                                                                                 ს. ბრიტანჩუკი          

            კომისიის წევრი                                                                                 კ. კვიტაიშვილი

            კომისიის წევრი                                                                                 ა. სიხარულიძე

            კომისიის წევრი                                                                                 ი. მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები