წვდომის მენიუ

შპს ”სპეცსერვისი 008”-სათვის ნუმერაციის რესურსის 0-0-8 (ნული-ნული-რვა) ერთი წლის ვადით მინიჭების თაობაზე

ნომერი: 45 / 7

გამოქვეყნების თარიღი იანვარი 28, 2010

მიღების თარიღი იანვარი 26, 2010

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ  ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 471-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, კომისია ანიჭებს რადიოსიხშირეებს ან/და ნუმერაციას დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით დროებით, 1 წლის ვადით გამოყენებისათვის  არაავტორიზებად პირებს, რომელთა საქმიანობა არ არის დაკავშირებული საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფასთან ან/და ამ ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიწოდებასთან, მაგრამ საქმიანობისას საჭიროებენ რადიოსიხშირეების ან/და ნუმერაციის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებას.

2010  წლის 18 იანვარს,  კომისიას განცხადებით მიმართა შპს ”სპეცსერვისი 008” -მ (18.01.2010 N7/21-10)  საქართველოს ტერიტორიაზე  ციფრების სამნიშნა კომბინაციის ნუმერაციის რესურსის 0-0-8 (ნული-ნული-რვა) ერთი წლის ვადით მინიჭების თაობაზე.  განცხადებაში აღნიშნულია, რომ შპს ”სპეცსერივის 008” ახორციელებს შემდეგი სახის მომსახურებას და მომხმარებლისთვის მიწოდებას: საინფორმაციო, სადისპეჩერო, საკონსულტაციო, სატელეფონო მარკეტინგი და სარეკლამო მომსახურება,  რის გამოც საჭიროებს ნუმერაციის რესურსს დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით.

  კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”სპეცსერვისი 008”-ს კომისიის 2009 წლის 20 თებერვლის  №84/7 გადაწყვეტილების საფუძველზე  მინიჭებული აქვს საქართველოს ტერიტორიაზე  ციფრების სამნიშნა კომბინაციის ნუმერაციის რესურსი 0-0-8 (ნული-ნული-რვა)  2010 წლის 22 თებერვლამდე. ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 471-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, შპს ”სპეცსერვისი 008” როგორც არაავტორიზებულ პირი უფლებამოსილია მოითხოვოს ნუმერაციის რესურსი დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით დროებით, კიდევ  1  წლის ვადით.

გამომდინარე იქედან, რომ შპს ”სპეცსერივისი 008” მიერ ნუმერაციის რესურსით სარგებლობა არ არის დაკავშირებული საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფასთან, ან/და ამ ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიწოდებასთან და მისი გამოყენება დაგეგმილია არაავტორიზებადი საქმიანობისთვის - საინფორმაციო და სერვისული მომსახურების უზრუნველსაყოფად, კომისიას შესაძლებლად მიაჩნია, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით მიანიჭოს შპს ”სპეცსერვისი 008”-ს  ნუმერაციის რესურსი 0-0-8 (ნული-ნული-რვა) დროებით, 1 წლის ვადით, 2010 წლის 23 თებერვლიდან 2011 წლის 23 თებერვლამდე, საქართველოს ტერიტორიაზე.

კომისიამ იხელმძღვანელა ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 471-ე მუხლის მე-3 პუნქტით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 72-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 96-ე და მე-100 მუხლებით,  კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. მიენიჭოს შპს ”სპეცსერვისი 008”-ს  ნუმერაციის რესურსი-0-0-8 (ნული-ნული-რვა) დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, დროებით,  1 წლის ვადით 2010 წლის 23 თებერვლიდან  2011 წლის  23 თებერვლამდე, საქართველოს ტერიტორიაზე;

2.შპს შპს ”სპეცსერვისი 008” არ არის უფლებამოსილი აღნიშნული ნუმერაციის რესურსი გამოიყენოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზაციას დაქვემდებარებული საქმიანობისთვის;

3.კომისია უფლებამოსილია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კანონმდებლობის შეცვლის ან/და ნუმერაციის ერთიან სისტემაზე გადასვლის შემთხვევაში, შპს ”სპეცსერვისი 008”-ს მიერ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის საკითხი შესაბამისობაში მოიყვანოს ნუმერაციის ახალ ეროვნულ სისტემასა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან, რაც გულისხმობს ნუმერაციის შეცვლის უფლებამოსილებასაც. ამ შემთხვევაში შპს ”სპეცსერვისი 008”-ს არ წარმოეშვება კომპენსაციის მოთხოვნის უფლება.

4.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ.) ერთი  თვის ვადაში;

5. გადაწყვეტილება ძალაში შედის 2010 წლის 23 თებერვლიდან;

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კახი ყურაშვილი).

კომისიის თავმჯდომარე                                      ირაკლი ჩიქოვანი

კომისიის წევრი                                                   სოფიო ბრიტანჩუკი

კომისიის წევრი                                                   აკაკი სიხარულიძე

კომისიის წევრი                                                  ირაკლი მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები