წვდომის მენიუ

შპს ”ურუშასთვის” ნუმერაციის რესურსის 0-0-4 (ნული-ნული-ოთხი) ერთი წლის ვადით მინიჭების თაობაზე

ნომერი: 46 / 7

გამოქვეყნების თარიღი იანვარი 28, 2010

მიღების თარიღი იანვარი 26, 2010

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ  ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 471-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, კომისია ანიჭებს რადიოსიხშირეებს ან/და ნუმერაციას დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით დროებით, 1 წლის ვადით გამოყენებისათვის  არაავტორიზებად პირებს, რომელთა საქმიანობა არ არის დაკავშირებული საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფასთან ან/და ამ ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიწოდებასთან, მაგრამ საქმიანობისას საჭიროებენ რადიოსიხშირეების ან/და ნუმერაციის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებას.

2010  წლის 21 იანვარს,  კომისიას განცხადებით მიმართა შპს ”ურუშამ”  (21.01.2010 N7/24-10)  საქართველოს ტერიტორიაზე  ციფრების სამნიშნა კომბინაციის ნუმერაციის რესურსის 0-0-4 (ნული-ნული-ოთხი) ერთი წლის ვადით მინიჭების თაობაზე.  განცხადებაში აღნიშნულია, რომ შპს ”ურუშა” ახორციელებს მოსახლეობის საინფორმაციო და სერვისულ მომსახურებას, რის გამოც საჭიროებს ნუმერაციის რესურსს დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”ურუშას” კომისიის 2009 წლის 02 ოქტომბრის №483/19 გადაწყვეტილების საფუძველზე  მინიჭებული აქვს საქართველოს ტერიტორიაზე  ციფრების სამნიშნა კომბინაციის ნუმერაციის რესურსი 0-0-4 (ნული-ნული-ოთხი)  2010 წლის 6 თებერვლამდე. ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 471-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, შპს ”ურუშა” როგორც არაავტორიზებულ პირი უფლებამოსილია მოითხოვოს ნუმერაციის რესურსი დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით დროებით, კიდევ  1  წლის ვადით.

გამომდინარე იქედან, რომ შპს ”ურუშას” მიერ ნუმერაციის რესურსით სარგებლობა არ არის დაკავშირებული საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფასთან, ან/და ამ ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიწოდებასთან და მისი გამოყენება დაგეგმილია არაავტორიზებადი საქმიანობისთვის - საინფორმაციო და სერვისული მომსახურების უზრუნველსაყოფად, კომისიას შესაძლებლად მიაჩნია, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით მიანიჭოს შპს ”ურუშას”  ნუმერაციის რესურსი 0-0-4 (ნული-ნული-ოთხი) დროებით, 1 წლის ვადით, 2010 წლის 7 თებერვლიდან 2011 წლის 07 თებერვლამდე, საქართველოს ტერიტორიაზე.

კომისიამ  იხელმძღვანელა ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 471-ე მუხლის მე-3 პუნქტით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 72-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 96-ე და  მე-100 მუხლებით, და  კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. მიენიჭოს შპს ”ურუშას”  ნუმერაციის რესურსი - 0-0-4 (ნული-ნული-ოთხი) დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, დროებით,  1 წლის ვადით 2010 წლის 7 თებერვლიდან 2011 წლის  7 თებერვლამდე, საქართველოს ტერიტორიაზე;

2. შპს შპს ”ურუშა” არ არის უფლებამოსილი აღნიშნული ნუმერაციის რესურსი გამოიყენოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზაციას დაქვემდებარებული საქმიანობისთვის;

3.  კომისია უფლებამოსილია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კანონმდებლობის შეცვლის ან/და ნუმერაციის ერთიან სისტემაზე გადასვლის შემთხვევაში, შპს ”ურუშას” მიერ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის საკითხი შესაბამისობაში მოიყვანოს ნუმერაციის ახალ ეროვნულ სისტემასა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან, რაც გულისხმობს ნუმერაციის შეცვლის უფლებამოსილებასაც. ამ შემთხვევაში შპს ”ურუშას” არ წარმოეშვება კომპენსაციის მოთხოვნის უფლება.

4.  გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ.) ერთი  თვის ვადაში;

5.  გადაწყვეტილება ძალაში შედის 2010 წლის 7 თებერვალიდან;

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კახი ყურაშვილი).

კომისიის თავმჯდომარე                                      ირაკლი ჩიქოვანი

კომისიის წევრი                                                   სოფიო ბრიტანჩუკი

კომისიის წევრი                                                   აკაკი სიხარულიძე

კომისიის წევრი                                                  ირაკლი მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები