წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2010 წლის № 60 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

ნომერი: 466 / 17

გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 19, 2010

მიღების თარიღი ოქტომბერი 15, 2010

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა რა, კომისიის 2010 წლის 15 ოქტომბრის №60 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად და კომისიის აპარატის მუშაობის წესის მე-2 მუხლის მე-13 და მე-15 პუნქტების საფუძველზე, კენჭისყრის შედეგად ერთხმად

გადაწყვიტა:

1.   კომისიის 2010 წლის 15 ოქტომბრის №60 სხდომის დღის წესრიგში დამატებით შეტანილ იქნეს 3 (სამი) საკითხი):

ა) შპს ”ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერისათვის” არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით სიხშირის მინიჭების შესახებ (მომხს. ს. შავგულიძე);

ბ) შპს „გაზეთ 1001 განცხადების“ №B62 სამაუწყებლო ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2006 წლის 3 თებერვლის №43/2 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ (მომხს. დ. კიკნაძე);

გ) ი/მ „რამაზ ჩხიკვაძის“ კერძო მაუწყებლობის №B5 ლიცენზიის გაუქმებისა და კომისიის 2003 წლის 16 მაისის №204/1 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ (მომხს. დ. კიკნაძე);

2. კომისიის 2010 წლის 08 ოქტომბრის №59 სხდომის დღის წესრიგი დამტკიცდეს წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);

3. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;

4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).

კომისიის თავმჯდომარე

ი. ჩიქოვანი

კომისიის წევრი

ს. ბრიტანჩუკი

კომისიის წევრი

კ. კვიტაიშვილი

კომისიის წევრი

ა . სიხარულიძე

კომისიის წევრი

ი. მოსეშვილი

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები