წვდომის მენიუ

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით სიხშირეების მინიჭების შესახებ

ნომერი: 469 / 13

გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 09, 2010

მიღების თარიღი ოქტომბერი 15, 2010

       საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ  საქართველოს შსს ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტის  საინფორმაციო ტექნოლოგიების და ტელეკომუნიკაციების მთავარმა სამმართველომ,  კომისიას მიმართა განცხადებით (№13/5/19-12ს,01.10.10), საქართველოს მთელ ტერიტორიაზე რადიოკავშირის სისტემის ფუნქციონირებისთვის, ამავე განცხადებაში აღნიშნული ჩამონათვალის მიხედვით, ფიქსირებული სიხშირეების მინიჭების მოთხოვნით.  

       აღნიშნული ჩამონათვალიდან, კომისიის მიერ, სიხშირეების განსაზღვრული ჯგუფის მინიჭების საკითხის შესახებ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს,  2010 წლის 11 ოქტომბერს  ეცნობა  წერილით  (№137).

        კომისია აღნიშნავს, რომ “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 471 - ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, არაავტორიზებად პირებს, რომელთა საქმიანობა არ არის დაკავშირებული საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფასთან ან/და ამ ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიწოდებასთან, მაგრამ საქმიანობისას საჭიროებენ რადიოსიხშირეების დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებას, კომისია ანიჭებს რადიოსიხშირეებს დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით დროებით,  1 წლის ვადით გამოყენებისთვის.

     კომისია ასევე აღნიშნავს, რომ სიხშირეები გამოყენებული უნდა იქნას საქართველოს მთელ ტერიტორიაზე რადიოკავშირის სისტემის ფუნქციონირებისთვის, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით.  

     “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 471 - ე მუხლის მე-3 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 30-ე მუხლის, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით (N42, 21.01.1997) დამტკიცებული ”სახელმწიფო    საიდუმლოებას    მიკუთნებულ    ცნობათა ნუსხის”   მე-3 თავის  3.2.20 პუნქტის,   “სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-4 პუნქტის და  საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი    წესების  29-ე   მუხლის     შესაბამისად,    კომისიამ,    კენჭისყრის შედეგად, ერთხმად           

გადაწყვიტა: 

1.    მიენიჭოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სიხშირეები საქართველოს მთელ ტერიტორიაზე რადიოკავშირის სისტემის ფუნქციონირებისთვის ამ  გადაწყვეტილების დანართში (თან ერთვის) მითითებული მონაცემების მიხედვით 1 წლის ვადით 2011 წლის 15 ოქტომბრამდე;  

2.   საიდუმლოდ იქნეს მიჩნეული წინამდებარე გადაწყვეტილების დანართი;

3.    აღირიცხოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის მინიჭებული სიხშირეები კომისიის საიდუმლო დოკუმენტაციის სპეციალურ  რეესტრში  (ი. ხარებავა);

4. საქართველოს კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის სიხშირეების მინიჭების საკითხი  შესაბამისობაში  იქნას მოყვანილი  კანონმდებლობასთან;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტაციულ საქმეთა კოლეგიაში (დ.აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ)   1 თვის ვადაში;   

6.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის  რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს  (ს. შავგულიძე);

 7. გადაწყვეტილება    ძალაში    შევიდეს   ამ    გადაწყვეტილების დამოწმებული        ასლის     საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის  ჩაბარებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარე                                                                   ი.ჩიქოვანი

კომისიის    წევრი                                                                               ს.ბრიტანჩუკი

კომისიის    წევრი                                                                                კ.კვიტაიშვილი

კომისიის    წევრი                                                                               ა.სიხარულიძე

კომისიის    წევრი                                                                                ი.მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები