შპს ”საქართველოს მილსადენის კომპანიისთვის” არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირეების მინიჭების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 03, 2010
მიღების თარიღი ოქტომბერი 15, 2010
კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”საქართველოს მილსადენის კომპანიის” მიერ სიხშირეები 12786მჰც ± 1.75 მჰც და 13052მჰც ± 1.75მჰც (თითოეული ზოლის სიგანით 3.5მჰც), გამოყენებულ უნდა იქნას მონაკვეთებზე: ახალი სამგორი (საქაჩი სადგური PS11) - რუსთავი; მუხრანი (PS13) - დუშეთი; დიდი ფლევი(PS15) - ქარელი; მანდაეთი (წნევის მარეგულურებელი სადგური PRS1) -კორბოული; ქვემო საქარა (PRS2) - თერჯოლა და სუფსის ტერმინალი - ფოთი, მილსადენის ტექნიკურ სადგურებს შორის, შიდაუწყებრივი რადიოსარელეო კავშირისთვის, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, და არ უნდა იქნას გადაცემული სხვა პირზე.
კომისია ასევე აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 471 - ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად არაავტორიზებად პირებს, რომელთა საქმიანობა არ არის დაკავშირებული საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფასთან ან/და ამ ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიწოდებასთან, მაგრამ საქმიანობისას საჭიროებენ რადიოსიხშირეების დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებას, კომისია ანიჭებს რადიოსიხშირეებს დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით დროებით, 1 წლის ვადით გამოყენებისათვის.
”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 471 - ე მუხლის მე-3 პუნქტისა და ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 29-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. მიენიჭოს შპს ”საქართველოს მილსადენის კომპანიას” რადიოსიხშირეები 12786მჰც ± 1.75 მჰც და 13052მჰც ± 1.75მჰც, მონაკვეთებზე: ახალი სამგორი (საქაჩი სადგური PS11) - რუსთავი; მუხრანი (PS13) - დუშეთი; დიდი ფლევი (PS15) - ქარელი; მანდაეთი (წნევის მარეგულურებელი სადგური PRS1) - კორბოული; ქვემო საქარა (PRS2) - თერჯოლა და სუფსის ტერმინალი - ფოთი, მილსადენის ტექნიკურ სადგურებს შორის, შიდაუწყებრივი რადიოსარელეო კავშირისთვის, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაავტორიზებულ საქმიანობისთვის, ერთი წლის ვადით;
2. აღირიცხოს შპს ”საქართველოს მილსადენის კომპანიისთვის” მინიჭებული სიხშირეები კომისიის შესაბამის უწყებრივ რეესტრში (რ.ქურდაძეს);
3. საქართველოს კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში შპს ”საქართველოს მილსადენის კომპანიისთვის” სიხშირეების მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი კანონმდებლობასთან;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტაციულ საქმეთა კოლეგიაში (დ.აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ) 1 თვის ვადაში;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე);
6. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს ”საქართველოს მილსადენის კომპანიისთვის ჩაბარებისთანავე.
კომისიის თავმჯდომარე ი.ჩიქოვანი
კომისიის წევრი ს.ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი კ.კვიტაიშვილი
კომისიის წევრი ა.სიხარულიძე
კომისიის წევრი ი.მოსეშვილი
