წვდომის მენიუ

შპს ”ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერისთვის” არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით სიხშირეების მინიჭების შესახებ

ნომერი: 476 / 13

გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 03, 2010

მიღების თარიღი ოქტომბერი 15, 2010

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია\") აღნიშნავს, რომ შპს ”ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა” (რეგისტრირებული  ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციის მიერ, ს.კ. № 203826002) კომისიას მიმართა განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის № 7/318-10, 14.09.10) ქ.თბილისის, ბულაჩაურის,  ჟინვალის, გარდაბნის და რუსთავის  ტერიტორიებზე მეტრულ ტალღათა დიაპაზონში სიხშირეების მინიჭების თაობაზე. სიხშირეები გათვალისწინებულია კომპანიის  თანამშრომლებს შორის ოპერატიული რადიოკავშირისთვის და გამოყენებული იქნება მხოლოდ შპს ”ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის”  მიერ დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით.

კომისია აღნიშნავს, რომ მინიჭებული სიხშირეები გამოყენებული უნდა იქნას მხოლოდ აღნიშნული ორგანიზაციის მიერ დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით და არ უნდა იქნას გადაცემული სხვა პირზე.

 “ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ” საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-3 პუნქტისა და “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების”  29-ე მუხლის შესაბამისად,  კომისიამ კენჭისყრის შედეგად ერთხმად

გადაწყვიტა:

1. მიენიჭოს შპს ”ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს” 150.025 მჰც, 150.525 მჰც, 155.325 მჰც, 155.525 მჰც, 155.575 მჰც, 162.225 მჰც სიხშირეები ქ. თბილისში, 152.650 მჰც, 157.800 მჰც  სიხშირეები ბულაჩაურის, ჟინვალის ტერიტორიებზე,  160.875 მჰც, 165.975 მჰც სიხშირეები გარდაბნის და რუსთავის  ტერიტორიებზე ერთი წლის ვადით ოპერატიული რადიოკავშირისთვის, არაავტორიზებადი დანიშნულებით,  დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით;

2.   აღირიცხოს შპს ”ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერისთვის” მინიჭებული სიხშირეები კომისიის უწყებრივ რეესტრში (რ. ქურდაძე);

3. კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში შპს ”ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერისთვის” სიხშირის მინიჭების   საკითხი  შესაბამისობაში  იქნას  მოყვანილი  კანონმდებლობასთან;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ) ერთი თვის ვადაში;   

5.   კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე). 

6.გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს ”ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერისთვის”  ჩაბარებისთანავე. 

კომისიის თავმჯდომარე                                                                  ი. ჩიქოვანი

            კომისიის წევრი                                                                                 ს. ბრიტანჩუკი

            კომისიის წევრი                                                                                 კ. კვიტაიშვილი

            კომისიის წევრი                                                                                 ა. სიხარულიძე

            კომისიის წევრი                                                                                 ი. მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები