წვდომის მენიუ

ი/მ „რამაზ ჩხიკვაძის“ კერძო მაუწყებლობის №B85 ლიცენზიის გაუქმებისა და კომისიის 2003 წლის 16 მაისის №204/1 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ

ნომერი: 478 / 23

გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 21, 2010

მიღების თარიღი ოქტომბერი 15, 2010

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებებით (7.10.2010 №7/338-10) მიმართა ი/მ ”რამაზ ჩხიკვაძემ” კერძო მაუწყებლობის №B85 ლიცენზიის გაუქმების მოთხოვნით.

კომისია აღნიშნავს, რომ 2003 წლის 16 მაისის №204/1 გადაწყვეტილებით ი/მ „რამაზ ჩხიკვაძეს“ მიეცა №1351 ლიცენზია საკაბელო საერთო ტელერადიოსამაუწყებლო ქსელით მომსახურებაზე ქ. ქუთაისში, ხოლო 2006 წლის 1 დეკემბრის №527/2 გადაწყვეტილებით განხორციელდა აღნიშნული ლიცენზიის მოდიფიცირება და ჩამოყალიბდა როგორც კერძო მაუწყებლობის №B85 ლიცენზია, შემდეგი სალიცენზიო პირობებით:

ლიცენზიის სახე: კერძო  რადიომაუწყებლობა;

ლიცენზიის სახეობა:  საკაბელო საერთო რადიომაუწყებლობა;

ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2013 წლის 16 მაისამდე.

კომისია აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 74-ე მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, ლიცენზიის მფლობელის მოთხოვნა  წარმოადგენს სამაუწყებლო ლიცენზიის გაუქმების ერთ-ერთ საფუძველს. კომისია აღნიშნავს, რომ ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საკაბელო ქსელის გამოყენებით მაუწყებლობის ლიცენზიის მოქმედების შეჩერება და გაუქმება ხორციელდება საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით“.

ზემოაღნიშულის გათვალისწინებით, ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 74-ე მუხლის პირველი პუნქტის ”ა” ქვეპუნქტის, 38-ე მუხლის,  საქარველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 115-ე მუხლისა და IX თავის, „დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს შესახებ“ საქართველოს  კანონის მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად ერთხმად

გადაწყვიტა

1. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება ი/მ „რამაზ ჩხიკვაძის“ №B85 ლიცენზიის გაუქმებისა და კომისიის 2003 წლის 16 მიასის №204/1 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე;

2. ზეპირი მოსმენა გაიმართოს 2010 წლის 12 ნოემბერს, 16.00 სთ-ზე, ხოლო გადაწყვეტილების მიღება მოხდეს ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში;

3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს:

ა) საჯარო გაცნობისათვის ცნობის გამოქვეყნება ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (ნ. ჯანელიძე);

ბ) აღნიშნული გადაწყვეტილების გაგზავნა ი/მ „რამაზ ჩხიკვაძისათვის“ (ნ.ჯავახიძე);

4. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე  მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად.

5. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი კომისიის ვებ-გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნებისთანავე;

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (დ. კიკნაძე).

კომისიის თავმჯდომარე                                                                                                              ი.ჩიქოვანი

კომისიის წევრი                                                                                                                                ს.ბრიტანჩუკი

კომისიის წევრი                                                                                                                                ა.სიხარულიძე

კომისიის წევრი                                                                                                                                კ.კვიტაიშვილი

კომისიის წევრი                                                                                                                                ი.მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები