წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2010 წლის № 05 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

ნომერი: 48 / 17

გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 03, 2010

მიღების თარიღი იანვარი 29, 2010

 საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა რა, კომისიის 2010 წლის 29 იანვრის N 05 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად და კომისიის აპარატის მუშაობის წესის მე-2 მუხლის მე-16 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, მე-18 და მე-19 პუნქტების საფუძველზე, კენჭისყრის შედეგად ერთხმად

გადაწყვიტა:

1.      გადაიდოს N 05 სხდომის დღის წესრიგის პროექტის მე-7 საკითხის (შპს ”ახალი ქსელებისა” და შპს ”ახტელისთვის” შპს ”მაქსტელკომთან” მოქმედი ურთიერთჩართვის ხელშეკრულებების შეჩერებაზე თანხმობის მიცემის თაობაზე) განხილვა მხარეების გამოუცხადებლობის გამო კომისიის  მ/წლის 05 თებერვლის 16:00 საათზე;

2.      კომისიის 2010 წლის 29 იანვრის N 05 სხდომის დღის წესრიგის პროექტში დამატებით შეტანილ იქნეს 2 (ორი) საკითხი:

ა) რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად აუქციონის გამოცხადების შესახებ (მომხს. ნ. ნიჟარაძე);

ბ) შპს ”რადიო ევროპა პლიუს თბილისის” № B 54 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2004 წლის 2 ივლისის № 313/1 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ (მომხს. ი. მახარაძე).

3. კომისიის 2010 წლის 29 იანვრის N 05 სხდომის დღის წესრიგი დამტკიცდეს წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);

4. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).

კომისიის თავმჯდომარის

მოვალეობის შემსრულებელი                        

 

ს.  ბრიტანჩუკი

კომისიის წევრი

ა . სიხარულიძე

კომისიის წევრი     

 

ი. მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები