წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2010 წლის № 62 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

ნომერი: 480 / 17

გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 03, 2010

მიღების თარიღი ოქტომბერი 29, 2010

 საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა რა, კომისიის 2010 წლის 29 ოქტომბრის №62 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად და კომისიის აპარატის მუშაობის წესის მე-2 მუხლის მე-13 და მე-15 პუნქტების საფუძველზე, კენჭისყრის შედეგად ერთხმად

გადაწყვიტა:

1.   კომისიის 2010 წლის 29 ოქტომბრის №62 სხდომის დღის წესრიგში დამატებით შეტანილ იქნეს 2 (ორი) საკითხი:

ა) შპს სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2”-ს კერძო მაუწყებლობის №B103 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2001 წლის 30 მარტის №193/2 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ (მომხს. დ. კიკნაძე).

ბ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის ”გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოსთვის” ნუმერაციის რესურსის მინიჭების შესახებ (მომხს. მ. გოთოშია).

2. კომისიის 2010 წლის 29 ოქტომბრის №62 სხდომის დღის წესრიგი დამტკიცდეს წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);

3. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;

4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).

კომისიის თავმჯდომარე

ი. ჩიქოვანი

კომისიის წევრი

ს. ბრიტანჩუკი

კომისიის წევრი

კ. კვიტაიშვილი

კომისიის წევრი

ა . სიხარულიძე

კომისიის წევრი

ი. მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები