შპს ”საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისთვის” არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით სიხშირეების მინიჭების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 09, 2010
მიღების თარიღი ოქტომბერი 29, 2010
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდეგში “კომისია”) აღნიშნავს, რომ შპს ”საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ” (სახელმწიფო რეგისტრაციის №5/4-3396, 2002 წლის 12 ნოემბერი) კომისიას მიმართა განცხადებით №17/03-3478, 01.10.10, (რეგისტრირებული № 7/336-09,01.10.10), კომისიის გადაწყვეტილებით №353/13 -24.07.09 მინიჭებული სიხშირეების, ახალი ვადით მინიჭების მოთხოვნით.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის” მიერ მოთხოვნილი სიხშირეები გათვალისწინებულია ენერგოობიექტებს შორის მონაკვეთებზე რადიოსარელეო კავშირისთვის, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით.
კომისია აღნიშნავს, რომ არსებობს თავისუფალი სიხშირული რესურსი და შესაძლებლად მიაჩნია შპს ”საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისთვის” სიხშირეების: 17920.0მჰც ± 14მჰც და 18930.0მჰც ± 14მჰც; 17975.0მჰც ± 14მჰც და 18985.0მჰც ± 14მჰც; 22414.0მჰც ± 14მჰც და 23422.0მჰც ± 14მჰც; 22526.0მჰც ± 14მჰც; და 23534.0მჰც ± 14მჰც; 8293.0მჰც ± 14მჰც და 8412.0მჰც ± 14მჰც მინიჭება, ენერგოობიექტებს შორის რადიოსარელეო კავშირისთვის.
კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ მინიჭებული სიხშირეები გამოყენებული უნდა იქნას დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით და არ უნდა იქნას გადაცემული სხვა პირზე.
”ელქტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 471 - ე მუხლის მე-3 პუნქტისა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების 29 -ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. მიენიჭოს შპს ”საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას” სიხშირეები 17920.0მჰც ± 14მჰც და 18930.0მჰც ± 14მჰც; 17975.0მჰც ± 14მჰც და 18985.0მჰც ± 14მჰც; 22414.0მჰც ± 14მჰც და 23422.0მჰც ± 14მჰც; 22526.0მჰც ± 14მჰც; და 23534.0მჰც ± 14მჰც; 8293.0მჰც ± 14მჰც და 8412.0მჰც ± 14მჰც ენერგოობიექტებს შორის მონაკვეთებზე:
ა) ქვესადგური ზუგდიდი-220 - ელსადგური ენგურჰესის ანძა
8293.0მჰც ± 14მჰც და 8412.0მჰც ± 14მჰც გასხივების სიმძლავრით არაუმეტეს
500 მილივატისა;
ბ) ელსადგური ენგურჰესის ანძა - ელსადგური ენგურჰესის ადმ. შენობა
17975.0მჰც ± 14მჰც და 18985.0მჰც ± 14მჰც;
გ) ელექტროსადგური ვარციხეჰესი-4 - ელექტროსადგური ვარციხეჰესი-3
17920.0მჰც ± 14მჰც და 18930.0მჰც ± 14მჰც;
დ) ვარციხეჰესი-4 - ვარციხეჰესი-3
17975.0მჰც ± 14მჰც და 18985.0მჰც ± 14მჰც;
ე) ქვესადგური ზესტაფონი-500 - ქვესადგური ფერო-220
22414.0მჰც ± 14მჰც და 23422.0მჰც ± 14მჰც;
ვ) ქვესადგური ქუთაისი-220 - ვარციხეჰესი-1
22414.0მჰც ± 14მჰც და 23422.0მჰც ± 14მჰც;
22526.0მჰც ± 14მჰც და 23534.0მჰც ± 14მჰც;
ზ) ვარციხეჰესი-1 - ვარციხეჰესი-2
22526.0მჰც ± 14მჰც და 23534.0მჰც ± 14მჰც;
რადიოსარელეო სადგურების ფუნქციონირებისთვის, არაავტორიზებად საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, გასხივების სიმძლავრით არაუმეტეს 200 მილივატისა, ერთი წლის ვადით;
2. აღირიცხოს შპს ”საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისთვის” მინიჭებული სიხშირეები კომისიის უწყებრივ რეესტრში (რ. ქურდაძე);
3. საქართველოს კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში, შპს ”საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისთვის” სიხშირეების მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნას მოყვანილი მოქმედ კანონმდებლობასთან;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტაციულ საქმეთა კოლეგიაში (დ.აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ) 1 თვის ვადაში;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე);
6. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს ”საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისთვის” ჩაბარებისთანავე.
კომისიის თავმჯდომარე ი. ჩიქოვანი
კომისიის წევრი ს. ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი კ. კვიტაიშვილი
კომისიის წევრი ა. სიხარულიძე
კომისიის წევრი ი. მოსეშვილი
