შპს “თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრისთვის” არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით სიხშირეების მინიჭების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 09, 2010
მიღების თარიღი ოქტომბერი 29, 2010
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია\") აღნიშნავს, რომ შპს “თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრმა” (რეგისტრირებული ქ.თბილისის საგადასახადო ინსპექციის მიერ; ს.კ № 203842752) კომისიას მიმართა განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის №7/341-10, 11.10.10) ქ. თბილისში, ქ. ქუთაისში და ქ. ზუგდიდში მეტრულ და დეციმეტრულ ტალღათა დიაპაზონებში სიხშირეების მინიჭების თაობაზე. სიხშირეები გათვალისწინებულია თანამშრომლებს შორის ოპერატიული რადიოკავშირისთვის და გამოყენებული იქნება მხოლოდ შპს “თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის” მიერ დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით.
კომისია აღნიშნავს, რომ მინიჭებული სიხშირეები გამოყენებული უნდა იქნას მხოლოდ აღნიშნული ორგანიზაციის მიერ დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით და არ უნდა იქნას გადაცემული სხვა პირზე.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-3 პუნქტისა და “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 29-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. მიენიჭოს შპს “თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრს” 157.450 მჰც, 163.850 მჰც, 167.300 მჰც, 172.400 მჰც, 420.450 მჰც, 420.600 მჰც, 420.625 მჰც, 420.775 მჰც, 423.575 მჰც, 423.600 მჰც, 425.675 მჰც, 425.700 მჰც, 425.875 მჰც, 426.250 მჰც, 428.775 მჰც, 428.800 მჰც სიხშირეები ქ. თბილისში, ხოლო 420.625 მჰც, 425.675 მჰც სიხშირეები ქ. ქუთაისში და ქ. ზუგდიდში ერთი წლის ვადით ოპერატიული რადიოკავშირისათვის, არაავტორიზებადი საქმიანობისთვის, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით;
2. აღირიცხოს შპს “თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრისთვის” მინიჭებული სიხშირეები კომისიის უწყებრივ რეესტრში (რ. ქურდაძე);
3. კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში შპს “თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრისთვის” სიხშირის მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნას მოყვანილი კანონმდებლობასთან;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ) ერთი თვის ვადაში;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე).
6. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს “თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრისთვის” ჩაბარებისთანავე.
კომისიის თავმჯდომარე ი. ჩიქოვანი
კომისიის წევრი ს. ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი კ. კვიტაიშვილი
კომისიის წევრი ა. სიხარულიძე
კომისიის წევრი ი. მოსეშვილი
