წვდომის მენიუ

საჯარო სამართლის იურიდიული პირის ”გარემოს ეროვნული სააგენტოსთვის” ნუმერაციის რესურსის მინიჭების შესახებ

ნომერი: 490 / 15

გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 09, 2010

მიღების თარიღი ოქტომბერი 29, 2010

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით (11.10.2010 №23-15/3149) მიმართა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა ”გარემოს ეროვნულმა სააგენტომ” ციფრების ოთხნიშნა კომბინაციის ნუმერაციის რესურსის გამოყოფასთან დაკავშირებით.

როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირის ”გარემოს ეროვნული სააგენტოს” განცხადებაშია აღნიშნული, მოსახლეობის ამინდის პროგნოზის შესახებ ინფორმაციის მისაწოდებლად ესაჭიროება ნუმერაციის რესურსი დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით.

კომისია აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 471-ე მუხლის მე-3 პუნქტიდან გამომდინარე, არაავტორიზებად პირებს, რომელთა საქმიანობა არ არის დაკავშირებული საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფასთან, ან/და ამ ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიწოდებასთან, მაგრამ საქმიანობისას საჭიროებენ ნუმერაციის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებას, კომისია ანიჭებს ნუმერაციას დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით დროებით,  1 წლის ვადით გამოყენებისათვის.

გამომდინარე იქედან, რომ საჯარო სამართლის იურიდიული პირის ”გარემოს ეროვნული სააგენტოს” მიერ მოთხოვნილი ნუმერაციის რესურსით, სარგებლობა არ არის  დაკავშირებული საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფასთან, ან/და ამ ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიწოდებასთან და მისი გამოყენება დაგეგმილია არაავტორიზებადი საქმიანობისთვის - ამინდის პროგნოზის შესახებ ინფორმაციის მიწოდების უზრუნველსაყოფად, კომისიას შესაძლებლად მიაჩნია, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით დროებით, ერთი წლის ვადით მიანიჭოს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს ”გარემოს ეროვნულ სააგენტოს” ნუმერაციის რესურსი 0-0-1-2 (ნული-ნული-ერთი-ორი) საქართველოს ტერიტორიაზე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 471-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. მიენიჭოს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს ”გარემოს ეროვნული სააგენტოს” ნუმერაციის რესურსი - 0-0-1-2 (ნული-ნული-ერთი-ორი) დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, დროებით,  1 წლის ვადით 2011 წლის - 29 ოქტომბრამდე, საქართველოს ტერიტორიაზე;

2. საჯარო სამართლის იურიდიული პირი ”გარემოს ეროვნული სააგენტო” არ არის უფლებამოსილი აღნიშნული ნუმერაციის რესურსი გამოიყენოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზაციას დაქვემდებარებული საქმიანობისთვის;

3. კომისია უფლებამოსილია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კანონმდებლობის შეცვლის ან/და ნუმერაციის ერთიან სისტემაზე გადასვლის შემთხვევაში, საჯარო სამართლის იურიდიულ პირს ”გარემოს ეროვნული სააგენტოს” მიერ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის საკითხი შესაბამისობაში მოიყვანოს ნუმერაციის ახალ ეროვნულ სისტემასა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან, რაც გულისხმობს ნუმერაციის შეცვლის უფლებამოსილებასაც. ამ შემთხვევაში საჯარო სამართლის იურიდიულ პირს ”გარემოს ეროვნულ სააგენტოს” არ წარმოეშვება კომპენსაციის მოთხოვნის უფლება.

4. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი ასლის საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის ”გარემოს ეროვნული სააგენტოსთვის” ჩაბარების დღიდან;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ) ერთი  თვის ვადაში;

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ნუმერაციის მართვის დეპარტამენტს (მ. გოთოშია).                  

კომისიის თავმჯდომარე                                                      ი.ჩიქოვანი

კომისიის წევრები:                                                              

ს.ბრიტანჩუკი

კ.კვიტაიშვილი

ა. სიხარულიძე

ი.მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები