წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2010 წლის 17 სექტემბრის №435/23 გადაწყვეტილებით დანიშნული ზეპირი მოსმენის სხდომის გადადების და ”მოძრავი საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩა

ნომერი: 491 / 23

გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 11, 2010

მიღების თარიღი ნოემბერი 05, 2010

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ”კომისია”)  აღნიშნავს, რომ  კომისიამ 2010 წლის 17 სექტემბერის მიიღო  №435/23 გადაწყვეტილება ბოლო მომხმარებლებზე (აბონენტებზე) მოძრავი სატელეფონო ხმოვანი მომსახურების მიწოდების ბაზრის სეგმენტზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ”.

გადაწყვეტილების მიხედვით საკითხის  ზეპირი მოსმენის სხდომა დაინიშნა 2010 წლის 5 ნოემბერს, 16.00 საათზე.

კომისია აღნიშნავს, რომ კომპანიების წარმომადგენლებსა და კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტის მონაწილეობით მიმდინარეობს მუშაობა დანახარჯების განაწილების მოდელის შესახებ, რომელშიც გათვალისწინებული იქნება დანახარჯების განაწილება საცალო და საბითუმო მომსახურების სახეებს შორის, მათ შორის ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/ დასრულება) მომსახურების სახეებზე.

დანახარჯების განაწილების მოდელის საბოლოო ვარიანტის შემუშავების პროცესში შესაძლოა აუცილებელი გახდეს  კომისიის 2010 წლის 21 მაისის №240/9 გადაწყვეტილებით დადგენილი ურთიერთჩართვის მომსახურების (სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულება)  ზედა ზღვრული ტარიფის ცვლილება.

      გარდა ამისა, კომისიას მიმართა შპს ”მაგთიკომმა”  №10/174-7, 16.09.2010 და №10/191-10, 11.10.2010 წერილებით, რომელშიც კომპანია აღნიშნავს, რომ 2010 წლის 21 ივლისის ”საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად აქციზის გადამხდელად მიჩნეულია მობილური საკომუნიკაციო მომსახურების გამწევი პირი. 2010 წლის 30 აგვისტოს საგადასახადო კოდექსის 472 -ე მუხლის თანახმად, კომპანიამ წერილით მიმართა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს, რომლითაც აქციზით დაბეგვრის ობიექტის განსაზღვრის მიზნით მოთხოვნილი იქნა  წინასწარი გადაწყვეტილების გამოცემა.  შემოსავლების სამსახურმა განსაზღვრა მობილური საკომუნიკაციო მომსახურებისთვის საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული აქციზით დასაბეგრი მომსახურების სახეები, მათ შორის, ურთიერთჩართვის მომსახურება (სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულების მომსახურება), რომლის ზედა ზღვრული ტარიფი დადგენილია საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2010 წლის 21 მაისის №240/9 გადაწყვეტილებით - 8 თეთრის ოდენობით წუთზე, დღგ-ს ჩათვლით. ვინაიდან აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების შემდეგ მნიშვნელოვნად შეიცვალა მობილური საკომუნიკაციო მომსახურების დაბეგვრის რეჟიმი, რომლის მიხედვითაც დაშვების და ურთიერთჩართვის მომსახურება წარმოადგენს აქციზით დასაბეგრი ბაზის ნაწილს, კომპანია აღნიშნავს, რომ ურთიერთჩართვის ტარიფის უცვლელად დატოვება არ შეესაბამება დანახარჯებზე ორიენტირებული ტარიფის პრინციპებს და დაბეგვრის ახალი რეჟიმის შემდგომ პერიოდში არსებულ რეალობას. ამ გარემოებების გამო, შპს ”მაგთიკომს” მიაჩნია, რომ უნდა მოხდეს ურთიერთჩართვის არსებული ტარიფის გაზრდა აქციზის გადასახადის პროპორციულად.

       კომისია აღნიშნავს, რომ მომსახურების ბაზრის საცალო სეგმენტზე მომსახურების ტარიფების დანახარჯების მოდელის შედგენა უნდა მოხდეს მხოლოდ საბითუმო მომსახურების სახეებზე დანახარჯების განაწილების შემდგომ, აქედან გამომდინარე, კომისიამ მიზანშეწონილად მიიჩნია 2010 წლის 21 მაისის №240/9 კომისიის გადაწყვეტილებაში ცვლილებების შესატანად საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყება და, შესაბამისად, კომისიის 2010 წლის 17 სექტემბერის  №435/23 გადაწყვეტილებით დანიშნული საკითხის - ბოლო მომხმარებლებზე (აბონენტებზე) მოძრავი სატელეფონო ხმოვანი მომსახურების მიწოდების ბაზრის სეგმენტზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის  შესახებ, ზეპირი მოსმენის სხდომის გადადება.

      ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, კომისია მიზანშეწონილად მიიჩნევს დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება ”მოძრავი საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყების/ დასრულების) საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ” 2010 წლის 21 მაისის №240/9 კომისიის გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის მიზნით, ხოლო

ბოლო მომხმარებლებზე (აბონენტებზე) მოძრავი სატელეფონო ხმოვანი მომსახურების მიწოდების ბაზრის სეგმენტზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ” კომისიის 2010 წლის 17 სექტემბერის  №435/23 გადაწყვეტილებით დანიშნული ზეპირი მოსმენის სხდომა გაიმართოს საცალო და საბითუმო მომსახურების სახეებს შორის დანახარჯების განაწილების მოდელის დაზუსტების შემდგომ.

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-2  და მე-6 პუნქტების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის, VII და  IX თავების შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება ”მოძრავი საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყების/ დასრულების) საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ” 2010 წლის 21 მაისის №240/9 კომისიის გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის მიზნით;

2. საკითხის ზეპირი მოსმენა გაიმართოს 2010 წლის 6 დეკემბერს 16:00 საათზე, მისამართზე: 0144 თბილისი, ქეთევან წამებულის გამზ./ბოჭორმის ქ. 50/18, ხოლო გადაწყვეტილება მიღებულ იქნას, ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში;

3. გადაიდოს ბოლო მომხმარებლებზე (აბონენტებზე) მოძრავი სატელეფონო ხმოვანი მომსახურების მიწოდების ბაზრის სეგმენტზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის ჩატარების მიზნით  კომისიის 2010 წლის 17 სექტემბრის №435/23  გადაწყვეტილებით დანიშნული ზეპირი მოსმენის სხდომა; საკითხის ზეპირი მოსმენა გაიმართოს 2010 წლის 6 დეკემბერს 16:00 საათზე, მისამართზე: 0144 თბილისი, ქეთევან წამებულის გამზ./ბოჭორმის ქ. 50/18, ხოლო გადაწყვეტილება მიღებულ იქნას, ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში;

4. დაევალოთ ავტორიზებულს პირებს უზრუნველყონ ამ გადაწყვეტილების საფუძველზე კომისიის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის  მოწოდება, შესაბამისი ფორმითა და ვადაში; 

5. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯანელიძე)  საჯარო გაცნობისათვის ცნობათა გამოქვეყნება ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე;

6. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრდებას არ  ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად;

7. გადაწყვეტილება ძალაშია მისი მიღებისთანავე;

8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტს (ე.ასანიძე).

კომისიის თავმჯდომარე                                                       ი.ჩიქოვანი

კომისიის წევრი                                                                     ს. ბრიტანჩუკი

            კომისიის წევრი                                                                     ა. სიხარულიძე

            კომისიის წევრი                                                                     კ. კვიტაიშვილი

            კომისიის წევრი                                                                     ი. მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები